სალონი „არტ ფლაუერსი“ დაფუძნებიდან 20 წელიწადს ითვლის. აქ ერთობლივად მუშაობენ მხატვრები და ბიოლოგები, რაც მრავალმხრივი და მოქნილი საქმიანობის საშუალებას იძლევა.
,,არტ ფლაუერსი“ არამარტო თაიგულებსა და გვირგვინებს გთავაზობთ, არამედ, ქორწილების, კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და პროფესიონალურად შესრულებას.
სალონი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სასურველი მომსახურება. ონლაინ მაღაზია https://artflowers.ge/ka/ კომპანია ,,ჯეოფეის“ ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება;
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია " თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან
✓ ვებ-გვერდის დიზაინის ინსტალაცია და დამატებითი მოდიფიკაციები
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ყოველთვიურ ტექნიკურ მხარდაჭერას.
ადრე თუ გვაინ, ყველა ელექტრონული კომერციის სფეროში არსებული კომპანია დგება პრობლემის წინაშე - ერთ შეძენილ კლიენტზე მოდის სამი დაკარგული მომხმარებელი. ეს კი არაჯანსაღი და დამღუპველია ნებისმიერი ბრენდისთვის.
ამ ბლოგში შევეხებით შემდეგ საკითხებს:
რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი ბიზნესი არ ფოკუსირდება მომხმარებლთა შენარჩუნებაზე, ის დიდხანს ვერ იარსებებს.
ამ ბლოგში გაეცნობით მომხმარებელთა შენარჩუნების 5 ძირითად პრინციპს:
სწრაფი რეაგირება: გააზრებული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგები. 24/7 მხარდაჭერა. გაძლიერებული მომხმარებელთა დაკმაყოფილება. რა შეიძლება არ მოგწონდეს, როდესაც საქმე ლაივ ჩატს ეხება? ამიტომაც, მომხმარებელთა 42% უპირატესობას ანიჭებს მას, ვიდრე მეილსა და სოციალურ ქსელებს, ხოლო მომხმარებელთა 63% უბრუნდება გვერდს, სადაც არის ლაივ ჩატის ფუნქცია. საჭიროა მეტი დარწმუნება?
ნუ იქნებით ადვილად პროგნოზირებადი, გეზად აირჩიეთ ინოვაციური კომუნიკაცია. გადაუხვიეთ ტრადიციული გზიდან, მეილის ნაცვლად გაუგზავნეთ თქვენს მომხმარებელს ხელნაწერი შეტყობინებები, როდესაც ისინი ყველაზე ნაკლებად ელიან ამას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს პირადი შეტყობინება, რომელიც მათ სთავაზობს ფასდაკლებებს დაბადების დღეზე. ალტერნატიულად, ჩაერთეთ ჯეო-მარკეტინგში.
იდეა მარტივია: გაუგზავნეთ მომხმარებლებს შეტყობინებები მოსალოდნელი ფასდაკლებების/შეთავაზებების შესახებ და ნახავთ, რომ თქვენ მათ ერთგულებას დაიმსახურებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გრძნობენ კავშირს ბრენდთან და ბრენდი მათ უგებს.
მომხმარებელთა ლოიალურობის პროგრამები და წახალისებები (სასაჩუქრე სერთიფიკატები, უფასო გადაზიდვა, ბონუს ნივთები და ა.შ.) არის ნამდვილი ოქროს საბადო, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლთათვის. ერთის მხრივ, მომხმარებლები განმეორებით იძენენ საქონელს წახალისებების სანაცვლოდ, მეორეს მხრივ კი კომპანიები ინარჩუნებენ მომხმარებლებს. თავის მხრივ, ეს უზრუნველყოფს მეტ შემოსავალს და ბიზნესის ხანგრძლივ არსებობას. არსებობს საზომი საშუალება, რომელიც აფიქსირებს თქვენს ყველაზე ერთგულ მომხმარებლებს საიტზე შემოსვლიდან შეკვეთის დასრულებამდე.
ციფრული მარკეტინგის სივრცეში, ელექტრონული კომერციის თამაშის წესები განსხვავებულია. ფიზიკური მაღაზიებისგან განსხვავებით, თქვენი მარკეტინგული ინვესტიციები და პლატფორმა ამბობენ ბრენდის სათქმელს. ამიტომაც, გავხადოთ ეს საუბარი დასამახსოვრებელი. ამის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს. გაუგზავნეთ მისასალმებელი ელფოსტა ახალ კლიენტებს, ხოლო განმეორებითი შეტყობინებები კლიენტებს, რომლებსაც დიდი ხანია არ ჰქონია თქვენს ბრენდთან შეხება.
