news

05/09/2020


Ananasi.ge ონლაინ სივრცეა, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი

06/25/2020

Ananasi.ge პირველი ონლაინ მაღაზიაა, სადაც 30 ლარს ზემოთ  საკურიერო მომსახურება უფასოა.

ონლაინ მაღაზია Ananasi.ge  შეიქმნა კომპანია "ჯეოფეის" ტექნიკური მხარდაჭერით, 

პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;

✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;

✓ დიზაინი;

✓ თიბისი ბანკის განვადება;


კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.

Midimodi.com კლასიკური და თანამედროვე ხელნაკეთი ხალიჩების ონალინ მაღაზია

06/17/2020

"მიდიმოდი"კომფორტული ინტერიერისა და  მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად მომხმარებლებს კლასიკური და თანამედროვე სტილის ხელნაკეთ ხალიჩებს სთავაზობს.

კომპანია "ჯეოფეის" ტექნიკური მხარდაჭერით, შეიქმნა ონლაინ მაღაზია - Midimodi.com

პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;

✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;

✓ ინტეგრაცია " საქ. ბანკის“ და "თიბისი ბანკი"-ს   პლასტიკური ბარათით გადახდის არხის სისტემასთან;

✓ ფუნქციონალის დამატებითი მოდიფიკაცია;

✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკი"-ს  ონლაინ განვადების სისტემასთან;


კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას


Hummel.ge დანიური სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზია

06/15/2020

"ჰუმელი" ერთ-ერთი უძველესი დანიური სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდი, წარმოგიდგენთ სამ მიმართულებას - კაცების, ქალების, ბავშვების სპორტულ სავარჯიშო და ყოველდღიურ ხაზებს.

კომპანია "ჯეოფეის" ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა ონლაინ მაღაზია Hummel.ge

პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;

✓ დიზაინი;

✓  თიბისი ბანკის გადახდის სისტემის ინსტალაცია;

 ✓ სინქრონიზაცია FINA სასაწყობე პროგრამასთან;

✓ დამატებითი მოდიფიკაციები;

 

კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.


ნეირომარკეტინგის 14 მძლავრი მაგალითი

06/01/2020

 

 

ნეირომარკეტინგმა დაიპყრო სამყარო, მას გარკვეული ფორმით იყენებს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია და უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ მას ასეთი ზემოქმედება აქვს მარკეტინგულ სამყაროზე, ბევრმა ადამიანმა არ იცის რა არის ნეირომარკეტინგი ან როგორ შეიძლება მისი ეფექტურად გამოყენება. მომდევნო სტატიაში მოცემულია ნეირომარკეტინგის 15 შთამბეჭდავი მაგალითი.

მზერის მნიშვნელბა

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რეკლამები ადამიანების მონაწილეობით ბევრად ეფექტურია, ვიდრე მათ გარეშე. განსაკუთრებით სურათები და ვიდეოები ჩვილების მონაწილეობით უფრო დიდი ხნით იზიდავს პოტენციურ მომხმარებლების ყურადღებას.

მარკეტოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გაეზარდათ საბავშვო პროდუქიის გაყიდვები ბავშვების სახეების ახლო კადრების გამოყენებით - „აი თრექინგის“ ტექნოლოგიის დახმარებით, მათ აღმოაჩინეს, რომ ეს არ იყო საკმარისი.

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ბავშვების მზერა მაყურებლებლისკენ არის მიმართული , მომხმარებლის მთელი ყურადღება გადადის ბავშვის სახეზე და არა რეკლამის შინაარსზე. თუმცა, თუ მოზარდის მზერა მიმართულია პროდუქტისკენ, მაშინ მაყურებელი ყურადღებას უთმობს რეკლამის შინაარსს.

ამ კვლევების შედეგად მარკეტოლოგებმა შეიტყვეს ის ფაქტი, რომ თუმცა ბავშვების სახეები პოპულარულია მომხმარებლთა შორის, მნიშვნელოვანია მათი მზერა მიმართული იყოს გასაყიდი პროდუქტისკენ.

