როგორ შევქმნათ წარმატებული ონლაინ მაღაზია

06/11/2019

ონლაინ მაღაზია გაცილებით იაფი შესანახი და სამართავია, ვიდრე ფიზიკური, მაგრამ როგორ უნდა უზრუნველვყოთ მისი წარმატება. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას ონლაინ  ანტერპრენერისთვის.

მობილურმა მოწყობილობებმა და პლანშეტებმა მნიშნელოვნად შეცვალეს სავაჭრო პროცესი და შესყიდვის გზები. დღევანდელ დღეს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთის შეძენა სავარძლიდან აუდგომლად. აქედან გამომდინარე, მუდმივად ჩნდება ახალი ონლაინ მაღაზიები, მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტის მოსამარაგებლად.

ონლაინ მაღაზიის შექმნა შეიძლება ერთი შეხედვით ადვილი ჩანდეს, დომეინი, კარგი ჰოსტინგი, კონტენტის მართვის სისტემა და თემა.

სინამდვილეში, საკმაოდ რთულია კარგი ონლაინ მაღაზიის შექმნა და კიდევ უფრო ძნელია გახადო იგი წარმატებული და მოსახერხებელი. ქვემოთ მოყვანილი სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ გადალახოთ სირთულეები და გახდეთ წარმატებული ონლაინ მარაზიის მფლობელი.

მთავარი გვერდი

მთავარი გვერდი კომპანიის სახეა. აქედან გამომდინარე, ის მარტივად წაკითხვადი და გასაგები უნდა იყოს. თქვენი მომხმარებლები აფასებენ ძვირფას დროს, ამიტომაც ისინი არ მოუნდებიან იმის გარკვევას, თუ რას ყიდით თქვენ ან რა სერვისს სთავაზობთ. ეცადეთ, გადასცეთ მომხმარებელს ინფორმაცია მოკლედ და კონკრეტულად. ნუ დაწერთ, როდის იყო თქვენი კომპანია დაარსებული და რამდენი თანამშრომელი გყავთ შტატში, შეინახეთ ეს ინფორმაცია გვერდისთვის „ჩვენს შესახებ“. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები, მაგრამ აქ საუბარია ზოგად შემთხვევაზე.

ონლაინ მაღაზიის შექმნა

ეს საწყისი გვერდის სქინშოტია. მასზე ვერ შეხვდებით ვრცელ ტექსტსა და შეუსაბამო ინფორმაციას. თქვენ წამებში მიხვდებით, რას გთავაზობთ მაღაზია.

აგრეთვე, საიტის ნავიგაციის გასამარტივებლად,  საწყის გვერდზე სასურველია მოცემული იყოს პროდუქციის კატეგორიები. ასევე, ბანერები, სპეციალური შეთავაზებებითა და აქციებით.

საწყის გვერდზე სასურველია განათავსოთ კონტაქტები და ონლაინ ჩატი, რათა სწრაფად უპასუხოთ მომხმარებლის კითხვებს. ეს არის საუკეთესო საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში ყველაზე სწრაფ რეაგირებას სთავაზობს.ონლაინ ჩატს აქვს მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების უმაღლესი დონე (73%), ვიდრე ელ-ფოსტას (61%) და ტელეფონს (44%).

კატეგორიების გვერდი

იფიქრეთ თქვენს ონლაინ მაღაზიაზე, როგორც ფიზიკურზე, თქვენი კატეგორიების გვერდი, უნდა შეიცავდეს ქვე-განყოფილებებს. აჩვენეთ მომხმარებელს რა გიდევთ „თაროებზე“: განათავსეთ პროდუქციის ფოტოები, დაამატეთ კალათის ფუნქცია და სხვა სასარგებლო ინფორმაცია (მოკლე აღწერა, რეიტინგი და ა.შ.)

 

ზოგიერთი ონლაინ მაღზია იყენებს ფუნქციას სწრაფი ხედი (quick view), თუმცა იგი ამცირებს გვერდების ნახვის რაოდენობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს გახსნას თითოეული პროდუქტის გვერდი  ცალკე ფანჯარაში.

ონლაინ მაღაზიების შექმნა

დატესტეთ სხვადასხვა ვერსია, რათა მიხვდეთ რომელი მიდგომაა თქვენთვის ყველაზე მისაღები. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი პროდუქციის ასორტიმენტზე და მომხმარებელზე, რომელსაც ემსახურებით.

პროდუქტის გვერდი

თუ თქვენ ონლაინ მაღაზიის მფლობელი ხართ, პროდუქციის გვერდებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენი ბიზნესისთვის. სწორედ მათ უნდა აქციონ  საიტის სტუმრები თქვენს მომხმარებლებად. საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს იმ ინფორმაციის ხარისხი და რაოდენობა, რომელსაც თქვენ აწვდით მომხმარებელს პროდუქციის შესახებ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამისათვის საჭიროა 1000 სიტყვიანი აღწერა; თქვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და ლაკონურად გადასცეთ შესაბამისი ინფორმაცია, ასე რომ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული და ადვილად გასაგები.