ნებისმიერმა ღირსეულმა ელექტრონულმა პლატფორმამ უნდა შესთავაზოს მომხმარებელს უნაკლო და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პროცედურა. მომხმარებელთა 27% არ ასრულებენ შეკვეთას, რთული და ხანგრძლივი საგადასახადო მანიპულაციების გამო. აქედან გამომდინარე, გამარტივებულ და ერთსაფეხურიან გადახდის პროცედურას, თქვენი ბრენდისთვის სასწაულების მოხდენა შეუძლია.
შედით CS-CART-ზე, აქ მომხმარებელს არ უწევს უამრავი პროცესების გავლა. ერთადერთი რაც მათ ევალებათ, არის შესაბამისი ველის დანახვისას, საჭირო დეტალების შევსება. მოკლედ, რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ელექტრონული კომერციის გვერდს ეხება, მთავარია კლიკები და კონვერსიები - რასაც უზრუნველყოფს CS-CART-ის პლატფორმა.
საბოლოო ვერდიქტი შემდეგია: თქვენ შეგიძლიათ გამუდმებით ცვალოთ თქვენი ლოგოს ფერი, მაგრამ თუ თქვენ ვერ შესთავაზებთ მომხმარებელს იდეალურ მომსახურებას, ვერც ერთი ბრენდინგის მცდელობა შედეგს ვერ გამოიტანს.
SHOP.GE არის მომხმარებელზე მორგებული ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2016 წლის ოქტომბერში გამოჩნდა.
ამ ეტაპზე, საიტზე წარმოდგენილია 15000-მდე პროდუქტი.
SHOP.GE - ს მიზანია, განავითაროს ონლაინ შოპინგის სფერო საქართველოში. ამისთვის შექმნილია ყველა პირობა:
• ონლაინ მაღაზიაში ყველა პროდუქტის აღწერა მოცემულია სრულად ქართულ ენაზე და არ ტოვებს არანაირ კითხვებს პროდუქტთან დაკავშირებით.
• SHOP.GE მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის პროდუქციას.
• SHOP.GE-ში შეძენილ ყველა პროდუქტს მოჰყვება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია.
• საიტზე გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბარათის საშუალებით, ასევე გადარიცხვა ინტერნეტ-ბანკით და PAY-BOX-ის აპარატებიდან.
• ასევე გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ რამდენიმე ბანკის ონლაინ-განვადების სისტემით.
SHOP.GE-მ ონალინ მაღაზიის ინსტალაცია და გამართვა კომპანია ,, ჯეოფეის" მიანდო.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( VISA /MASTERCARD პლასტიკური ბარათი);
✓ ინტეგრაცია "საქართველოს ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( AMEX პლასტიკური ბარათი);
✓ ინტეგრაცია "საქართველოს ბანკის" ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია "ვითიბი ბანკის" ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია „creditamazon“-ის ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ჰოსტინგ მომსახურება;
ბოლო ათწლეულის მანძილზე ელექტრონული კომერციის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, მხოლოდ გასულ წელს გაყიდვებმა 18%-ით მოიმატა. სამომავლოდ გაყიდვების ზრდა იგივე მაჩვენებლით არის მოსალოდნელი, ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ სავაჭრო ბიზნესის დაწყებას, აუცილებლად უნდა იფიქროთ ონლაინ მაღაზიის გახსნაზე. მცირეოდენი იღბალის და პლატფორმის სწორად არჩევის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ელექტრონული კომერციის დიდი ბუმის ნაწილი გახდეთ და წარმატებული ბიზნესი აწარმოოთ.
სწრაფად მზარდ ელექტრონული კომერციის ბიზნესში ფულის დაბანდება, შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად, უმჯობესია გამოიყენოთ მზა პლატფორმა, რათა დაზოგოთ დრო და ფული. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესისთვის სწორ ონლაინ მაღაზიის პლატფორმას ირჩევთ, განსახილველად წარმოგიდგენთ შემდეგ მოსაზრებებს.
