4 ნეირომარკეტინგული ხელსაწყო ელექტრონულ კომერციაში

07/25/2019

დღეს მარკეტინგი და ტექნოლოგია გვერდიგვერდ მოდიან და თქვენ ვერ წარმოიდგენთ სადამდე მივყევართ ამ სიმბიოზს. ჩვენ აქ ვსაუბრობთ,არა მხოლოდ სხვადასხვა აპლიკაციებზე და მარკეტინგის ავტომატიზაციის საშუალებებზე, არამედ ნეირომარკეტინგზე, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია სვლას უმატებს. წარსულში მარკეტოლოგები უნდა დაყრდნობოდნენ კვლევებსა და გამოკითხვებს, რათა დაედგინათ მომხმარებელთა მონაცემები და შეხედულებები, მაგრამ ამ ეპოქაში მომხმარებელთა  ურთიერთქმედების გამოთვლა, მოცემული პროდუქტის ან რეკლამის მიმართ შესაძლებელია ფუნქციონალური MRI  და EEG სკანირებით.

მსხვილი საწარმოები და კომპანიები უკვე იყენებენ ნეიროლინგვისტიკას თავის სასიკეთოდ, მაგრამ არსებითად ყველაფერი დაყვანილია სენსორულ მარკეტინგის მეთოდებამდე ან არჩევანის არქიტექტურამდე. ნეიროლინგვისტიკის ამ ორი მიდგომის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ თქვენი ელექტრონული კომერციის ბიზნესის სტიმულირებას.

ფერებისა და ხმების გამოყენება გაყიდვების სტიმულირებისთვის

ფსიქოლოგიის დარგში ჩატარებულია  უამრავი კვლევა, რომლებშიც ილუსტრირებულია ხმებისა და ფერების ზემოქმედება ჩვენს გრძნობებზე. დაბალსიხშირიანი მუსიკა ჩვენს ყურადღებას ამახვილებს მუქ ობიექტებზე, ხოლო მაღალსიხშირიანი ღია ფერებზე.

 წარმოგიდგენთ ამ მიმართულებით ჩატარებულ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ექსპერიმენტს.

მკვლევარებმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში განათავსეს ბანანები ორ სხვადასხვა ტიპის თაროებზე. ბანანები, რომლებიც განთავსებული იყო ღია ფერის თაროებზე, და ფონად ედო მაღალსიხშირიანი მუსიკა გაიყიდა ორჯერ სწრაფად, ვიდრე ბანანები უფრო მუქ თაროებზე, დაბალსიხშირიანი მუსიკით. იგივე პრინციპები გამოიყენება კომპანიების მიერ  რეკლამებში, ბრენდინგში და პროდუქტის შეფუთვაში.

დეფიციტის შექმნა ოპტიმალური გზებით

გაყიდვების გასაზრდელად დეფიციტის შექმნის იდეა არ არის ახალი მარკეტინგისთვის. თუმცა ნეირომარკეტინგი ნაბიჯით წინ არის, როდესაც საქმე ამ საკითხს ეხება. მაგალითად, თქვენ შეიძლება წააწყდეთ თქვენი საყვარელი სასმელის ან საკვების სპეციალურ გამოშვებას, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში.

გარდა დეფიციტის შექმნისა, ნეირომარკეტინგი ასევე ქმნის დეფიციტის სიგნალებს. მაგალითად, მოგების ან დაკარგვის სიგნალები. მოგების სიგნალის მაგალითი შეიძლება იყოს „შეიძინე ახლავე, სანამ მარაგები ხელმისაწვდომია“, ხოლო დაკარგვის მაგალითი - „არ გამოტოვოთ ეს შესანიშნავი შემოთავაზება“. მოგების სიგნალი გამოიყენება, იმ შემთხვევაში როდესაც გსურთ მომხმარებელს აღუძრათ „უნიკალურობის შეგრძნება“, ხოლო დაკარგვის სიგნალი გამოიყენება, როდესაც თქვენს მომხმარებელს სურს შეესაბამებოდეს მასას.

ანქორინგი

Xpertwriters.com-ის მარკეტინგის მენეჯერის, ჯუნ არმსტრონგის თქმით, მათ შეძლეს მოგების სტიმულირება 34%-ით ანქორინგის დახმარებით. რა არის ანქორინგი? იგი თავის სასარგებლოდ  იყენებს ჩვენს მიდრეკილებას, მივიღოთ გადაწყვეტილებები პირველივე ინფორმაციაზე დაყრდნობით. უფრო კონკრეტულად, როდესაც საქმე შოპინგს ეხება, ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს არა მათ რეალურ ფასზე დაყრდნობით, არამედ შედარებითი ღირებულების მიხედვით.

ანქორინგი არის მიზეზი, რატომაც იხდით 100$-ს ყურსასმენებში, როდესაც თქვენი ბიუჯეტი 50$-ია, მხოლოდ იმიტომ რომ მათი თავდაპირველი ფასი 200$-ს შეადგენდა.თქვენ ყიდულობთ მათ, რადგან ფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი შემოთავაზებაა, მიუხედავად იმისა რა იყო თქვენი პირველადი გასახარჯი ბიუჯეტი.

აი თრექინგი

ერთი რამ, რასაც ნეირომარკეტინგზე დაყრდნობილი ონლაინ ბიზნესები იყენებენ, არის „აი თრექინგი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იმ წერტილის დასადგენად, რომელსაც მომხმარებელი უყურებს, აგრეთვე მათი თვალების მოძრაობის თვალყურის სადევნებლად. ეს კეთდება სპეციალური თვალის სადევნებელი მოწყობილობების საშუალებით, რომლების აგროვებენ და იწერენ მონაცემებს.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოწინავე ნეირომარკეტინგული ხელსაწყოები, როგორიცაა FMRI და EEG შეიძლება არ იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სხვა მსგავსი საშუალებების დანერგვა, რათა საგრძნობლად გააუმჯობესოთ თქვენი გაყიდვები.