რატომ უნდა შევქმნათ ონლაინ მაღაზია

06/06/2019
რატომ უნდა შევქმნათ  ონლაინ მაღაზია

რამდენიმე ათწლეულის წინ, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ონლაინ მაღაზიას, თუმცა დღეს, ონლაინ ბაზარი და ციფრული მარკეტინგი ჩვენი ცხოვრების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

პირველი რა გაფიქრდებათ ონლაინ მაღაზიის გაგონებაზე? სავარაუდოდ, Amazon, რომელიც მომხმარებელს ფართო არჩევანით უზრუნველყოფს. იმის  მიუხედავად, რომ ციფრული მარკეტინგის სფერო საწყის ეტაპზე დაკავებული იყო Best Buy, Amazon, Walmart და Ebay-ს მიერ, ჩვენ შევესწარით ბევრი ახალბედა კომპანიის ზრდასა და განვითარებას.

სწორედ ამ სწრაფმა ზრდამ განაპირობა ისეთი ბიზნეს მოდელების რეალიზება, რომლებიც არც კი განიხილებოდნენ. მაგალითად, Upwork და Fiverri, ისინი იგივე მარკეტინგის კონცეფციაზე მუშაობენ ( ყიდვა-გაყიდვა), მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი აკავშირებენ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სამუშაოს შესრულება და რომლებიც მზად არიან შეასრულონ ესა თუ ის სამუშაო. დავალების დიაპაზონი ლოგოს დიზაინისგან, მონაცემთა ანალიზამდე იჭიმება, შესაძლებლობები ულევია.

უნივერსალური პრობლემის გადაწყვეტა

მაშასადამე, რა არის მათი წარმატების საიდუმლო? იმის მიუხედავად, რომ პროგრამული საშუალებები გეხმარებათ დატვირთოთ თქვენი ონლაინ გვერდი სხვადასხვა ტექნოლოგიური ფუნქციებითა და სერვისებით, ის თქვენ რესურსებს ერთი მიზნისკენ მიმართავს, რამაც შეიძლება ან დაგანგრიოთ ან აგაშენოთ. როდესაც კომპანია ცდილობს ონლაინ გვერდი ყველანაირი სერვისით უზრუნველყოს და ყველა ნაკლი გაასწოროს, იგი ადრე თუ გვიან ამტკიცებს თავის არაპროფესეონალიზმს და კრახს განიცდის.

ისმის კითხვა: რა შეიძლება მსგავსმა კომპანიამ გააკეთოს წარმატების მისაღწევად? ეს საკმაოდ მარტივია - იპოვეთ უნივერსალური პრობლემის აღმოფხვრის გზა. ონლაინ მარკეტი, თავის მხრივ, გვიზოგავს დროს და თავიდან გვარიდებს მაღაზიიდან მაღაზიამდე დამღლელ ხეტიალს. როდესაც დიდი დრო, ფული და ძალისხმევა იდება ამ უნივერსალური პრობლემის გადასაჭრელად, ფინანსური ზრდის პოტენციალი უსასრულოა.

მაგალითად Upwork, ის გამორჩეულია ადამიანების პრობლემების გადაჭრით მთელს მსოფლიოში. მანძილი აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხადასხვა სამუშაოს ხარისხითა და განსაზღვრული ანაზღაურებით, დედამიწის ყველა კუთხეში. მსგავსად Etsy-ც, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის ანტიკური ნივთების ფართო არჩევანს გვთავაზობს. მაშინ როდესაც, ჩვენთვის სასურველი ნივთის მოძებნას რამდენიმე ათეული მაღაზიის შემოვლა სჭირდება, ონლაინ მარკეტი მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას გვაძლევს.

 მომხმარებელთა ინტერესის შენარჩუნება

იმისათვის, რომ ონლაინ მარკეტმა მომხმარებელთა ულევი რაოდენობა მიიზიდოს, საჭიროა უნივერსალური პრობლემის ეფექტური და ეტაპობრი აღმოფხვრა. მოახდინე პირველხარისხოვანი ონლაინ გვერდის შთაბეჭდილება - უზრუნველყავი იგი სარეიტინგო სისტემით, ფასწარმოების სისტემით და მომხმარებელთა სერვისით, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაუგებარ საკითხს გადაეყრებიან.

საბოლოოდ, ნებისმიერ ონლაინ მაღაზიას სჭირდება სანდო პროვაიდერი, რომელიც რეგულარულად მოამარაგებს მაღალხარისხიანი პროდუქტი.

მზადყოფნა ფინანსური ზრდისთვის

როდესღაც, იმისთვის, რომ გვესარგებლა გარკვეული სერვისით, ჩვენ გვჭირდებოდა “Yellow Page”-ის გამოყენება და ოპერატორთან დაკავშირება, დღევანდელი ტექნოლოგიები კი იგივე სერვისებთან რამდენიმე წამში გვაკავშირებენ.

ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ თანდათანობით დაამატონ ფუნქციები, რითიც განავითარებენ სერვისებს და შესაბამისად ექნებათ რეგულარული მომხმარებლის მოზიდვის პოტენციალი.

მაგალითად, ბევრი ონლაინ გვერდი იწყებს საბაზო კატეგორიებით, როგორიცაა ტექსტის ატვირთვა, რომლებიც შემდგომ უფრო ვითარდება და იხვეწება. მუდმივი გაფართოვებითა და განვითარებით, თქვენი მომხმარებელი თქვენით დაინტერესებული რჩება.

იმის მიუხედავად, რომ ციფრული მარკეტინგი ყოველდღე იხვეწება და იზრდება, გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია. შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერნეტს გარეთ ხდება, მაშასადამე, ეს შესაძლებლობაა შექმნათ ინოვაციური ონლაინ მაღაზია. მეწარმე, რომელიც ორიგინალურია და პრობლემების გადაჭრის ექსტრაორდინალური გზები აქვს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას ელექტრონულ მარკეტინგში და შექმნის ონლაინ მარკეტს, რომელიც სამყაროს შეცვლის.