ონლაინ მაღაზიის პლათფორმის არჩევისას, აუცილებელია ფუნქციონალის მარტივი მართვა იყოს შესაძლებელი. მაგალითად, ადმინისტრატორის პანელს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენ მასთან ყოველ დღე გექნებათ შეხება. თქვენ უნდა გქონდეთ საიმედო და მძლავრი ხელსაწყოები მარაგების(იმპორტ/ექსპორტი), რეპორტების და შეკვეთების დასამუშავებლად, ასევე ფასდაკლებების, ჯვარედინი გაყიდვების, გადახდის მეთოდების, პროდუქტის მიწოდების პირობების, ბანერების მართვის და სხვა ფუნქციონალის სამართავად.
კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ბიზნეს გარემოში არის მობილურ მოწყობილობებთან თავსებადობა. დიზაინი, რომელსაც გთავაზობთ თქვენი ონლაინ მაღზია, უნდა იყოს მობილურზე მორგებული, განსაკუთრებით კალათის და შეკვეთის განთავსების(check out) გვერდები. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მოხვდებიან მომხმარებლები თქვენს ონლაინ მაღაზიაში, თქვენი მიზანია უზრუნველყოთ მათთვის კომფორტული და მოსახერხებელი შესყიდვის პროცესი.
თქვენი პლატფორმისთვის საიმედო ჰოსტის შერჩევა, შეიძლება იყოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი შესაფერისი ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შერჩევისას. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ჰოსტს შეეძლება თქვენი კლიენტების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა, რადგან უმაღლესი დონის უსაფრთხოების დაცვის გარეშე, ვერ შეიძენთ ბევრ მომხმარებელს.
ონლაინ მაღაზიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პლათფორმის შემქმნელების მიერ დაწესებული ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით სერვერის კონფიგურაცია ან მათგან ავტორიზირებული ჰოსტინგ პროვაიდერების მომსახურებით სარგებლობა.
კარგი პროვაიდერის ამორჩევის კიდევ ერთი მნიშვნელოვნი ასპექტია ონლაინ მაღაზიის წარამდობა, სწრაფი ჩატვირთვის სიჩქარე და ადვილი ნავიგაცია. თუ თქვენი ონლაინ მაღაზიის გვერდები ნელა იტვირთება, დიდი ალბათობით ვიზიტორები დატოვებენ საიტს და თქვენს კონკურენტებთან გადაინაცვლებენ.
მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ხართ Start-up, საშუალო თუ მსხვილი კომპანია უნდა გადაწყვიტოთ უფასო ონლაინ მაღაზიის პლათფორმაზე შეაჩერებთ არჩევანს, თუ ფასიანი ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე, ქირას გადაიხდით, თუ თქვენ მფლობელობაში იქნება, შეზღუდულია კოდი, თუ ღია და შეგიძლიათ ნებისმიერი ცვლილების დამატება.
თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომელ გადახდის არხებს გამოიყენებენ თქვენი კლიენტები. არის ზოგიერთი ონლაინ მაღზიის პლატფორმები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ გარე გადახდის არხების მეშვეობით გადახდის შესაძლებლობას. ამან შეიძლება დიდი პრობლემა შეგიქმნათ თქვენ და დაგაკარგინოთ კლიენტები. სანამ დაიწყებთ ონლაინ მაღაზიის შექმნას თქვენი ბიზნესისთვის, გადაწყვიტეთ, რომელ გადახდის არხებს გამოიყენებთ და ამის გათვალისწინებით შეარჩიეთ პლატფორმა.
ელექტრონული პლატფორმის შემთხვევაშიც აუცილებელია SEO ოპტიმიზაცია, საიტის ტრაფიკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ვიზიტორების ჩართულობისთვის. ძალიან მომგებიანია, როდესაც თქვენი ონლაინ მაღაზია ადვილად იძებნება საძიებო სისტემაში.
მაგალითისთვის ავიღოთ CS-CART-ი, იგი საშუალებას გაძლევთ შექნათ სრულყოფილი ბლოგი, თქვენი ონლაინ მაღაზიის შიგნით. თქვენს პროდუქტებთან დაკავშირებული პოსტების შექმნით, თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ ძიების შედეგების და რეიტინგის გაუმჯობესება.
