ეფექტური რჩევები თქვენი ბიზნესის შეფასებისთვის 2020 წელს

08/06/2020

      ელექტრონულმა კომერციამ უკვე დიდი ხანია ცენტრალური ადგილი დაიკავა მსოფლიო ეკონომიკაში. დღეს ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი ონლაინ მაღაზიების საშუალებით. ამ მაღაზიების საკმაოდ დიდი რაოდენობა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 2020 წლიდან 20 მილიონზე მეტი ე-კომერციული საიტი მომხმარებლის ყურადღების მოსაპოვებლად იბრძვის. ასეთი კონკურენციის ფონზე, მოსალოდნელია მხოლოდ იმ ბიზნესების გადარჩენა, რომლებიც მოთხოვნის შესაბამისად გაზრდიან ოპერაციების ინტენსივობას. სტატიაში წარმოდგენილია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში. ამ რჩევების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ ისეთ კონკურენტულ გარემოში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია...

       2020 წელს ნებისმიერი ბიზნესისთვის ელექტრონულ კომერციაში "organic traffic" არის გაზრდის კარგი საშუალება, მაგრამ პრობლემა ის არის რომ წარმატებული ორგანული სტრატეგიის დაგეგმვას დიდი დრო და ძალისხმება სჭირდება. უფრო დიდი სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ საძიებო სტრატეგიების დიდი ნაწილის მიზანია ინდივიდუალური საძიებო სიტყვების ქონა, მაგრამ უფრო მართებულია საძიებო მოთხოვნებთან დაკავშირებული რეალური მიზნის გააზრება. მიზნობრივი განზრახვა ნიშნავს შეაფასო საძიებო მოთხოვნებთან დაკავშირებული მომხმარებლის მიზანი და შესაბამისად აჩვენო კონტენტი. 

     წარმატებული გაყიდვების მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ბრენდი, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებს ყიდის  და სურს მიაღწიოს მომხმარებლამდე, რომელიც ამ საქონელს ეძებს.ეს შესაძლებელია ბლოგის შექმნით, რომელიც დეტალურ ინფორმაციას იძლევა ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელის შესაძებ. შესაძლებელია, ამ პოსტს სტრატეგიულად მიაბათ თქვენი პროდუქცია. ამ გზით, მომხმარებელი იგებს თქვენი პროდუქციის შესახებ და იძენს მას. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ხარისხიანი ვაჭრობისთვის საჭიროა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა - ფოკუსირდე CROზე.

      CRO ანუ კონვერტაციის კურსის ოპტიმიზაცია - არის თქვენი გვერდის ვიზიტორთა რიცხვის გაზრდის პროცესი. ეს შეიძლება იყოს რეგისტრაცია, კალათაში ნივთების დამატება ან პროდუქტის შესყიდვა. როდესაც პოტენციური მომხმარებელი სტუმრობს თქვენს ონლაინ მაღაზიას, ის მიყვება Conversion Funnel-ს, მაგრამ ხშირად Funnel-ის სხვადასხვა საფეხურს ტოვებენ, რასაც Conversionის დაკარგვამდე მივყავართ. სწორედ CRO ექსპერტის საქმეა მომხმარებელი მიიყვანოს განზრახულ ადგილამდე. მოკლედ რომ ითქვას, CRO ფოკუსირებულია თქვენს ვებგვერდზე მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე.

     ზემოთ ჩამოთვლილი 3 რჩევა დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის წარმატებაში, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ბიზნესი განსხვავებულია და თქვენ თითოეული რჩევა უნდა მოარგოთ კონკრეტულ სიტუაციას.


    თუ  გსურთ შეიტყოთ, როგორ გადააქციოთ ონლაინ მაღაზიის პოტენციური სტუმარი მყიდველად, გთხოვთ იხილოთ ბლოგი:" როგორ მივაღებინოთ მომხმარებელს ყიდვის გადაწყვეტილება"


 შექმენით თქვენთვის სასურველი ონლაინ მაღაზია  SCcart.ge-ზე