CScart.ge გუნდის ტექ.მხარდაჭერით Domino.com.ge ონლაინ მაღაზიაში დაინერგა ახალი ფუნქცია გადახდის არხზე - რეკურენტული გადახდა. ასევე დაემატა
ტექნიკის მაღაზია „დისქაუნთერი“ მომხმარებელს სთავაზობს ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს და საბითუმო ფასებს ტექნიკის ყველა კატეგორიაზე.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;
✓ ინტეგრაცია პლასტიკური ბარათით(Visa/Mastercard) გადახდის არხის სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია თიბისი , კრედო და კრისტალის ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ვებ-გვერდის დიზაინი;
✓ სინქრონიზაცია Fina სასაწყობე პროგრამასთან;
✓ ფუნქციონალის დამატებითი მოდიფიკაცია;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
დღეს, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, “გორგიას“ ონლაინ მაღაზიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ სამშენებლო მასალა, ავეჯი, დეკორატიული ნივთი თუ მცენარე.
კომპანია "ჯეოფეის" ტექნიკური მხარდაჭერით, შეიქმნა ონლაინ მაღაზია Gorgia.ge
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ვებ-გვერდის დიზაინი;
✓ სინქრონიზაცია BDO სასაწყობე პროგრამასთან;
✓ ინტეგრაცია " საქ. ბანკის“ პლასტიკური ბარათით გადახდის არხის სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია თიბისი და კრედო ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ფუნქციონალის დამატებითი მოდიფიკაცია;
✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
ონლაინ მაღაზია superi.ge ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ის მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებს, პროდუქციაზე გარანტიასა და უფასო საკურიერო მომსახურებას სთავაზობს.
მათ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია და გამართვა ჯეოფეის ტექნიკურ გუნდს მიანდეს.
ჩვენი პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია/გამართვა;
✓ ინტეგრაცია ვითიბი ბანკის განვადების სისტემებთან;
✓ ინტეგრაცია კრედო ბანკის განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ლიბერთი ბანკის განვადების სისტემასთან;
✓ ვებ-ჰოსტინგი;
და რაც მნიშვნელოვანია ყოველთვიური ტექნიკური მხარდაჭერა!
,,ჯეოფეის“ ტექნიკური გუნდის მიერ შექმნილი მორიგი წარმატებული პროექტია Augustbakery.ge, რომელიც პურ-ფუნთუშეულის ასორტიმენტს გთავაზობთ.
ჩვენი პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია/გამართვა;
✓ ინტეგრაცია თიბისი ბანკის გადახდის არხის სისტემებთან;
✓ დიზაინის ინსტალაცია;
✓ ვებ-ჰოსტინგი;
და რაც მნიშვნელოვანია ყოველთვიური ტექნიკური მხარდაჭერა!
კომპანია "Power and Beauty" უკვე 10 წელზე მეტია რაც საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს. ის გთავაზობთ თმის, კანის, პირის ღრუს, ფრჩხილის, ფეხის და სახლის მოვლის წამყვან ბრენდებს.
სულ ახლახანს, ჯეოფეის ტექნიკური მხარდაჭერით კომპანია ელექტრონულ კომერციაში ჩაება და შეიქმნა ახალი წარმატებული ონლაინ მაღაზია Profbeauty.ge.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია/გამართვა;
✓ ვებ-გვერდის დიზაინი;
✓ ინტეგრაცია “თიბისი ბანკის” ონლაინ გადახდის სისტემასთან - VISA/MASTERCARD;
✓ დამატებითი მოდიფიკაციები;
✓ ვებ-ჰოსტინგ მომსახურება;
და რაც მნიშვნელოვანია: ყოველთვიური ტექნიკური მხარდაჭერა!
ონლაინ მაღაზია Vshop.ge, მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტების ფართო არჩევანს, საუკეთესო ხარისხს, მისაღებ ფასებსა და სწრაფ საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მაშტაბით.