როდესაც განიხილავთ ონლაინ მაღაზიის პლატფორმას, დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ:
უნაკლო ელექტრონული კომერციის პლატფორმის შერჩევისას, უნდა იცოდეთ ინტეგრაციებისა და პლაგინების გამოყენების შეძლებლობის შესახებ. თქვენი ბიზნესის საჭიროებები განსაზღვრავს, რომელი ინრეგრაციები და პლაგინებია საჭირო თქვენს პლატფორმაზე.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტეგრაციები და დანამატები ,რომლებიც გამოიყენება ელექტრონულ პლატფორმებზე, არის ისინი, რომლებიც გეხმარებიან საწყობში მარაგების მართვაში, საბუღალტრო პროცესების მართვაში, მიწოდების პირობების მართვაში, რომლებიც აჯილდოვებენ მომხმარებლებს შენაძენის შემთხვევაში, E-mail მარკეტინგის წარმოებაში, რომლებიც გეხმარებათ სიახლეების გავრცელებაში და მოდულები, რომლებიც გეხმარებათ გვერდის სისწრაფის გაუმჯობესებაში.
მიუხედავად იმისა, რომელ ინტეგრაციებს და დანამატებს გამოიყენებთ თქვენს ელექტრონულ ბიზნესში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი პლატფორმა, რომელსაც აირჩევთ თავსებადი უნდა იყოს ამ სახის პლაგინებთან, ისე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ მათი ფუნქციები.
მეტი საინტერესო სტატიებისთვის გადადით ჩვენს ბლოგზე.
მფრინავი მღებავი ქართული ბრენდია, რომლის საშუალებითაც მხატვრები საზოგადოებას მოდის და ხელოვნების ენით აწვდიან სოციალურ, პოლიტიკურ, კრიტიკულ თუ რომანტიკულ მესიჯებს.
მფრინავი მღებავის ჯგუფი თბილისში მოღვაწე ხელოვანები და შემოქმედები
არიან.
ბრენდის სახელი, მფრინავი მღებავი, ქართველი მოდერნისტი მხატვრის, პეტრე ოცხელის ნამუშევრის სახელწოდებაა.
კომპანიამ გადაწყვიტა, ფიზიკურ მაღაზიასთან ერთად, ონალინ გაყიდვებიც
ეწარმეობინა. სწორედ ამიტომ, ეს მისია კომპანია ,,ჯეოფეის“ დააკისრა.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება;
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( VISA
/MASTERCARD პლასტიკური ბარათი).
✓ SSL სერთიფიკატი;
✓ რეპორტების დამატებითი მოდიფიკაციები;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
როგორც ელექტრონული კომერციის მარკეტოლოგს, შენ გაქვს სამიზნე აუდიტორიის მოზიდვის უამრავი გზა. თუმცა ბევრი მათგანი მნიშვნელოვან ფულად ინვესტირებას მოითხოვს. ელექტრონული კომერციის მარკეტინგის სტრატეგიაში კონტენტის გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს შენი კონვერსიები ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
შენი მიზანი საკმაოდ მარტივია: მოიზიდო მომხმარებელი შენს ონლაინ მაღაზიაში და აყიდინო რაიმე. ამისათვის, საუკეთესო ხერხია, მიმზიდველი კონტენტის განთავსება. კონტენტ მარკეტინგის საუკეთესო ფორმა კი ვიზუალური კონტენტია.
იცოდით, რომ შეტყობინებას, რომელიც შეიცავს გამოსახულებებს, 650 - %ით მეტი ჩართულობა აქვს, ვიდრე მხოლოდ ტექსტის შემცველს.
სწორედ ესეთი ეფექტურობის გამო უნდა იყოს პრიორიტეტული ვიზუალური კონტენტის გამოყენება, თქვენს ციფრულ მარკეტინგის სტრატეგიაში.
ინფოგრაფიკების მნიშვნელობა არ არის სათანადოდ შეფასებული - მათ შეუძლიათ რეალურად გაზარდონ ვებგვერდის ტრაფიკი 12 %-ით. ეს მშვენიერი საშუალებაა მკითხველების ყურადღების მისაპყრობად და ინფორმაციის შესაჯამებლად.
გარდა ამისა, ისინი ძალიან ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელია.