ეფექტური შეფუთვის გამოყენება

ყველამ ვიცით რამდენად მნშვნელოვანია პროდუქციის ეფექტური და მიმზიდველი შეფუთვა. მარკეტოლოგებმა იციან, რომ შიგთავსი ყოველთვის არ არის მთავარი, მაგრამ ნეირომარკეტინგმა ეს მცნება ახალ საფეხურზე აიყვანა. ისეთი ბრენდები, როგორიცაა Campbell’s და Frito-Lay გამოიყენეს ნეირომარკეტინგი, შეფუთვის ახალი კონცეფციის შემუშავებისას. კვლევებში მომხმარებლებს აჩვენეს სხვადასხვა შეფუთვები და დააფიქსირეს მათი პასუხები, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური და ნეიტრალური. დამატებით, დაფიქსირებული იყო მათი აზრი ფერის, ტექსტისა და გამოსახულების შესახებ.

ამ კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა პრიალა შეფუთვას, ხოლო გლუვს - დადებითი. შედეგად, Frito-Lay-მ უარითქვა პრიალა შეფუთვაზე და გლუვ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი.

ფერები არის გასაღები

ფერების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება გავლენა იქონიოთ მომხმარებლების გრძნობებზე. ფერებს შეუძლიათ ემოციების ფართო სპექტრის აღძვრა, კვლევები გვიჩვენებს თანმიმდევრულ კავშირებს გარკვეულ ფერებსა და ემოციებს შორის.

ფერის ეფექტური გამოყენება ძლიერი მარკეტინგული საშუალებაა. ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მაგალითია Coca-Cola-ს მიერ წითელი ფერის გამოყენება. ფერებზე სპეციალიზირებულმა ნეირომარკეტინგის ექსპერტებმა დაყვეს ფერები ქვეჯგუფებად, როგორც სახელმძღვანელო, თუ როგორ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება. მაგალითაც ცივი ლურჯი ტონალობები გამოიყენება პროფესიონალების მოსაზიდად.

დასკვნა: დარწმუნდით, რომ კარგათ ხართ გათვიცნობიერებული,  როგორ გამოიყენება ფერები გაყიდვების გასაუმჯობესებლად.

რეკლამის ეფექტურობა

მრავალი წლის განმავლობაში ტვინის ვიზუალიზაცია მხოლოდ აკადემიური ან სამეცნიერო პრეროგატივა იყო. თუმცა, ნეირომარკეტინგმა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI ) ვიზუალეზაციის საშუალებით, შესაძლებლობა მოგვეცა უკეთ  გავცნობოდით ადამიანის ქცევასა  და სამომხმარებლო ჩვევებს.

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ნეირომარკეტინგი FMRI შესაძლებლობებს არის სარეკლამო კამპანიების შედარება  ფართო აუდიტორიაში მოხვედრამდე. ერთ კონკრეტულ კვლევაში მონაწილეებმა განიხილეს ნაციონალური ონკოლოგიური სატელეფონო ცხელი ხაზის რეკლამის სამი სხვადასხვა ალტერნატივა. სარეკლამო კამპანიამ,  რომელმაც ტვინის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა, გამოიწვია გაცილებით ბევრი ზარი ცხელ ხაზზე.

დასკვნა: fMRI- ს გააჩნია საოცარი პოტენციალი მარკეტინგული სტრატეგიის გასაძლიერებლად, ჩართულობისა და მოქმედების გაზრდით.

გადაწყვეტილების პარალიზება

ზოგჯერ, სამომხმარებლო ქცევის კვლევა ეწინააღმდეგება იმას, რისიც მანამდე გვჯეროდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან ფართო არჩევანი შეიძლება რეალურად  შემაკავებელი იყოს პოტენციური მომხმარებლებისთვის. სპეციალური დანადგარების მეშვეობით, მათ დაადგინეს, რომ ბევრი ვარიანტის შეთავაზება აბნევს მომხმარებელს.

დასკვნა: ზოგჯერ მომხმარებელი შეიძლება გადაიტვირთოს ზედმეტი არჩევანით.

დაკმაყოფილების შეფასება

ემოციის რეაგირების ანალიზი (ERA) იყენებს  ეეგ ვიზუალიზაციას , რათა დაადგინოს როგორი ემოციური  გამოხმაურება აქვს  ინდივიდუუმს პროდუქტის , რეკლამის და ა.შ. მიმართ.

ჩვენი ჩართულობის დონე და ემოციური აღშფოთება პროდუქტის მიმართ, შეუფასებელი ინფორმაციაა მარკეტოლოგისთვის.  თუ, მაგალითად, მომხმარებელი განიცდის მაღალი დონის იმედგაცრუებას თქვენი პროდუქტის მიმართ, მაშინ აშკარად არსებობს პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებელთა კმაყოფილების შესაფასებლად.