ჩვენი პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია გადახდის არხის სისტემებთან;
✓ ინტეგრაცია კრედო ბანკის განვადების სისტემასთან;
✓ დიზაინი;
✓ დამატებითი მოდიფიკაციები;
✓ ვებ-ჰოსტინგი;
და რაც მნიშვნელოვანია ყოველთვიური ტექნიკური მხარდაჭერა!
დღეს მარკეტინგი და ტექნოლოგია გვერდიგვერდ მოდიან და თქვენ ვერ წარმოიდგენთ სადამდე მივყევართ ამ სიმბიოზს. ჩვენ აქ ვსაუბრობთ,არა მხოლოდ სხვადასხვა აპლიკაციებზე და მარკეტინგის ავტომატიზაციის საშუალებებზე, არამედ ნეირომარკეტინგზე, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია სვლას უმატებს. წარსულში მარკეტოლოგები უნდა დაყრდნობოდნენ კვლევებსა და გამოკითხვებს, რათა დაედგინათ მომხმარებელთა მონაცემები და შეხედულებები, მაგრამ ამ ეპოქაში მომხმარებელთა ურთიერთქმედების გამოთვლა, მოცემული პროდუქტის ან რეკლამის მიმართ შესაძლებელია ფუნქციონალური MRI და EEG სკანირებით.
მსხვილი საწარმოები და კომპანიები უკვე იყენებენ ნეიროლინგვისტიკას თავის სასიკეთოდ, მაგრამ არსებითად ყველაფერი დაყვანილია სენსორულ მარკეტინგის მეთოდებამდე ან არჩევანის არქიტექტურამდე. ნეიროლინგვისტიკის ამ ორი მიდგომის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ თქვენი ელექტრონული კომერციის ბიზნესის სტიმულირებას.
ფსიქოლოგიის დარგში ჩატარებულია უამრავი კვლევა, რომლებშიც ილუსტრირებულია ხმებისა და ფერების ზემოქმედება ჩვენს გრძნობებზე. დაბალსიხშირიანი მუსიკა ჩვენს ყურადღებას ამახვილებს მუქ ობიექტებზე, ხოლო მაღალსიხშირიანი ღია ფერებზე.
წარმოგიდგენთ ამ მიმართულებით ჩატარებულ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ექსპერიმენტს.
მკვლევარებმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში განათავსეს ბანანები ორ სხვადასხვა ტიპის თაროებზე. ბანანები, რომლებიც განთავსებული იყო ღია ფერის თაროებზე, და ფონად ედო მაღალსიხშირიანი მუსიკა გაიყიდა ორჯერ სწრაფად, ვიდრე ბანანები უფრო მუქ თაროებზე, დაბალსიხშირიანი მუსიკით. იგივე პრინციპები გამოიყენება კომპანიების მიერ რეკლამებში, ბრენდინგში და პროდუქტის შეფუთვაში.
გაყიდვების გასაზრდელად დეფიციტის შექმნის იდეა არ არის ახალი მარკეტინგისთვის. თუმცა ნეირომარკეტინგი ნაბიჯით წინ არის, როდესაც საქმე ამ საკითხს ეხება. მაგალითად, თქვენ შეიძლება წააწყდეთ თქვენი საყვარელი სასმელის ან საკვების სპეციალურ გამოშვებას, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში.
გარდა დეფიციტის შექმნისა, ნეირომარკეტინგი ასევე ქმნის დეფიციტის სიგნალებს. მაგალითად, მოგების ან დაკარგვის სიგნალები. მოგების სიგნალის მაგალითი შეიძლება იყოს „შეიძინე ახლავე, სანამ მარაგები ხელმისაწვდომია“, ხოლო დაკარგვის მაგალითი - „არ გამოტოვოთ ეს შესანიშნავი შემოთავაზება“. მოგების სიგნალი გამოიყენება, იმ შემთხვევაში როდესაც გსურთ მომხმარებელს აღუძრათ „უნიკალურობის შეგრძნება“, ხოლო დაკარგვის სიგნალი გამოიყენება, როდესაც თქვენს მომხმარებელს სურს შეესაბამებოდეს მასას.