იმისათვის, რომ ინფოგრაფიკებმა მეტი სარგებელი მოგვიტანოს, აუცილებელია დიზაინში დროის ინვესტირება და კარგი სიმბოლოების შერჩევა.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველ ვიდეოზე ან ბლოგ პოსტზე დაფუძნებული ინფოგრაფიკი. არსებული შინაარსის გამოყენება, თქვენი კონტენტის მაქსიმალურად გამოყენების შესანიშნავი საშუალებაა.
არსებობს ვიდეო მარკეტინგის უამრავი გზა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თქვენს სასიკეთოდ. მათ შორის მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს ვიდეო განხილვები.ისინი არ საჭიროებს ზედმეტ განმარტებას: საჭიროა ანახოთ მხოლოდ პროდუქტის ამოღება ყუთიდან. გაინტერესებთ მიზეზი?
პასუხი მარტივია: ეს ახლოსაა ადამიანურ ბუნებასთან და უქმნის მაყურებელს მოლოდინის შეგრძნებას, რომ თავადაც შეიძინოს ეს პროდუქტი და ჰქონდეს მსგავსი გამოცდილება.
ეს გზა საკმაოდ პირდაპირია და გულისხმობს პროდუქტის წინა პლანზე წამოწევას და მისი მახასიათებლების სიღრმისეულ აღწერას. ამის საუკეთესო მაგალითია Apple-ის ბრენდი, ვერავინ ახერხებს ამას მათზე უკეთ.
პროდუქტის ვიდეოებში თანხის ინვესტირება უდაოდ მომგებიანია, რადგან მომხმარებელთა 58% სანდოდ მიიჩნევს ისეთ კომპანიებს, რომლებიც აქვეყვებენ პროდუქციის ვიდეოებს, 71% კი თვლის, რომ ასეთი ვიდეოები პროდუქტის აღწერის საუკეთესო გზაა.
მომხმარებელთა გამოცდილების გაღრმავების საუკეთესო საშუალება ვიზუალური მხარეა, იგი უფრო ჩართულს ხდის მომხმარებელს. დღეს სოციალური მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებელთა ჩართულობის უზრუნველყოფაში და მომხმარბელიც უფრო ლოიალურია იმ ბრენდების მიმართ, რომლებიც მათ თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.
ბევრი ბრენდი საკუთარ სოციალური ქსელების პროფილზე, მომხმარებელთა პოსტების გაზიარებით ქმნიან საკუთარ კონტენტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სურათები არ არის პროფესიონალურად გადაღებული, მათი აუთენტური წარმომავლობა დიდ ზეგავლენას ახდენს მომხმარებელზე. ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, რამაც მის მრავალფეროვნებას შეუწყო ხელი. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს საფუძვლად სოციალურ მედიას. ინტერაქტიული ურთიერთობა ყველასთვის მომგებიანია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით. მის ავტორებს კი მომხმარებლის დამოკიდებულების შესახებ ექმნებათ წარმოდგენა.
შესაძლოა, სლაიდშეარის საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ პლატფორმა გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, ვისაც სურს გაეცნოს ავტორიტეტულ რესურსებს კონკრეტულ თემაზე. თქვენი ტექსტების სლაიდებად გარდაქმნის გზით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი კონტენტი უფრო ხელმისაწვდომი გახადოთ სამიზნე აუდიტორიისთვის და მოახდინოთ თქვენი თავის პოზიციონირება, როგორც ღირებული რესურსის თქვენს ინდუსტრიაში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ინოვაციური გზა, რათა შეიქმნას უნიკალური კონტენტი ონლაინ მაღაზიისთვის , ერთი რამ უდაოა: ვიზუალური კონტენტი გადამწყვეტია. იგი საშუალებას გვაძლევს დავამყაროთ ურთიერთობა მომხმარებლებთან და მოვიზიდოთ მათი ყურადღება სხვადასხვა კრეატიული გზებით.
ონლაინ მაღაზია https://adress.ge/ წარმოგიდგენთ ქალის ტანსაცმლისა და თეთრეულის ბრენდულ კოლექციებს, როგორიცაა GERRY WEBER, ETAM და ORSAY.
კომპანიას
აქვს, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური მაღაზია მისამართზე
- პეკინის გამზირი #5.
ADRESS.GE-მ საკუთარი
ონლაინ მაღაზიის შექმნა კომპანია ,,ჯეოფეის“
მიანდო.
პროექტის
ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია
✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( VISA
/MASTERCARD პლასტიკური ბარათი).