 

დანაკარგის შიში

ნეირომარკეტინგის ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენა, რომელიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, არის ის, რომ ადამიანებს არ უყვართ დანაკარგი. სწორედ ამ მიზეზით, სტრატეგია „იყიდეთ, სანამ ის გაყიდვაშია“ ძალზე ეფექტურია.

როდესაც ალტერნატიული შეთავაზება წარმოდგენილია, როგორც დანაკარგი, მომხმარებლები დიდი ალბათობით შეიძენენ საქონელს. ამ მიზეზის გამო, ტაქტიკა სახელწოდებით „ჩარჩო“ (Framing) უაღრესად მნიშვნელოვანია ნეირომარკეტინგში.

დასკვნა: მომხმარებლებს არ სურთ გამოტოვონ საინტერესო გარიგება, ამიტომაც ხაზგასმით აღნიშნეთ, რას კარგავენ ისინი.

ანქორინგი

პირველადი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელს ვაწვდით ძალზე მნიშვნელოვანია.  ეს შეიძლება გახდეს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.  ნეირომეცნიერებმა დააფიქსირეს ხარვეზები გონების მუშაობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როგორც ინდივიდებს, იშვიათად შეგვიძლია შევაფასოთ რაღაცის მნიშვნელობა მისი შინაგანი ღირებულებიდან გამომდინარე, მაგრამ ამის ნაცვლად, ვადარებთ მას ანალოგიურ ვარიანტებს.

აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ისარგებლოთ „ანქორინგის ეფექტის“ უპირატესობით. მაგალითად, თუ არჩევანს აკეთებთ ორ ერთნაირ სასტუმროს ნომერს შორის, მაგრამ ერთ-ერთში შედის უფასო ყავა დილაობით, დიდი ალბათობით აირჩევთ ნომერს, რომელშიც გთავაზობენ უფასო ყავას. სავარაუდოდ თქვენ არ დაიწყებთ შემოთავაზებული ნომრების ხარისხის შესწავლას ან რაიმე დეტალური მახასიათებლების გარჩევას.

ფარული რეაქციების გამოვლენა

ახალი რეკლამის ტესტირებისას Cheetos-მა გამოიყენა ეეგ და ფოკუს ჯგუფი, რათა შეეფასებინა მომხმარებელთა რეაქცია.

ამ კონკრეტულ რეკლამაში, ქალი გაეხუმრა მეგობარს და თეთრეულით სავსე ჩანთაში სტაფილოსფერი Cheetos-ი ჩაუყარა. ფოკუს ჯგუფმა დაიწუნა რეკლამა, თუმცა, როდესაც იგივე ჯგუფს  ეეგ კვლევა ჩაუტარდა, გამოვლინდა, რომ სინამდვილეში მათ ეს რეკლამა მოსწონდათ. მონაწილეებს ეშინოდათ იმის აღიარება, რომ ისინი ამ რეკლამას სახალისოდ მიიჩნევდნენ, რადგან სხვა მონაწილეებს შეიძლება ეს რეკლამა ბოროტად ჩაეთვალათ. ამ მეთოდით ნეირომარკეტინგს შეუძლია ფარული ფიქრებისა და უპირატესობების გამოვლენა.

დასკვნა: ნეირომარკეტინგის ტექნიკას შეუძლია ფარული რეაქციების გამოვლენა.

ჯილდო და დასჯა

ვიდეო თამაშების დიზაინმაც კი დაიწყო ფსიქოლოგიური პრინციპების გამოყენება პროდუქტის დიზაინის პროცესში, კერძოდ, ჯილდოსა და დასჯის გამოყენებით, იმისათვის, რომ ხალხისთვის ეს თამაშები უფრო მიმზიდველი ყოფილიყო.  თამაშის მიერ წარმოდგენილი ჯილდოს გაზრდით,  შეიძლება ასევე გაიზარდოს დოფამინის (ნეიროტრანსმიტერი) დონე ტვინში.  ეს ნეიროტრანსმიტერი ასოცირდება სიამოვნებასა და დადებით ასოციაციებთან, რამაც შეიძლება გააძლიეროს მიჯაჭვულობა.

თამაშის დიზაინერები ახლა ფსიქოლოგებსაც ქირაობენ, რათა ისინი დაეხმარონ მათ თამაშის დიზაინში, თამაშს მექანიკაში ფსიქოლოგიური პრინციპების დანერგვის გზით.

დასკვნა: შეუქმენით თქვენს მომხმარებელს სასიამოვნო გამოცდილება, რათა მიაჯაჭვოთ თქვენს პროდუქტს.

