5 ხრიკი მომგებიანი პროდუქტის აღწერის შესაქმნელად

07/22/2019

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ონლაინ ბაზარი არის ძალა, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ. რადგან გაყიდვები ტრადიციული მეთოდებით შემცირდა, ონლაინ გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 15 წლის განმავლობაში. ანალოგიურად, რეკლამის ტრადიციულმა მეთოდებმა ადგილი დაუთმეს, უფრო ინფორმაციულ და ყოვლისმომცველ მეთოდებს.

კლიენტებს აქვთ უამრავი გზა, რათა მიიღონ ინგორმაცია საკუთარი შესყიდვების შესახებ. მათ დიდი ძალაუფლება აქვთ ხელთ და შეუძლიათ ერთი ხელის დაჭერით სამუდამოდ დატოვონ თქვენი ონლაინ მაღაზია. ამგვარად, ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენი პროდუქტი საუკეთესოდ იყოს წარდგენილი ონლაინ.

წარმოგიდგენთ ხუთ ძირითად სფეროს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტის აღწერის შექმნისას.

გაითვალისწინეთ SEO

პირველი რამ, რაზეც უნდა დაფიქრდეთ პროდუქტის აღწერის შექმნისას არის, როგორ უნდა იძებნებოდეს იგი. კარგად დაწერილი, ოპტიმიზირებული პროდუქტის აღწერა ეკვივალენტურია იმისა, თუ როგორ წარმოაცენდით თქვენს პროდუქტს ფიზიკურ მაღაზიაში. SEO არის თქვენი განსაზღვრება, რომელიც მსოფლიოს ამცნობს თქვენი პროდუქტის შესახებ.

სანამ დაიწყებდეთ აღწერილობის შექმნას, გარკვეული დრო დაუთმეთ იმის გამოკვლევას, როგორ მოიძებნება იგი საძიებო სისტემაში. გაითვალისწინეთ თქვენი კონკურენტები, განსაკუთრებით ისინი, ვინც წარმატებას მიაღწია და გააანალიზირეთ, რომელ საკვანძო სიტყვებს გამოიყენებენ ისინი. ონლაინ არსებობს უამრავი რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სიტყვების პოვნაში.

აჩვენეთ უპირატესობები

მრავალსიტყვიანი, სპეციფიკაციებით გადატვირთული პროდუქტის აღწერა მოსაბეზრებელია. არ არის საჭირო ზედმეტი დეტალურობა, რადგან ამან შეიძლება პროდუქტის აღწერა ლექციას დაამსგავსოს და არ გამოიწვიოს არანაირი ჩართულობა მომხმარებლების მხრიდან. თქვენი აღწერები უნდა იყოს გამჭრიახი და დამაჯერებელი და ამის მიღწევის საუკეთესო გზაა, ფოკუსირება პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენებაზე .

გაიცანით თქვენი მომხმარებელი

დაგეგმვის ეტაპზე თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. ყველა მომხმარებელს სურს პროდუქტი, რომელიც იდეალურადაა მორგებული მათ საჭიროებებსა და სურვილებზე.

სასაცილო იქნებოდა საბავშვო სათამაშოს რეკლამირება მკაცრი და პროფესიონალური ტონით. ანალოგიურად, უადგილო იქნებოდა საოფისე ტექნიკის რეკლამირება ჟარგონის გამოყენებით. ხანდახან სასარგებლოა ქაღალდზე შექმნათ თქვენი იდეალური მომხმარებელი და დაფიქრდეთ, როგორ მიყიდიდით მათ საქონელს რეალურ ცხოვრებაში. თქვენი პროდუქტის აღწერა არის დიალოგი და თქვენი მომხმარებლები ენდობიან ენას, რომელიც მიმზიდველია მათთვის.

აჩვენეთ ცოდნა

თუმცა თქვენი პროდუქტის აღწერის შექნისას მნიშვნელოვანია იდეალური ტექსტის შედგენა, ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ კარგად ერკვევით მოცემულ საგანში. ხშირად, გაყიდვების ეფექტურობა დამოკიდებულია გამყიდველის ცოდნაზე. არასდროსაა ზედმეტი, თქვენი პროდუქტის ღრმა ანალიზის ჩატარება.

ბევრი მომხმარებელი, განსაკუთრებით სპეციალიზირებული პროდუქტების, ეცდება საქმის დაჭერას  ავტორიტეტულ გამყიდველთან.

თუ თქვენ შედგენილი გექნებათ ყოვლისმომცველი სპეციფიკაციების სია, ეს დაარწმუნებს მომხმარებელს, რომ თქვენ კარგად ერკვევით საგანში.

მოუყევით ამბავი

ამბის გადმოცემა ბოლო წლებში მარკეტოლოგების საყვარელ იარაღად იქცა, რადგან ადამიანებს უყვართ ისტორიები.

კარგად გადმოცემული ისტორია ართობს მომხმარებელს და აღუძრავს მას ამ ამბის გაგების ინსტინქტურ სურვილს. ამბის დასასრული კი გაყიდული საქონელია.

თუ გსურთ თქვენი პროდუქტის აღწერილობების ოპტიმიზაცია და გააფართოვოთ თქვენი გავლენა, როგორც გამყიდველმა, იფიქრეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის გადატანა CS-CART-ის პლატფორმაზე, რადგან მას აქვს მრავალფუნქციური CMS და მძლავრი SEO.