✓ სასაწყობე პროგრამის სინქრონიზაცია ონლაინ მაღაზიასთან.
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
ფიზიკურ მაღაზიაში გაყიდვების გაზრდა შეიძლება პროდუქციის სწორად განთავსების გზით. იგივე ეხება ინტერნეტსაც. მოდით ვნახოთ რომელი მერჩენდაიზინგის ტექნიკა მუშაობს ელექტრონულ კომერციაში.
კლასიკური მერჩენდაიზინგი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ონლაინ მაღაზიებში შემდეგი პრობლემების გადასაჭრელად:
მოდით ვნახოთ რა და როგორ შეიძლება განთავსდეს ონლაინ მაღაზიის თაროებზე ამ პრობლემების გადასაჭრელად მერჩენდაიზინგის გზით.
მთავარი გვერდი თქვენი ონლაინ მაღაზიის ვიტრინაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორი თქვენს ონლაინ მაღაზიაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი სხვა გვერდის საშუალებით, ისინი ხშირად მთავარ გვერდს ეცნობიან, რათა შეექმნათ საერთო წარმოდგენა მაღაზიის ასორტიმენტის შესახებ.
მთავარი გვერდი უნდა იყოს შემუშავებული ისევე, როგორც ფიზიკური მაღაზიის ვიტრინა - სამომხმარებლო ქცევის თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე გამოყენებულ უნდა იქნას ყველა შესაძლო საშუალება, რათა ვიზიტორებმა მაღაზია არ დატოვონ და გადავიდნენ კატალოგის გვერდზე.
რა უნდა ვაჩვენოთ ონლაინ მაღაზიის მთავარ გვერდზე?
მთავარი გვერდი უნდა შეიცავდეს მოკლე ინფორმაციას მიწოდების და გადახდის, გარანტიების, სარგებლის და სოციალური მტკიცებულებების შესახებ. იდეალურ შემთხვევაში ეს ელემენტები ხილვადი უნდა იყოს საიტის ყველა გვერდზე.
ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებულ პროდუქტებს. ახალი, პოპულარული, ფასდაკლებული, თვის ან წელიწადის ბესტსელერები - განსაკუთრებული პროდუქტები შეიძლება მოცემული იყოს მთავარ გვერდზე, რამდენიმე ბლოკად. ყოველ შეთავაზებას უნდა ჰქონდეს სათაური, რათა მყიდველები მიხვდნენ, რას თავაზობთ მათ.
აირჩიეთ საქონლის კატეგორია დიდი კატალოგიდან. განათავსეთ სასურველი პროდუქტის კატეგორია ცალკე მენიუს ღილაკზე ან მთავარი გვერდის ბლოკზე. შეავსეთ ეს კოლექვია მოთხოვნადი პროდუქციით - ჩამოფასებული, ბესტსელერები, სეზონური საქონელი. აჩვენეთ მოთხოვნადი პროდუქტების რამდენიმე კატეგორია, სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.
თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ კლიენტების ყურადღება ვიზუალური ელემენტებით - ფერი, შრიფტი, ელემენტების ზომა და ა.შ. შეისწავლეთ Eye tracking (მიდევნება თვალის მოძრაობაზე) ტექნოლოგიის ექსპერიმენტებს და მოათავსეთ ბლოკები ონლაინ მაღაზიის ყველაზე ხილვად ადგილებში.
მონიშნეთ ბლოკის ელემენტები, რომლებსაც გინდათ, რომ პირველ რიგში მიექცეს ყურადღება მარკეტინგული ტაგების საშუალებით - პატარა ლეიბლებით და სიმბოლოებით.
ხელი შეუწყეთ მეტი საქონლის გაყიდვას. შეეცადეთ დაამატოთ შესაბამისი აქციები და სპეციალური შეთავაზებები ცალკე ბლოკებში ან სათაურის ქვეშ მყოფი სლაიდერით. ეს ტექნიკა ფართოდ გამოიყენება, რადგან მან დაამტკიცა თავისი ეფექტურობა.
არ არსებობს ერთი სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ყველა შემთხვევისთვის. თქვენ ფოკუსირება უნდა მოახდინოთ პროდუქტის კატეგორიებზე, პროდუქციის ასორტიმენტზე, საქონლის თვისებებსა და იმ ბლოკების რაოდენობაზე, რომლებიც უნდა განათავსოთ საწყის გვერდზე. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას მერჩენდაიზინგში.