პროტოტიპის ტესტირება

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა დიდ ზეგავლენას ახდენს სამომხმარებლო ქცევაზე, თავად პროდუქციის დიზაინი ასევე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი.

ცნობილ ნეირომარკეტინგულ საქმეში, ჰიუნდაიმ გამოიყენა ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) მათი პროტოტიპის დასატესტად.  მათ შეაფასეს ტვინის აქტივობა სხვადასხვა დიზაინის მახასიათებლების საპასუხოდ და შეისწავლეს, თუ რომელი სახის სტიმულაცია დაეხმარებოდათ პროდუქტის გაყიდვაში.

ამ კვლევის დასკვნამ აიძულა ჰიუნდაი შეეცვალათ ავტომობილის ექსტერიერის დიზაინი.

სწორი ფასის დადგენა

როგორ დავაწესოთ ფასი, რომელიც მოიზიდავს მომხმარებელს, გრძელვადიანი და სადაო საკითხია. ყველამ ვიცით, რომ რაიმეს შეფასება 9.99$-ად 10$-ის ნაცვლად ცნობილი მარკეტინგული სტრატეგიაა, მაგრამ მუშაობს თუ არა ეს ტაქტიკა?

ნეირომარკეტერების მიერ გამოყენებული  ინფორმაციის ახალი საინტერესო ნაწილია ის, რომ მომრგვალებული ციფრები მოქმედებს ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ხოლო უფრო რთული ციფრები უკეთესად მუშაობენ, როდესაც მონაწილეობს ლოგიკური ტვინია ჩართული. ეს გამოწვეულია იმით, რომ კომპლექსური რიცხვები ტვინს უფრო ძლიერად ამუშავებს და შესაძლოა არწმუნებს მას, რომ კომპლექსური ფასის მქონე პროდუქტების ყიდვა უფრო ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

დასკვნა: გამოიყენეთ ნეირომარკეტინგის ეს ტაქტიკა, ფასის დადგენისას.

ვებგვერდის განლაგება

ნეირომარკეტინგული სტრატეგიები ვებგვერდის დიზაინშიც გამოიყენება.

ფერთა გამით დაწყებული, ფონტის ზომით დამთავრებული, ნეირომარკეტინგი დეტალურად შეისწავლის ჩვენი გვერდის უპირატესობებს. არსებობს რამდენიმე უტყუარი წესი, როდესაც საქმე ვებ გვერდის შექმნას ეხება. მაგალითად, სერტიფიკატების, რეკომენდაციების და სოციალური ვიჯეტების გამოყენებით, შესაძლოა გაცილებით მეტი კლიენტის მოზიდვა.

კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა ის არის, რომ ახალი, ჰორიზონტალური სტილის ვებსაიტი ნაკლებად ეფექტურია ვიდრე ტრადიციულად ვერტიკალური. ეს იმიტომ ხდება, რომ ზემოდან ქვემოდან ვებსაიტების წაკითხვა იწვევს თავის ტვინის მეტ ჩართულობას და აიძულებს მომხმარებლებს განაგრძონ გვერდის დათვალიერება.

დასკვნა: გამოიყენეთ მეცნიერება თქვენი ვებ გვერდის დიზაინის შექმნისას.

დასამახსოვრებელი სათაურები

სათაური პირველია, რასაც მაყურებელს  ხედავს, ამიტომ ის უნდა იყოს შესამჩნევი და გამორჩეული.

შედეგად ისინი დეტალურად  იქნა შესწავლილი,  ნეირომარკეტინგის ახალი ტექნიკის მიერ, რომელსაც „ჰიპოკამპური სათაურები“ ეწოდება. რას ნიშნას ეს?  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც ნაცნობი ფრაზა ოდნავ შეცვლილია, ჩვენი ჰიპოკამპი აქტიურდება და ჩვენი ყურადღება გამახვილებულია.

დასკვნა: თუ თქვენ გაოცებთ ტვინს, თქვენი სარეკლამო კამპანია ბევრად უფრო ეფექტური იქნება.


ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონათ ჩვენს მიერ წარმოდგენილი. მეტი საინტერესო სტატიისთვის ეწვიეთ ჩვენ ბლოგს

 

სიახლე მომხმარებლებისთვის Domino.com.ge ონლაინ მაღაზიაში (5 წამის საკითხავი)

05/15/2020

CScart.ge გუნდის ტექ.მხარდაჭერით Domino.com.ge ონლაინ მაღაზიაში დაინერგა ახალი ფუნქცია გადახდის არხზე - რეკურენტული გადახდა. ასევე დაემატა

Discounteri.ge ტექნიკის ახალი ონლაინ მაღაზია

05/15/2020

ტექნიკის მაღაზია „დისქაუნთერი“  მომხმარებელს სთავაზობს ბრენდების მრავალფეროვან  არჩევანს და საბითუმო ფასებს ტექნიკის ყველა კატეგორიაზე.


