ხელნაკეთი ჩანთების ონლაინ მაღაზია 58WORKSHOP.COM

04/14/2016

ქართველი დიზაინერი ცაგო ყანჩაველი გთავაზობთ ხელნაკეთი ჩანთების ონლაინ მაღაზიას http://58workshop.com/, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს გამოცდილი დიზაინერების მიერ შექმნილი ექსკლუზიური ჩანთები და აქსესუარები.

კომპანიას გააჩნია პროდუქციის ორი ხაზი. ერთი უფრო ფართო წარმოების და ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე უნიკალური, გამორჩეული მასალის და ექსკლუზიური.

58workshop.com -მა საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა კომპანია ჯეოფეის მიანდო.

პროექტის ფარგლებში დაინერგა:

ჰოსტინგ მომსახურება;

ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;

დიზაინის ინსტალაცია;

ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( VISA /MASTERCARD პლასტიკური ბარათი).

კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.