მთავარი გვერდი არის მაღაზიის ვიტრინა. კატეგორიების გვერდი კი მაღაზიის ინტერიერი - გაყიდვების სივრცე. ოფლაინ მაღაზიის ინტერიერის გეგმის შემუშავებისას მოვაჭრეები ითვალისწინებენ მომხმარებელთა ნაკადის მარშრუტს. მსხვილი მოვაჭრეები საკუთარი ძალებით აწარმოებენ გამოთვლებს და ექსპერიმენტებს, რათა იპოვონ საუკეთესო ლოკაცია პოპულარული და ძვირადღირებული პროდუქციის განსათავსებლად. იგივე მეთოდიკა გამოიყენება ელექტრონულ კომერციაშიც.
მერჩენდაიზინგის ხრიკები აქ თითქმის იგივეა, რაც მთავარ გვერდზე, იმ განსხვავებით, რომ კატეგორიების 80-90% დაკავებულია პროდუქციის ბლოკებით.
მცირე ასორტიმენტის მქონე მაღაზიებში, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ განათავსოთ დიდი ბლოკი ნავიგაციის ფილტრით. მსხვილი ონლაინ მოვაჭრეები კი, ქვეკატეგორიების ბლოკს ათავსებენ მთავარი კატეგორიების გვერდზე.
იმისათვის, რომ ახალმა პროდუქტებმა, ან ისეთმა პროდუქტებმა, რომლებიც სწრაფად უნდა გაიყიდოს, მიიზიდოს მყიდველთა ყურადღება, კატეგორიის გვერდზე შეიძლება განთავსდეს ამ პროდუქციის კოლექციებად დაჯგუფებული ბანერები.
ონლაინ მარკეტინგში, შეკვეთების საერთო რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენება პროდუქციის გვერდი, თუმცა კატეგორიების გვერდიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, რათა შევახსენოთ მყიდველებს მსგავსი პროდუქციის შესახებ.
მომხმარებელთა ქცევის და ყურადღების სამართავად, ონლაინ მაღაზიებში აქტიურად იყენებენ ფილტრის პარამეტრებს. როდესაც გადადიხართ კატეგორიის გვერდზე, ფილტრების ფუნქციები ისეა დაყენებული, რომ მომხმარებლებმა დაინახონ ის პროდუქცია, რომლის ჩვენებაც უნდა გამყიდველს.
ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც გამოიყენება ფიზიკურ მაღაზიებში. თუ მყიდველებს შეუძლიათ იპოვონ ან მიიღონ საჭირო საქონელი ძალისხმევის გარეშე, ბრუნვა იზრდება 30-70% -ით. ეს პრინციპი ფუნდამენტურია ინტერნეტ-მაღაზიებისა და ბაზრებისთვის და გათვალისწინებული უნდა იქნას, სტრუქტურის განვითარების ადრეულ ეტაპზე.
იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ კლიენტების გადაადგილებას მაღაზიაში და სასურველი ნივთების ადვილად მოძიებას, შეგიძლიათ:
პროდუქტის გვერდის წყალობით, ჩვენ პროდუქტის პრეზენტაციის გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს ონლაინ, ვიდრე ოფლაინ. ადამიანები ინფორმაციას გაცილებით უკეთ აღიქვავენ კომპიუტერის ეკრანთან ჯდომისას, ვიდრე დახლებში სიარულისას.
პროდუქტის გვერდის დახმარებით მერჩენდაიზინგის ამოცანების გადასაჭრელად, საჭიროა დეტალურად შეისწავლოთ თქვენი კლიენტების საჭიროებები და გაიგოთ , რას აქცევენ ისინი ყურადღებას პროდუქციის შერჩევისას. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ინფორმაციის შეგროვება და გვერდზე განთავსება. მოაქციეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირველ გვერდზე.
"ყველაფერი რაც გსურს, ყველაფერი რაც გჭირდება, მიიღე სახლიდან გაუსვლელად" – ეს გახლავთ wishlist.ge-ს დევიზი, რომელიც პირველი სრული ასორტიმენტის ინტერნეტ მაღაზიაა საქართველოში.
wishlist.ge გთავაზობთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ყველანაირი ტიპის პროდუქტი, რაც გჭირდებათ (გარდა საკვები და მალფუჭებადი პროდუქტებისა).