კომპანია "ჯეოფეის" ტექნიკური მხარდაჭერით, შეიქმნა ონლაინ მაღაზია - Discounteri.ge

პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;

✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;

✓ ინტეგრაცია  პლასტიკური ბარათით(Visa/Mastercard) გადახდის არხის სისტემასთან;

✓ ინტეგრაცია თიბისი , კრედო და კრისტალის ონლაინ განვადების სისტემასთან;

✓ ვებ-გვერდის დიზაინი;

✓ სინქრონიზაცია Fina სასაწყობე პროგრამასთან;

✓ ფუნქციონალის დამატებითი მოდიფიკაცია;


 

კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.




სამშენებლო-სარემონტო მასალების ონლაინ მაღაზია Gorgia.ge

04/09/2020

დღეს, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, “გორგიას“ ონლაინ მაღაზიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ სამშენებლო მასალა, ავეჯი, დეკორატიული ნივთი თუ მცენარე. 

კომპანია "ჯეოფეის" ტექნიკური მხარდაჭერით, შეიქმნა ონლაინ მაღაზია Gorgia.ge

პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;

✓ ვებ-გვერდის დიზაინი;

✓ სინქრონიზაცია BDO სასაწყობე პროგრამასთან;

✓ ინტეგრაცია " საქ. ბანკის“  პლასტიკური ბარათით გადახდის არხის სისტემასთან;

✓ ინტეგრაცია თიბისი და კრედო ონლაინ განვადების სისტემასთან;

✓ ფუნქციონალის დამატებითი მოდიფიკაცია;

✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;

 

კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზია SUPERI.GE

02/19/2020

ონლაინ მაღაზია superi.ge ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ის მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებს, პროდუქციაზე გარანტიასა და უფასო საკურიერო მომსახურებას სთავაზობს. 

მათ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია და გამართვა ჯეოფეის ტექნიკურ გუნდს მიანდეს. 


ჩვენი პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია/გამართვა;

✓ ინტეგრაცია ვითიბი ბანკის განვადების სისტემებთან;

✓ ინტეგრაცია კრედო ბანკის განვადების სისტემასთან;

✓ ინტეგრაცია ლიბერთი ბანკის განვადების სისტემასთან;

✓ ვებ-ჰოსტინგი;

და რაც მნიშვნელოვანია ყოველთვიური ტექნიკური მხარდაჭერა!


პურ-ფუნთუშეულის ონლაინ მაღაზია Augustbakery.ge

01/14/2020

,,ჯეოფეის“ ტექნიკური გუნდის მიერ შექმნილი მორიგი წარმატებული პროექტია Augustbakery.ge,  რომელიც პურ-ფუნთუშეულის ასორტიმენტს გთავაზობთ.

ჩვენი პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია/გამართვა;

✓ ინტეგრაცია თიბისი ბანკის გადახდის არხის სისტემებთან;

✓ დიზაინის ინსტალაცია;

✓ ვებ-ჰოსტინგი;

და რაც მნიშვნელოვანია ყოველთვიური ტექნიკური მხარდაჭერა!

თმის, სახის და პირის ღრუს მოვლის საშუალებების ონლაინ მაღაზია Profbeauty.ge

11/18/2019

კომპანია "Power and Beauty" უკვე 10 წელზე მეტია რაც საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს. ის გთავაზობთ თმის, კანის, პირის ღრუს, ფრჩხილის, ფეხის და სახლის მოვლის წამყვან ბრენდებს.

სულ ახლახანს, ჯეოფეის ტექნიკური მხარდაჭერით კომპანია ელექტრონულ კომერციაში ჩაება და შეიქმნა ახალი წარმატებული ონლაინ მაღაზია Profbeauty.ge.


პროექტის ფარგლებში დაინერგა:

✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია/გამართვა;

✓ ვებ-გვერდის დიზაინი;

✓ ინტეგრაცია “თიბისი ბანკის” ონლაინ გადახდის სისტემასთან - VISA/MASTERCARD;

✓ დამატებითი მოდიფიკაციები;

✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;

  და რაც მნიშვნელოვანია: ყოველთვიური ტექნიკური მხარდაჭერა!