ონლაინ შოპინგის უახლესი ტენდენციები

06/06/2019

თუ მოვაჭრეებს სურთ საკუთარი ბიზნესის გადარჩენა და აყვავება გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია, რომ გადადგან სწორი ნაბიჯები, რათა არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტენდენციებს. ელექტრონული კომერცია სწრაფად განვითარებადი სფეროა, იგი ყოველ წამს იცვლება და ვისაც ამ სფეროში საუკეთესო რეზულტატების მიღწევა სურს, უნდა გაითავისოს ეს ფაქტი.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ და სმარტფონების ხელმისაწვდომობამ შეცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება პროდუქტის არჩევასა და ონლაინ შოპინგის მიმართ. წარმატების შესანარჩუნებლად ბევრი კომპანია ცდილობს ერთი ნაბიჯით უსწრებდეს კონკურენტებს და არ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ ტრენდებს. კომპანიებს, რომლებსაც არ ეშინიათ ცვლილებების, აუცილებლად ექნებათ კარი ღია განვითარებისა და ფინანსური ზრდისთვის.

ელექტრონული კომერციის 6 ტენდენცია

ელექტრონული კომერციის მიმდინარე და წარსული ტენდენციების თვალის მიდევნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ უპირატესობა კონკურენტებზე. ბევრი ბრენდი ქმნის სოციალური მედიის ანგარიშებს, რათა დაამყაროს ახლო ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან, მოიპოვოს მათი ნდობა და აღიარება. ფასიანი ციფრული რეკლამების გარდა, კომპანიები მიმართავენ კონტენს მარკეტინგს, რათა პოტენციურ კლიენტებს ინტერესი გაუღვივონ შეთავაზებული პროდუქტის მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გამოაცხადონ ფასდაკლებები, კომპანიები ფასეულ და ინტენსიურ კონტენტს ქმნიან. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ შოპინგისას მომხმარებელს არა აქვს საშუალება შეეხოს და შეიგრძნოს ნივთი, აუცილებელია გამყიდველი კარგი რეპუტაციით სარგებლობდეს. ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია პროდუქტების ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარება, რეკომენდაციების გამოქვეყნება.

 

 ხმოვანი შესყიდვები

ონლაინ მაღაზიების შექმნა

პროდუქციისა და სერვისების კომპიუტერით ყიდვის შესაძლებლობამ, კომფორტის ახალ საფეხურზე აგვიყვანა. სასურველი ნივთის შესაძენად აღარ არის საჭირო მანქანით საცობებში დგომა მაღაზიამდე მისასვლლად, ამისათვის საჭიროა მაუსის რამდენიმე დაწკაპუნება.შემდგომი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც ხალხმა სასურველი ნივთების შეძენა შეძლო საკუთარი სმარტფონებითა და სხვა პორტატული მოწყობილობებით.

სავარაუდოდ, ხმოვანი შოპინგი მომავალი ტენდენციაა, რომელიც ბაზარს დაიპყრობს. მომხმარებელს შეუძლია შეინახოს თავისი ბილინგის ინფორმაცია და მისამართები ციფრულ ასისტენტში. როდესაც ის მზად იქნება ნივთის შესაძენად, ბრძანებას მისცემს მოწყობილობას, რათა განათავსოს შეკვეთა. ციფრული ასისტენტი მოისმენს ბრძანებას და განათავსებს შეკვეთას მომხმარებლის დადასტურების შემდეგ.

 

 რეალობასთან ადაპტაცია

ონლაინ მაღაზიების დამზადება

სავარაუდოდ, გაფართოებული რეალობა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტი. ეს არის ფიზიკური სამყაროს აღქმა ციფრული მოწყობილობების საშუალებით.

ავეჯის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ონლაინ შეძენისას, რთულია იმის განსაზღვრა, მოერგება თუ არა ეს ნივთი კონკრეტულ გარემოს. გაფართოებული რეალობის საშუალებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ვირტუალურად განათავსოს ეს ნივთი რეალურ გარემოში.