Xpertwriters.com-ის მარკეტინგის მენეჯერის, ჯუნ არმსტრონგის თქმით, მათ შეძლეს მოგების სტიმულირება 34%-ით ანქორინგის დახმარებით. რა არის ანქორინგი? იგი თავის სასარგებლოდ იყენებს ჩვენს მიდრეკილებას, მივიღოთ გადაწყვეტილებები პირველივე ინფორმაციაზე დაყრდნობით. უფრო კონკრეტულად, როდესაც საქმე შოპინგს ეხება, ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს არა მათ რეალურ ფასზე დაყრდნობით, არამედ შედარებითი ღირებულების მიხედვით.
ანქორინგი არის მიზეზი, რატომაც იხდით 100$-ს ყურსასმენებში, როდესაც თქვენი ბიუჯეტი 50$-ია, მხოლოდ იმიტომ რომ მათი თავდაპირველი ფასი 200$-ს შეადგენდა.თქვენ ყიდულობთ მათ, რადგან ფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი შემოთავაზებაა, მიუხედავად იმისა რა იყო თქვენი პირველადი გასახარჯი ბიუჯეტი.
ერთი რამ, რასაც ნეირომარკეტინგზე დაყრდნობილი ონლაინ ბიზნესები იყენებენ, არის „აი თრექინგი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იმ წერტილის დასადგენად, რომელსაც მომხმარებელი უყურებს, აგრეთვე მათი თვალების მოძრაობის თვალყურის სადევნებლად. ეს კეთდება სპეციალური თვალის სადევნებელი მოწყობილობების საშუალებით, რომლების აგროვებენ და იწერენ მონაცემებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოწინავე ნეირომარკეტინგული ხელსაწყოები, როგორიცაა FMRI და EEG შეიძლება არ იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სხვა მსგავსი საშუალებების დანერგვა, რათა საგრძნობლად გააუმჯობესოთ თქვენი გაყიდვები.
არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ონლაინ ბაზარი არის ძალა, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ. რადგან გაყიდვები ტრადიციული მეთოდებით შემცირდა, ონლაინ გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 15 წლის განმავლობაში. ანალოგიურად, რეკლამის ტრადიციულმა მეთოდებმა ადგილი დაუთმეს, უფრო ინფორმაციულ და ყოვლისმომცველ მეთოდებს.
კლიენტებს აქვთ უამრავი გზა, რათა მიიღონ ინგორმაცია საკუთარი შესყიდვების შესახებ. მათ დიდი ძალაუფლება აქვთ ხელთ და შეუძლიათ ერთი ხელის დაჭერით სამუდამოდ დატოვონ თქვენი ონლაინ მაღაზია. ამგვარად, ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენი პროდუქტი საუკეთესოდ იყოს წარდგენილი ონლაინ.
წარმოგიდგენთ ხუთ ძირითად სფეროს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტის აღწერის შექმნისას.
პირველი რამ, რაზეც უნდა დაფიქრდეთ პროდუქტის აღწერის შექმნისას არის, როგორ უნდა იძებნებოდეს იგი. კარგად დაწერილი, ოპტიმიზირებული პროდუქტის აღწერა ეკვივალენტურია იმისა, თუ როგორ წარმოაცენდით თქვენს პროდუქტს ფიზიკურ მაღაზიაში. SEO არის თქვენი განსაზღვრება, რომელიც მსოფლიოს ამცნობს თქვენი პროდუქტის შესახებ.
სანამ დაიწყებდეთ აღწერილობის შექმნას, გარკვეული დრო დაუთმეთ იმის გამოკვლევას, როგორ მოიძებნება იგი საძიებო სისტემაში. გაითვალისწინეთ თქვენი კონკურენტები, განსაკუთრებით ისინი, ვინც წარმატებას მიაღწია და გააანალიზირეთ, რომელ საკვანძო სიტყვებს გამოიყენებენ ისინი. ონლაინ არსებობს უამრავი რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სიტყვების პოვნაში.