ონლაინ მაღაზიების დამზადება & ონლაინ მაღაზიების შექმნა&საიტის შექმნა

ქვემოთ მოყვანილია პროდუქტის გვერდის აუცილებელი კომპონენტები:

ფოტოები

დარწმუნებული ვარ გინახავთ, როგორ არჩევენ ადამიანები პროდუქციას სუპერმარკეტებში. ისინი ყურადღებით შეისწავლიან პროდუქტს, მის ფერს, ფორმას, შეფუთვას, ასევე იზომავენ ტანსაცმელს, რათა შეისწავლონ ქსოვილის ფაქტურა და ა.შ. მაგრამ ისინი იგივეს ვერ გააკეთებენ თქვენს ონლაინ მაღაზიაში, ამიტომ თქვენ უნდა შეავსოთ ეს საინფორმაციო ნაპრალი.

გამოიყენეთ კარგი ხარისხის ფოტო მასალა დაზუმების ეფექტით, აგრეთვე ფერის შერჩევის ფუნქცია, ეს უკანასკნელი ეხება მხოლოდ პროდუქტებს, რომელთა კონფიგურირება არის შესაძლებელი.

პროდუქციის აღწერა

თქვენ შეგიძლიათ დაურთოთ პროდუქციის მოკლე აღწერა სწრაფი სკანირებისას და უფრო ვრცელი აღწერა ტექნიკურ დეტალებში. გარდა ამისა, დიდი ძალისხმევაა საჭირო პროდუქციის დახასიათების დასაწერად, რადგან იგი უნდა იყოს უნიკალური.

ონლაინ მაღაზიების შექმნა & ონლაინ მაღაზიების აწყობა

ფასები

თუ პროდუქტი ჩამოფასებულია, მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაცია; შეადარეთ ძველი ფასი ახალს.

ონლაინ მაღაზიების უმეტესობაში ნაჩვენებია ფასები და ეს გასაკვირი არაა, რადგან მყიდველს ურჩევნია იცოდეს რას უნდა მოელოდეს თქვენგან. მით უმეტეს, როდესაც საქმე ფულს ეხება, არავის უნდა სიმწრით ნაშოვნი შემოსავალი უსაფუძვლო რისკის ქვეშ დააყენოს.

რეკლამირება გაუკეთეთ ფასდაკლებულ პროდუქციას.

კალათაში დამატება

მოდით ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ თქვენი პირველი მიზანი, არა დიზაინი და ლამაზი ფოტოები, არამედ პროდუქტის გაყიდვაა. ასე რომ, თქვენ გინდათ პროდუქტი, რომელიც გამორჩეულია.

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ორი ფუნქცია: “შეადარე” და “დაამატე სასურველ ნივთებში”. 

ჯვარედინი გაყიდვები

იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა უკვე შეიძინა პროდუქტი თქვენს ონლაინ მაღაზიაში, თქვენი მიზანია შესთავაზოთ მას სხვა პროდუქცია, რომელიც შეესაბამება მის გემოვნებას. თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ მსგავსი პროდუქტები მომხმარებელს და ამ ტექნიკით გაზარდოთ  საშუალო გაყიდვების მაჩვენებელი თქვენს ონლაინ მაღაზიაში.

სპეციალური შეთავაზებები & პრომო აქციები

 ონლაინ მაღაზიების დამზადება & ონლაინ მაღაზიების შექმნა&საიტის შექმნა.jpg

წარმოიდგინეთ, ვითომ უკვე გაქვთ იდეალური საწყისი გვერდი, კატეგორიებითა და ფასებით. ამ ეტაპზე საჭიროა მოიზიდოთ ახალი მომხმარებელი და ხელიდან არ გაუშვათ არსებული კლიენტები. შეიმუშავეთ მარკეტინგული გეგმა და ჩაატარეთ პრომო აქციები.

საპრეზენტაციო გვერდი (Landing Page)

თუ თქვენს ონლაინ მაღაზიაში გინდათ წარადგინოთ ახალი კოლექცია ან ახალი კატეგორია, ამაში დაგეხმარებათ საპრეზენტაციო გვერდი.

საპრეზენტაციო გვერდის დიზაინი და გზავნილი მთლიანად არის დამოკიდებულია თქვენს ბიზნესზე და მიზნებზე, რომლის მიღწევაც გსურთ. 

ფასდაკლების კოდი

თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მომხმარებელს ფასდაკლებები სხვადასხვა დღესასწაულებზე, რომლების შეიძლება იყოს გლობალური (შობა), ადგილობრივი (გიორგობა) ან თუნდაც პირადი (დაბადების დღე).

თრექინგი & ანალიზი         

როდესაც თქვენ დიდ დროსა და ძალისხმევას ჩადებთ თქვენი ვებ-გვერდის შექმნასა და მის მარკეტინგში, გინდათ შეიტყოთ, თუ როგორ აისახა ეს თქვენს მომხმარებელზე. ამ ინფორმაციის მოპოვების უმარტივესი გზაა Google Analytics კოდის დაყენება.

დასკვნა: 

ამგვარად, ჩვენ გაგაცანით რამდენიმე გზა იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი იყოს წარმატებული და საინტერესო. შეიტყვეთ რამდენად მნიშვნელოვანია ცალცალკე ყველა დეტალი: კატეგორია, მთავარი გვერდი, პროდუქტის გვერდი, კალათა, ფასები, პრომო აქციები და ა. შ. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა და სწორად წარმოჩენაა ონლაინ მაღაზიის წარმატების საწინდარი. ამიტომაც, გაითვალისწინეთ ჩვენი „მოწიწებული“ რჩევები და თქვენი ონლაინ ბიზნესი ყოველთვის იქნება კონკურენტული და გაყიდვადი.