▷ როგორ შევქმნა ონლაინ მაღაზია (2024) - საწყისი 6 ნაბიჯი ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად(3 წუთის საკითხავი)

ონლაინ-მაღაზიის-შექმნა-2023

დღესდღეობით ონლაინ მაღაზიის შექმნა საკმაოდ მარტივია, ასევე გამარტივებულია მისი მართვა და ამუშავება.

ამ სტატიაში განვიხილავთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის გამოიყენება, აგრეთვე გამოვყოფთ 6 საკითხს და როგორ ავამუშავოთ ისინი.

      1. შეარჩიეთ გაყიდვისთვის სწორი პროდუქტი:

დღესდღეობით, ეს ფაქტი ნამდვილად აშკარაა და ალბათ თქმადაც არ ღირს, მაგრამ „სწორი“ პროდუქტის შერჩევა აუცილებელია ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ სწორში არ იგულისხმება ხარისხიანი. ცხადია, თქვენს მომხმარებელს უხარისხო პროდუქტი არ უნდა მიჰყიდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პროდუქტის უნიკალურობაზეა საუბარი.

როდესაც ონლაინ მაღაზიას ხსნით, თქვენ გიწევთ კონკურენციის გაწევა მრავალ ცნობილი ბრენდის უკვე არსებულ ონლაინ მაღაზიებთან, რომლებიც ყველაფერს ყიდიან დედამიწის ზურგზე. ამიტომაც, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმ პროდუქტის გასაყიდად, რომელიც უკვე ყველგან ხელმისაწვდომია.

იმისათვის, რომ თქვენი ონლაინ მაღაზია წარმატებული იყოს, საჭიროა იპოვოთ სწორი საბაზრო ნიშა. იპოვოთ ან აწარმოოთ პროდუქტი, რომელიც არ იყიდება ყოველ მეორე მაღაზიაში და საკმარისად მოთხოვნადი იქნება. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ გაყიდოთ გიტარა, რომელსაც ყველგან ადვილად იშოვით, გაყიდეთ ინსტრუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომად ძნელია ონლაინ მაღაზიებში და რომელზეც მოთხოვნა დიდია.

ნიშის მოძიება, როგორც წესი, მოითხოვს საკვანძო სიტყვების კვლევას. მოდით განვიხილოთ ეს თემა.

       

2. ჩაატარეთ საკვანძო სიტყვების კვლევა   

 ამისათვის უმარტივესი ორი გზაა:

  • გამოიყენეთ საკვანძო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტი (მაგალითად Ahrefs);
  • აწარმოეთ ონლაინ კვლევები, რათა დაადგინოთ რა სახის კონკურენციაა ბაზარზე.

საკვანძო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ, თვეში რა რაოდენობით იძებნება ესა თუ ის პროდუქტი.

მაგალითად, მსგავსმა კვლევამ შეიძლება გაჩვენოთ, რომ  „გიტარის ყიდვა“-ზე არის თვეში 206.000 ძიება, ხოლო „უკულელეს ყიდვა“-ზე, მხოლოდ 1.600 ძიება.

ამ ყველაფერმა, შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ და გაფიქრებინოთ, რომ გიტარის გაყიდვა უკეთესი იდეაა, მაგრამ დაფიქრდით, რამხელა კონკურენციის გაწევა მოგიწევთ სხვა ონლაინ მაღაზიებისთვის. საკვანძო სიტყვების საძიებო სისტემამ გვიჩვენა, რომ უკულელე, არა მხოლოდ ნიშა პროდუქტია, არამედ, საკმაოდ მოთხოვნადიც. (წელიწადში 20 000 დაინტერესებული საკმარისია ამ ბიზნესის საარსებოდ)

მთავარია დარწმუნდეთ იმაში, რომ დიდი კონკურენციის გაწევა არ გიწევთ.

ამისათვის, საჭიროა თვალი შეავლოთ “საკვანძო სიტყვების სირთულეს”, რომელიც მოცემულია საკვანძო სიტყვების საძიებო სისტემაში. რაც უფრო მაღალია საკვანძო სიტყვის სირთულის მაჩვენებელი, მით უფრო რთული იქნება შესაბამისი პროდუქტის კლასიფიცირება.

 კარგი არჩევანია, Google-ის მეშვეობით პატარა გამოძიების ჩატარებაც, იმისათვის რომ ნახოთ რამდენი მაღაზიაა დაკავებული უკულელეს გაყიდვით.

თუ აღმოაჩინეთ, რომ უამრავი პოპულარული ონლაინ უკულელეს მაღაზიები არსებობს, შესაძლოა დრო იყოს დაფიქრდეთ განსხვავებული პროდუქტის გაყიდვაზე.

თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ თქვენი სფეროს არჩევას. მაგალითად, შეიძლება ნახოთ ბევრი უკულელეს გამყიდველი, მაგრამ არა სოპრანო უკულელეს (საკმარისად მოთხოვნადი იმისთვის, რომ შექმნათ ონლაინ სოპრანო უკულელეს მაღაზია).