მრავალსიტყვიანი, სპეციფიკაციებით გადატვირთული პროდუქტის აღწერა მოსაბეზრებელია. არ არის საჭირო ზედმეტი დეტალურობა, რადგან ამან შეიძლება პროდუქტის აღწერა ლექციას დაამსგავსოს და არ გამოიწვიოს არანაირი ჩართულობა მომხმარებლების მხრიდან. თქვენი აღწერები უნდა იყოს გამჭრიახი და დამაჯერებელი და ამის მიღწევის საუკეთესო გზაა, ფოკუსირება პროდუქტის პრაქტიკულად გამოყენებაზე .
დაგეგმვის ეტაპზე თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. ყველა მომხმარებელს სურს პროდუქტი, რომელიც იდეალურადაა მორგებული მათ საჭიროებებსა და სურვილებზე.
სასაცილო იქნებოდა საბავშვო სათამაშოს რეკლამირება მკაცრი და პროფესიონალური ტონით. ანალოგიურად, უადგილო იქნებოდა საოფისე ტექნიკის რეკლამირება ჟარგონის გამოყენებით. ხანდახან სასარგებლოა ქაღალდზე შექმნათ თქვენი იდეალური მომხმარებელი და დაფიქრდეთ, როგორ მიყიდიდით მათ საქონელს რეალურ ცხოვრებაში. თქვენი პროდუქტის აღწერა არის დიალოგი და თქვენი მომხმარებლები ენდობიან ენას, რომელიც მიმზიდველია მათთვის.
თუმცა თქვენი პროდუქტის აღწერის შექნისას მნიშვნელოვანია იდეალური ტექსტის შედგენა, ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ კარგად ერკვევით მოცემულ საგანში. ხშირად, გაყიდვების ეფექტურობა დამოკიდებულია გამყიდველის ცოდნაზე. არასდროსაა ზედმეტი, თქვენი პროდუქტის ღრმა ანალიზის ჩატარება.
ბევრი მომხმარებელი, განსაკუთრებით სპეციალიზირებული პროდუქტების, ეცდება საქმის დაჭერას ავტორიტეტულ გამყიდველთან.
თუ თქვენ შედგენილი გექნებათ ყოვლისმომცველი სპეციფიკაციების სია, ეს დაარწმუნებს მომხმარებელს, რომ თქვენ კარგად ერკვევით საგანში.
ამბის გადმოცემა ბოლო წლებში მარკეტოლოგების საყვარელ იარაღად იქცა, რადგან ადამიანებს უყვართ ისტორიები.
კარგად გადმოცემული ისტორია ართობს მომხმარებელს და აღუძრავს მას ამ ამბის გაგების ინსტინქტურ სურვილს. ამბის დასასრული კი გაყიდული საქონელია.
თუ გსურთ თქვენი პროდუქტის აღწერილობების ოპტიმიზაცია და გააფართოვოთ თქვენი გავლენა, როგორც გამყიდველმა, იფიქრეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის გადატანა CS-CART-ის პლატფორმაზე, რადგან მას აქვს მრავალფუნქციური CMS და მძლავრი SEO.
დღეს, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, “დომინოს“ ონლაინ მაღაზიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ სამშენებლო მასალა, ავეჯი, დეკორატიული
ნივთი თუ მცენარე. ყოველდღიურად ონლაინ მაღაზიას ემატება ყველა ის პროდუქცია რაც ფიზიკურადაა
„დომინოს“ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი.
კომპანიამ ონლაინ მაღაზიის შექმნა კომპანია ,,ჯეოფეის“ მიანდო.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება;
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია " თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან
✓ სასაწყობე პროგრამა 1C-სთან სინქრონიზაცია
✓ ინტეგრაცია "საქართველოს ბანკის" ონლაინ განვადების სისტემასთან (VISA/MASTERCARD)
✓ ვებ-გვერდის დიზაინის ინსტალაცია და დამატებითი მოდიფიკაციები
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.