 

ვირტუალური რეალობა

ონლაინ მაღაზიების დამზადება

ადამიანები ვირტუალურ რეალობაზე 1980 წლიდან ოცნებობენ და ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, დღეს რეალობად იქცა.თქვენ შეგიძლიათ თავზე დაიმაგროთ ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი და შეაბიჯოთ საოცარი დეტალიზაციის მქონე ვირტუალურ სამყაროში და ამ ტექნოლოგიის გამოყენება ონლაინ შოპინგისთვის არის შესაძლებელი.

ვირტუალური რეალობის მოწყობილობის მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შევიდეს ვირტუალურ მაღაზიაში და მოიძიოს გასაყიდი ნივთები. თუკი  ვირტუალური რეალობის მოწყობილობა აღჭურვილია ხელის სენსორებით ან კონტროლერებით, მომხმარებელს პროდუქტის შეძენამდე შეუძლია ვირტუალური ნივთების შერჩევა და დათვალიერება. ადამიანებს შეუძლიათ შერჩეული ნივთების ვირტუალურ კალათაში მოთავსება და ყიდვის პროცესის დასრულებისთვის საჭირო ინფორმაციის შევსება.

 

3D კონფიგურაცია

ონლაინ მაღაზიების შექმნამომხმარებლებს, რომელთაც სურთ გარკვეული პროდუქციის შეკვეთით დამზადება, მაგ. თაროების, კარადების, კარებების და ა.შ. უნდა დაუკავშირდნენ ან ეწვიონ ადგილობრივ სპეციალიზებულ მაღაზიებს, რათა მიიღონ ინფორმაცია და რჩევები შესაძლო ვარიანტებზე. დღესაც და მიმავალშიც 3D კონფიგურაცია დააჩქარებს ამ პროცესს. ყველა შესაძლო ფუნქცია თავმოყრილია ონლაინ კატალოგში და ნებისმიერს შეუძლია შექმნას მისი გემოვნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი იდეალური პროდუქტი.

 

3D პერსონალიზაცია

ონლაინ მაღაზიების შექმნა

დღევანდელი მომხმარებლები, სულ უფრო მეტად ითხოვენ პერსონალიზირებულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება მათ მოთხოვნებს. 3D პერსონალიზაციის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს პროდუქტის ფორმა და მეტი ინდივიდუალურობა შესძინოს მას.

3D პერსონალიზაცია გამოიყენება მანქანებზე, სათამაშოებზე, ხელსაწყოებზე და სხვა. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღოს პროდუქტი, რომელიც შეესაბამება მათ ზუსტ მოთხოვნებსა და სიტუაციას.კლიენტები, რომლებმაც პირველად გამოსცადეს 3D პერსონალიზაცია, აღფრთოვანებულები არიან იმ შესაძლებლობებით, რომელთა მიღწევა შეიძლება ამ ციფრული მოწყობილობის მიერ.

 

3D პლასტიკა

ონლაინ მაღაზიების შექმნა

ელექტრონული კომერციის ტრენდენდებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს 3D პლასტიკა. როდესაც მყიდველი  განათავსებს პერსონალურ შეკვეთას, გამყიდველს შეუძლია გამოიყენოს 3D პლასტიკა, რათა შექმნას ინდივიდუალური პროდუქტი, დამკვეთის საჭიროებისამებრ. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მწარმოებლებს დაკვეთით შექმნან  უნიკალური პროდუქცია.

დასკვნა

ონლაინ ვაჭრობის მომავალი პერსპექტივები ულევია და ახლო მომავალში ამ სფეროში კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი.გარდა იმისა, რომ ეს ტენდენციები ცხოვრებას გაუადვილებს მოხმარებელს, ამავე დროს დაზოგავს კომპანიების დროს, ფულსა და  ენერგიას.