იდეალური ნიშის პოვნა ელექტრონულ კომერციაში

07/11/2019
ონლაინ მაღაზია,იდეალური ნიშის პოვნა

ონლაინ მაღაზიის წარმატებულად მართვის საიდუმლოა რბილი დაშვება. სტარტისთვის, კი უნდა განვსაზღვროთ, რომელ ნიშს დაიკავებთ. ამის დადგენა კი, დიდი რაოდენობით კვლევებს საჭიროებს, რაც რთულად გადასალახი ბარიერი ხდება ბევრი ადამიანისთვის.

თქვენი საბოლოო არჩევანი უნდა იყოს მომგებიანი და მოითხოდვეს მინიმალურ რესურსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ პოზიციაში, სადაც ვერ შეძლებთ კლიენტების მოზიდვას, დიდი კონკურენციის ან უინტერესო კონტენტის გამო.

გაეცანით რამდენიმე ხრიკს:

 

ჩაატარეთ კვლევები

თქვენი ელექტრონული პლატფორმის შექმნის პირველი და სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ადამიანების მოძიება, რომლების დაინტერესებულები არიან მასში. დევიზმა „ააშენე და ისინი თვითონ მოვლენ“, შეიძლება იმუშაოს ჰოლივუდში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს ყველაზე ცუდი რჩევაა, რაც შეიძლება სტარტაპს მისცე.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ მათი იდეა უნიკალურია, ანეგდოტურ ისტორიებზე დაყრდნობით და ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სათანადო ხედვის გარეშე შეუძლებელია პროდუქტის წარმატებულად მართვა. ყველა ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს საკმარისი შორსმჭვრეტელობა, რათა არ შექმნას პროდუქტი სამიზნე აუდიტორიის შესწავლის გარეშე.

ჩაატარეთ ამომწურავი კვლევა და მოამზადეთ დეტალური ბიზნეს გეგმა. მაღალი ხარისხის ბიზნეს ანგარიშისა და კვლევითი ნაშრომებისთვის დაიქირავეთ ესსეს წერის საუკეთესო სპეციალისტები.

თქვენ უნდა ჩაატაროთ კვლევები ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა, საკვანძო სიტყვების მგეგმავი, რათა გააანალიზოთ ძიების მოცულობა, Google trends და ინდივიდუალური პირადი ჩართულობა. გაცილებით ადვილია დაინტერესებული აუდიტორიის მოზიდვა.

გააანალიზეთ კონკურენცია

როდესაც გადაწყვეტთ, რომ ბაზარზე საკმარისი კლიენტია გასარისკად, პროცესის შემდეგი ნაბიჯი იქნება კონკურენციის ანალიზის განხორციელება.

დასაწყისისთვის კარგი იქნება SEO კვლევის ჩატარება. თუ გსურთ, თქვენი ონლაინ ბიზნესი წარმატებული იყოს, სასურველია თქვენი პროდუქტი Google-ის ძიების პირველ გვერდზე მაინც იძებნებოდეს. ეს შეუძლებელი იქნება, თუ სხვა უფრო მსხვილი და აღიარებული კომპანიები დომინირებენ ამ საკითხში.

თქვენ არ გინდათ შეხვიდეთ ისეთ ბაზარზე, სადაც დიდი კონკურენციაა, რადგან ეს თქვენი ადგილის დასამკვიდრებლად უსამართლო ბრძოლა იქნება. მეორეს მხრივ როდესაც ნიში არის ძალიან დაბალ კონკურენტული, ეს შეიძლება იყოს შედარებით მცირე ბაზრის  ან არარენტაბელურობის გამო.

გარდა ამისა, კონკურენცია ყოველთვის ცუდი არ არის. ის ხშირად შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბიზნესის წარმატების ინდიკატორი.

 

შესთავაზეთ უნიკალური პროდუქტი ან სერვისი

იქამდე, სანამ სრულად გამოაქვეყნებთ თქვენ პროდუქტს და განათავსებთ ონლაინ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციისთვის, რადგან სავარაუდოდ  ვიღაცას უკვე დაკავებული აქვს იგივე ნიში.

ასეთ ბაზარზე თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა იმის განსაზღვრა, რითი განსხვავდება თქვენი პროდუქტი დანარჩენებისგან. ბიზნეს პროფესიონალები ამას უწოდებენ „უნიკალურ სავაჭრო  შეთავაზებას.“

„უნიკალურ სავაჭრო შეთავაზება“ საჭიროებს ბევრ კვლევებს და კიდევ უფრო მეტ კრეატიულობას. კვლევის საბოლოო მიზანია, გაარკვიოთ თქვენი კონკურენტების უსშ და როგორ იყენებენ ისინი მას, პროდუქტის ცნობადობის ასამაღლებლად.

იმის დასადგენად, რაზე ამახვილებენ ისინი, ყველაზე მეტ ყურადღებას, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ მათი რეკლამებისა და მარკეტინგული კამპანიების გადაქექვა.

დაადგინეთ ზღვარი

მოგების მარჟა განსაზღვრავს, როგორ შეეფარდება ერთმანეთს, თქვენი მოგება და თქვენს მიერ განხორციელებული გაყიდვები. ჩვენს შემთხვევაში,  ყველაზე მნიშვნელოვანი საზომია სუფთა მოგება, რადგან ეს არის ბიზნესის წარმატების კარგი ინდიკატორი. 

გამოავლინეთ თქვენი მარჟა,  კონკურენტების ფასებზე,  ინდუსტრიის კრიტერიუმებზე   და საკუთარი გამოცდილების ფაქტორებზე დაკვირვებით. მაგალითად, ზოგიერთ კომპანიას შეუძლია  მცირე მარჟის კომპენსირება დიდი  ბრუნვის ხანჯზე.

დასკვნა:

ინოვაციური თვალსაზრისოთ, ეფექტური კომერციული ნიშის არჩევა შესაძლოა დიდ ძალისხმევას მოითხოვდეს. ეს დიდი ბაქანია და მისი შემცირება ერთ ნიშამდე, რომელიც იზიდავს ინვესტორებს და თქვენს შრომას უკან დაგიბრუნებთ მეტად სარისკოა.

 მიიღეთ გადაწყვეტილება მომავლის სტატისტიკებზე დაყრდნობით. რიცხვებს იშვიათად შეჰყავხართ შეცდომაში და როდესაც მათ თქვენს ინოვაციურ იდეებს უთავსებთ თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.