ან ბევრი უკულელეს მაღაზიის მიუხედავად, შესაძლოა იყოს მათი ნაკლებობა თქვენს მახლობელ ტერიტორიაზე.

ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ იპოვოთ პროდუქტი, რომელიც ძლიერ მოთხოვნადია და ამავდროულად არსებობდეს მხოლოდ ერთი ან ორი (იდეალურ შემთხვევაში არც ერთი) ონლაინ მაღაზია, რომელიც მათ ყიდის.

   

   3. ონლაინ მაღაზიის შექმნა

მაშინ, როდესაც უკვე შეარჩიეთ ნიშა და გაიგეთ საიდან მოგეწოდებათ ეს პროდუქტი, დროა იფიქროთ თქვენი ონლაინ ბიზნესის “გაცოცხლებაზე” და დაარეგისტრიროთ დომენი.

ონლაინ მაღაზიისთვის აუცილებელია შეარჩიოთ მულტიფუნქციური ონლაინ მაღაზიის პლათფორმა, რომელიც გამოცდილია და ყიდის. ტექნიკური მხარდაჭერა უნდა მიანდოთ გამოცდილ გუნდს (მაგ:  cscart.ge ) , რომელიც დაგეხმარებათ  ონლაინ მაღაზიის შექმნაში და ნებისმიერი სირთულის გადაჭრაში . Cs-cart ონლაინ მაღაზიის პლათფორმა მრავალფუნქციურია, მიუხედავად ამისა არ მოითხოვს პროგრამირების კვალიფიკაციას და თქვენ, პროგრამირების ცოდნის გარეშე შელძებთ მის მართვას: პროდუქტის განთავსებას, შეკვეთების მართვას, გვერდის რედაქტირებას, პრომო აქციების შექმნას და სხვა. ამგვარად,  ონლაინ გაყიდვების ზრდასთან ერთად, თქვენ არ დაგჭირდებათ პროგრამისტი, თქვენ უბრალოდ ჩართავთ/გამორთავთ სასურველ ფუნქციონალს ადმინისტრაციული პანელიდან.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ თავად მართვა ან დროში ხართ შეზღუდული, უმჯობესია დაიქირავოთ ადმინისტრატორი ან "ქონთენთ მენეჯერი", რომელიც ( რა თქმა უნდა თქვენი ზედამხედველობით) მართავს თქვენს ონლაინ მაღაზიას.

     

 4. ონლაინ მაღაზია და SEO:

ზემოთ აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, დროა გამოიმუშავოთ სტრატეგია მისი ნახვების ასამაღლებლად. SEO  ყველა ელექტრონული ბიზნესის წარმატების საწინდარია. შეგიძლიათ ხელმეორედ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვების საძიებო სისტემა იმისთვის, რომ ნახოთ რა ტიპის ძიებებია ჩატარებული თქვენს პროდუქტზე და დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენ ონალიან მაღაზიაში შევსებულია შესაბამისი SEO ველები უნიკალური აღწერით.

     

 5. აწარმოეთ ბლოგი:

მომხმარებლების მოზიდვის ერთ-ერთი ეფექტური ხერხია ბლოგის მართვა,( თქვენ ახლა ბლოგს კითხულობთ:) ) სადაც შეძლებთ თქვენს პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსებას და შესაბამისი ბმულით პროდუქტზე მომხმარებლის გადამისამართებას.

მაგალითად, თქვენი უკულელეს გვერდზე, დაპოსტეთ ახალი დაკვრის მეთოდები, საინტერესო ფაქტები უკულელეზე, ცნობილ პირებზე, რომლებიც უკულელეზე უკრავენ და ა.შ.

ამ აქტივობას “inbounding marketing” ეწოდება, და თუ არ ხართ მასში ჩართული თქვენ გაყიდვების დიდ რაოდენობას კარგავთ.

ხარისხიანი, საკვანძო სიტყვებით მდიდარი ბლოგის მართვით თქვენ:

  1. მაქსიმალურად ზრდით თქვენი გვერდის გამოჩენის ალბათობას ძიების შედეგებში.
  2. ხაზს უსვამთ თქვენს ავტორიტეტს თქვენი ბიზნესის სფეროში.( მომხმარებლები მეტად ენდობიან გამყიდველებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათი პროდუქტით).

     

6. ციფრული მარკეტინგი:

თუ თქვენი ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, სასურველია განათავსოთ ონლაინ რეკლამა, თქვენი ონლაინ მაღაზიის პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. დასაწყისისთვის, კარგი საშუალებებია GoogleAdwords და Facebookads.

     

ამგვარად, ზემოაღნიშნული სტატია გვაცნობს იმ აუცილებელ ეტაპებს, რომელიც საჭიროა წარმატებული ონლაინ მაღაზიის ფორმირებისათვის. ასევე, ჩვენი  ბლოგის საშუალებით შეიტყვეთ სასარგებლო რჩევები, თქვენი ბიზნესის ონლაინ პოზიციონირებისთვის.