საოჯახო და სამზარეულო პროდუქტის ონლაინ მაღაზია VIVIENDA.GE

06/13/2016

,,ვივიენდა“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამზარეულო და საოჯახო პროდუქტს საუკეთესო ფასად!

კომპანია 2018 წლის აგვისტოს თვეში დაარსდა, ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილია ორი ფილიალის სახით. მაღაზიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საოჯახო ჭურჭლის საცალო, საბითუმო და ონლაინ გაყიდვები.

კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქციის ფართო და მაღალხარისხიანი არჩევანი. მისი პრიორიტეტებია: ყველაზე დაბალი ფასი, გადახდის მოსახერხებელი პირობები, პროდუქციის ადგილზე მიტანა, საგარანტიო და შემდგომი მომსახურება დ ა.შ.

ონლაინ მაღაზიის საშუალებით მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად იძენს სასურველ პროდუქტს საიტზე vivienda.ge

ვივიენდამ საკუთარი ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია და გამართვა კომპანია ,,ჯეოფეის“ მიანდო.

პროექტის ფარგლებში დაინერგა:

ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;

ვერსიულობის განახლება;

ვებ-ჰოსტინგი;

კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.