5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ მაღაზიის პლატფორმის არჩევისას

07/04/2019
5 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ მაღაზიის პლატფორმის არჩევისას

ბოლო ათწლეულის მანძილზე ელექტრონული კომერციის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მხოლოდ გასულ წელს  გაყიდვებმა 18%-ით მოიმატა. სამომავლოდ გაყიდვების ზრდა იგივე მაჩვენებლით არის მოსალოდნელი, ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ სავაჭრო ბიზნესის დაწყებას, აუცილებლად უნდა იფიქროთ ონლაინ მაღაზიის გახსნაზე. მცირეოდენი იღბალის და პლატფორმის სწორად არჩევის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ელექტრონული კომერციის დიდი ბუმის ნაწილი გახდეთ და წარმატებული ბიზნესი აწარმოოთ.

სწრაფად მზარდ ელექტრონული კომერციის ბიზნესში ფულის დაბანდება, შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად, უმჯობესია გამოიყენოთ მზა პლატფორმა,  რათა დაზოგოთ დრო და ფული. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესისთვის სწორ ონლაინ მაღაზიის პლატფორმას ირჩევთ, განსახილველად წარმოგიდგენთ შემდეგ მოსაზრებებს.

შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ფუნქციონალს

ონლაინ მაღაზიის პლათფორმის არჩევისას, აუცილებელია ფუნქციონალის მარტივი მართვა იყოს შესაძლებელი. მაგალითად, ადმინისტრატორის პანელს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენ მასთან  ყოველ დღე გექნებათ შეხება. თქვენ უნდა გქონდეთ საიმედო და მძლავრი ხელსაწყოები მარაგების(იმპორტ/ექსპორტი), რეპორტების და შეკვეთების დასამუშავებლად, ასევე ფასდაკლებების, ჯვარედინი გაყიდვების, გადახდის მეთოდების, პროდუქტის მიწოდების პირობების, ბანერების მართვის და სხვა ფუნქციონალის სამართავად.

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ბიზნეს გარემოში არის მობილურ მოწყობილობებთან თავსებადობა. დიზაინი, რომელსაც გთავაზობთ თქვენი ონლაინ მაღზია, უნდა იყოს მობილურზე მორგებული, განსაკუთრებით კალათის და შეკვეთის განთავსების(check out) გვერდები. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მოხვდებიან მომხმარებლები თქვენს ონლაინ მაღაზიაში, თქვენი მიზანია უზრუნველყოთ მათთვის კომფორტული და მოსახერხებელი შესყიდვის პროცესი.

თქვენი პლატფორმისთვის სანდო ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევა

თქვენი პლატფორმისთვის საიმედო ჰოსტის შერჩევა, შეიძლება იყოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი შესაფერისი ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შერჩევისას. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ  ჰოსტს შეეძლება თქვენი კლიენტების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა, რადგან უმაღლესი დონის უსაფრთხოების დაცვის გარეშე, ვერ შეიძენთ ბევრ მომხმარებელს.

ონლაინ მაღაზიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პლათფორმის შემქმნელების მიერ დაწესებული ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით სერვერის კონფიგურაცია ან მათგან ავტორიზირებული ჰოსტინგ პროვაიდერების მომსახურებით სარგებლობა.

კარგი პროვაიდერის ამორჩევის კიდევ ერთი მნიშვნელოვნი ასპექტია ონლაინ მაღაზიის წარამდობა, სწრაფი ჩატვირთვის სიჩქარე და ადვილი ნავიგაცია. თუ თქვენი ონლაინ მაღაზიის გვერდები ნელა იტვირთება, დიდი ალბათობით ვიზიტორები დატოვებენ საიტს და თქვენს კონკურენტებთან გადაინაცვლებენ.

ფასები და გადახდის მეთოდები

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ხართ Start-up, საშუალო თუ მსხვილი კომპანია უნდა გადაწყვიტოთ უფასო ონლაინ მაღაზიის პლათფორმაზე შეაჩერებთ არჩევანს, თუ ფასიანი ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე, ქირას გადაიხდით, თუ თქვენ მფლობელობაში იქნება, შეზღუდულია კოდი, თუ ღია და შეგიძლიათ ნებისმიერი ცვლილების დამატება.

თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომელ გადახდის არხებს გამოიყენებენ თქვენი კლიენტები. არის ზოგიერთი ონლაინ მაღზიის პლატფორმები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ გარე გადახდის არხების მეშვეობით გადახდის შესაძლებლობას. ამან შეიძლება დიდი პრობლემა შეგიქმნათ თქვენ და დაგაკარგინოთ კლიენტები. სანამ დაიწყებთ ონლაინ მაღაზიის შექმნას თქვენი ბიზნესისთვის, გადაწყვიტეთ, რომელ გადახდის არხებს გამოიყენებთ და ამის გათვალისწინებით შეარჩიეთ პლატფორმა.

SEO ოპტიმიზაცია

ელექტრონული პლატფორმის შემთხვევაშიც აუცილებელია SEO ოპტიმიზაცია, საიტის ტრაფიკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ვიზიტორების ჩართულობისთვის. ძალიან მომგებიანია, როდესაც თქვენი ონლაინ მაღაზია ადვილად იძებნება საძიებო სისტემაში.

მაგალითისთვის ავიღოთ CS-CART-ი, იგი საშუალებას გაძლევთ შექნათ სრულყოფილი ბლოგი, თქვენი ონლაინ მაღაზიის შიგნით. თქვენს პროდუქტებთან დაკავშირებული პოსტების შექმნით, თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ ძიების შედეგების და რეიტინგის გაუმჯობესება.

როდესაც განიხილავთ ონლაინ მაღაზიის პლატფორმას, დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ:

  •  ბლოგის დამატება თქვენს გვერდზე;
  •  SEO მოდულის მართვა
  •  კომენტარების და შეფასების დამატება.

ინტეგრაციები და დანამატები

უნაკლო ელექტრონული კომერციის პლატფორმის შერჩევისას,  უნდა  იცოდეთ ინტეგრაციებისა და პლაგინების გამოყენების შეძლებლობის შესახებ. თქვენი ბიზნესის საჭიროებები განსაზღვრავს, რომელი ინრეგრაციები და პლაგინებია საჭირო თქვენს პლატფორმაზე.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტეგრაციები და დანამატები ,რომლებიც გამოიყენება ელექტრონულ პლატფორმებზე, არის ისინი, რომლებიც გეხმარებიან საწყობში მარაგების მართვაში, საბუღალტრო პროცესების მართვაში, მიწოდების პირობების მართვაში, რომლებიც აჯილდოვებენ მომხმარებლებს შენაძენის შემთხვევაში, E-mail მარკეტინგის წარმოებაში, რომლებიც გეხმარებათ სიახლეების გავრცელებაში და მოდულები, რომლებიც გეხმარებათ გვერდის სისწრაფის გაუმჯობესებაში.

მიუხედავად იმისა, რომელ ინტეგრაციებს და დანამატებს გამოიყენებთ თქვენს ელექტრონულ ბიზნესში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი პლატფორმა, რომელსაც აირჩევთ თავსებადი უნდა იყოს ამ სახის პლაგინებთან, ისე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ მათი ფუნქციები.

მეტი საინტერესო სტატიებისთვის გადადით ჩვენს ბლოგზე.