ონლაინ მაღაზია wishlist.ge-მ კომერციული ინტერნეტ მაღაზიის შექმნა და ტექნიკური მხარდაჭერა კომპანია ,,ჯეოფეის" მიანდო.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია გადახდის არხის სისტემებთან;
✓ ინტეგრაცია ,,VTB ბანკის“ ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ,,თიბისი ბანკის“ ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ,,კრედო ბანკის“ ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ,,SPACE” განვადების სისტემასთან;
✓ სასაწყობე პროგრამასთან სინქრონიზაცია;
✓ დამატებითი მოდიფიკაციები;
✓ ვებ-ჰოსტინგი;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ყოველთვიურ ტექნიკურ მხარდაჭერას!
CS-Cart და Multi-Vendor 4.10.1-ში, დაინერგა პროდუქციის ვარიაციების ფუნქციის ბოლო ვერსია.
პროდუქტის ვარიაციები ამარტივებს მსგავსი პროდუქტების მართვას და უფრო ეფექტურს ხდის მომხმარებლებისთვის პროდუქციის დემონსტრირებას. ვარიაციები აგრეთვე ეხმარება მომხმარებელს იპოვოს სასურველი პროდუქტი, განსხვავებული მახასიათებლების მქონე ანალოგიურ პროდუქტებში.
როგორ ფუნქციონირებს პროდუქტის ვარიაციები
ნებისმიერი პროდუქტს, რომელსაც გააჩნია თუნდაც ერთი მახასიათებელი, შესაძლებელია ჰქონდეს ვარიაციები. მაგალითად ავიღოთ სმარტფონი.
ვთქვათ, თქვენ ყიდით გარკვეულ სმარტფონის მოდელს. ეს მოდელი წარმოდგენილია სამ ფერში - შავი, ლურჯი და თეთრი, მოცულობით 32 და 64 გბ. ამ შემთხვევაში ფერი და მეხსიერების მოცულობა, პროდუქტის მახასიათებლებია. ვარიაციები გენერირდება ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე.
პროდუქტის ვარიაციების გენერირებამდე, შექმენით სასურველი მახასიათებლები პროდუქტის განყოფილებაში Products → Features. თითოეული მახასიათებლისთვის, აირჩიეთ ერთ-ერთი დანიშნულება:
ცალკეული პროდუქტის ვარიაციები: ამ მახასიათებლის მქონე პროდუქტის ვარიაციები კატალოგში დაიკავებენ ცალკე მდგომ პოზიციას და ექნება უნიკალური SEO სახელწოდება. მაგალითად, ეს ფუნქცია იდეალურია ფერის მახასიათებლისთვის - მაღაზიის ძიების შედეგად მომხმარებელი ნახავს სმარტფონის ყველა ფერს.
ერთი პროდუქტის ვარიაციები: ამ მახასიათებლის მქონე პროდუქტის ვარიაციებს არ ექნებათ ცალკე პოზიცია კატალოგში - ისინი დაჯგუფებული იქნებიან ერთი პროდუქტის კატეგორიის ქვეშ.აირჩიეთ ეს ფუნქცია, რათა არ შეიტანოთ კატალოგში ერთმანეთის მსგავსი პროდუქცია. მაგალითად გამოიყენეთ ეს ფუნქცია ზომისა და მეხსიერების მოცულობის მახასიათებლებისთვის. მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს სასურველი პროდუქტის ვარიაცია მთავარი(ძირეული) პროდუქტის გვერდზე.
პროდუქტის ვარიაციების კონფიგურაცია:
ადმინს ვარიაციების კონფიგურირება, ჩვეულებრივი პროდუქტის მსგავსად შეუძლია.
ინდივიდუალური ფასის და კატეგორიის მითითება;
თითოეული ვარიაციისთვის რამოდენიმე სურათის ატვირთვა;
ინდივიდუალური ტრანსპორტირების ფუნქციის მითითება;
საბითუმო ფასდაკლების დადგენა;
პროდუქტის ვარიაციების შექმნა და ატვირთვა;
მომხმარებლებს საშუალება აქვს;
მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გამოწერის გზით მიიღოს ინფორმაცია სასაწყობე მარაგებზე და მათ ცვლილებებზე;
ფილტრების ჩართვა ვარიაციების მიხედვით;
პროდუქტის გვერდზე ყველა შესაძლო ვარიაციის ჩვენება.