პროდუქტის ვარიაციები: მსგავსი პროდუქციის მართვა CS-CART-ში და Multi Vendor-ში

06/21/2019

CS-Cart და Multi-Vendor 4.10.1-ში, დაინერგა პროდუქციის ვარიაციების ფუნქციის ბოლო ვერსია.

პროდუქტის ვარიაციები ამარტივებს მსგავსი პროდუქტების მართვას და უფრო ეფექტურს ხდის მომხმარებლებისთვის პროდუქციის დემონსტრირებას. ვარიაციები აგრეთვე ეხმარება მომხმარებელს იპოვოს სასურველი პროდუქტი, განსხვავებული მახასიათებლების მქონე ანალოგიურ პროდუქტებში.

როგორ ფუნქციონირებს პროდუქტის ვარიაციები

ნებისმიერი პროდუქტს, რომელსაც გააჩნია თუნდაც ერთი მახასიათებელი, შესაძლებელია ჰქონდეს ვარიაციები. მაგალითად ავიღოთ სმარტფონი.

ვთქვათ, თქვენ ყიდით გარკვეულ სმარტფონის მოდელს. ეს მოდელი წარმოდგენილია სამ ფერში - შავი, ლურჯი და თეთრი, მოცულობით 32  და 64 გბ. ამ შემთხვევაში ფერი და მეხსიერების მოცულობა, პროდუქტის მახასიათებლებია. ვარიაციები გენერირდება ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე.

პროდუქტის ვარიაციების გენერირებამდე, შექმენით სასურველი მახასიათებლები პროდუქტის განყოფილებაში Products → Features. თითოეული მახასიათებლისთვის, აირჩიეთ ერთ-ერთი დანიშნულება:

ცალკეული პროდუქტის ვარიაციები: ამ მახასიათებლის მქონე პროდუქტის ვარიაციები კატალოგში დაიკავებენ ცალკე მდგომ პოზიციას და ექნება უნიკალური SEO სახელწოდება. მაგალითად, ეს ფუნქცია იდეალურია ფერის მახასიათებლისთვის - მაღაზიის ძიების შედეგად მომხმარებელი ნახავს სმარტფონის ყველა ფერს.

ერთი პროდუქტის ვარიაციები: ამ მახასიათებლის მქონე პროდუქტის ვარიაციებს არ ექნებათ ცალკე პოზიცია კატალოგში - ისინი დაჯგუფებული იქნებიან ერთი პროდუქტის კატეგორიის ქვეშ.აირჩიეთ ეს ფუნქცია, რათა არ შეიტანოთ კატალოგში ერთმანეთის მსგავსი პროდუქცია. მაგალითად გამოიყენეთ ეს ფუნქცია ზომისა და მეხსიერების მოცულობის მახასიათებლებისთვის. მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს სასურველი პროდუქტის ვარიაცია  მთავარი(ძირეული) პროდუქტის გვერდზე.

პროდუქტის ვარიაციების კონფიგურაცია:

ადმინს ვარიაციების კონფიგურირება,  ჩვეულებრივი პროდუქტის მსგავსად შეუძლია.

ინდივიდუალური ფასის და კატეგორიის მითითება;

თითოეული ვარიაციისთვის რამოდენიმე სურათის ატვირთვა;

ინდივიდუალური ტრანსპორტირების ფუნქციის მითითება;

საბითუმო ფასდაკლების დადგენა;

პროდუქტის ვარიაციების შექმნა და ატვირთვა;

მომხმარებლებს საშუალება აქვს;

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გამოწერის გზით  მიიღოს ინფორმაცია სასაწყობე მარაგებზე და მათ ცვლილებებზე;

ფილტრების ჩართვა ვარიაციების მიხედვით;

პროდუქტის გვერდზე ყველა შესაძლო ვარიაციის ჩვენება.