როგორც ელექტრონული კომერციის მარკეტოლოგს, შენ გაქვს სამიზნე აუდიტორიის მოზიდვის უამრავი გზა. თუმცა ბევრი მათგანი მნიშვნელოვან ფულად ინვესტირებას მოითხოვს. ელექტრონული კომერციის მარკეტინგის სტრატეგიაში კონტენტის გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს შენი კონვერსიები ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
შენი მიზანი საკმაოდ მარტივია: მოიზიდო მომხმარებელი შენს ონლაინ მაღაზიაში და აყიდინო რაიმე. ამისათვის, საუკეთესო ხერხია, მიმზიდველი კონტენტის განთავსება. კონტენტ მარკეტინგის საუკეთესო ფორმა კი ვიზუალური კონტენტია.
იცოდით, რომ შეტყობინებას, რომელიც შეიცავს გამოსახულებებს, 650 - %ით მეტი ჩართულობა აქვს, ვიდრე მხოლოდ ტექსტის შემცველს.
სწორედ ესეთი ეფექტურობის გამო უნდა იყოს პრიორიტეტული ვიზუალური კონტენტის გამოყენება, თქვენს ციფრულ მარკეტინგის სტრატეგიაში.
ინფოგრაფიკების მნიშვნელობა არ არის სათანადოდ შეფასებული - მათ შეუძლიათ რეალურად გაზარდონ ვებგვერდის ტრაფიკი 12 %-ით. ეს მშვენიერი საშუალებაა მკითხველების ყურადღების მისაპყრობად და ინფორმაციის შესაჯამებლად.
გარდა ამისა, ისინი ძალიან ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელია.
იმისათვის, რომ ინფოგრაფიკებმა მეტი სარგებელი მოგვიტანოს, აუცილებელია დიზაინში დროის ინვესტირება და კარგი სიმბოლოების შერჩევა.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველ ვიდეოზე ან ბლოგ პოსტზე დაფუძნებული ინფოგრაფიკი. არსებული შინაარსის გამოყენება, თქვენი კონტენტის მაქსიმალურად გამოყენების შესანიშნავი საშუალებაა.
არსებობს ვიდეო მარკეტინგის უამრავი გზა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თქვენს სასიკეთოდ. მათ შორის მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს ვიდეო განხილვები.ისინი არ საჭიროებს ზედმეტ განმარტებას: საჭიროა ანახოთ მხოლოდ პროდუქტის ამოღება ყუთიდან. გაინტერესებთ მიზეზი?
პასუხი მარტივია: ეს ახლოსაა ადამიანურ ბუნებასთან და უქმნის მაყურებელს მოლოდინის შეგრძნებას, რომ თავადაც შეიძინოს ეს პროდუქტი და ჰქონდეს მსგავსი გამოცდილება.
ეს გზა საკმაოდ პირდაპირია და გულისხმობს პროდუქტის წინა პლანზე წამოწევას და მისი მახასიათებლების სიღრმისეულ აღწერას. ამის საუკეთესო მაგალითია Apple-ის ბრენდი, ვერავინ ახერხებს ამას მათზე უკეთ.
პროდუქტის ვიდეოებში თანხის ინვესტირება უდაოდ მომგებიანია, რადგან მომხმარებელთა 58% სანდოდ მიიჩნევს ისეთ კომპანიებს, რომლებიც აქვეყვებენ პროდუქციის ვიდეოებს, 71% კი თვლის, რომ ასეთი ვიდეოები პროდუქტის აღწერის საუკეთესო გზაა.
მომხმარებელთა გამოცდილების გაღრმავების საუკეთესო საშუალება ვიზუალური მხარეა, იგი უფრო ჩართულს ხდის მომხმარებელს. დღეს სოციალური მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებელთა ჩართულობის უზრუნველყოფაში და მომხმარბელიც უფრო ლოიალურია იმ ბრენდების მიმართ, რომლებიც მათ თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.
ბევრი ბრენდი საკუთარ სოციალური ქსელების პროფილზე, მომხმარებელთა პოსტების გაზიარებით ქმნიან საკუთარ კონტენტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სურათები არ არის პროფესიონალურად გადაღებული, მათი აუთენტური წარმომავლობა დიდ ზეგავლენას ახდენს მომხმარებელზე. ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, რამაც მის მრავალფეროვნებას შეუწყო ხელი. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა უდევს საფუძვლად სოციალურ მედიას. ინტერაქტიული ურთიერთობა ყველასთვის მომგებიანია. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით. მის ავტორებს კი მომხმარებლის დამოკიდებულების შესახებ ექმნებათ წარმოდგენა.
შესაძლოა, სლაიდშეარის საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ პლატფორმა გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, ვისაც სურს გაეცნოს ავტორიტეტულ რესურსებს კონკრეტულ თემაზე. თქვენი ტექსტების სლაიდებად გარდაქმნის გზით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი კონტენტი უფრო ხელმისაწვდომი გახადოთ სამიზნე აუდიტორიისთვის და მოახდინოთ თქვენი თავის პოზიციონირება, როგორც ღირებული რესურსის თქვენს ინდუსტრიაში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ინოვაციური გზა, რათა შეიქმნას უნიკალური კონტენტი ონლაინ მაღაზიისთვის , ერთი რამ უდაოა: ვიზუალური კონტენტი გადამწყვეტია. იგი საშუალებას გვაძლევს დავამყაროთ ურთიერთობა მომხმარებლებთან და მოვიზიდოთ მათი ყურადღება სხვადასხვა კრეატიული გზებით.
ონლაინ მაღაზია https://adress.ge/ წარმოგიდგენთ ქალის ტანსაცმლისა და თეთრეულის ბრენდულ კოლექციებს, როგორიცაა GERRY WEBER, ETAM და ORSAY.
კომპანიას
აქვს, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური მაღაზია მისამართზე
- პეკინის გამზირი #5.
ADRESS.GE-მ საკუთარი
ონლაინ მაღაზიის შექმნა კომპანია ,,ჯეოფეის“
მიანდო.
პროექტის
ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია
✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( VISA
/MASTERCARD პლასტიკური ბარათი).
✓ სასაწყობე პროგრამის სინქრონიზაცია ონლაინ მაღაზიასთან.
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
ფიზიკურ მაღაზიაში გაყიდვების გაზრდა შეიძლება პროდუქციის სწორად განთავსების გზით. იგივე ეხება ინტერნეტსაც. მოდით ვნახოთ რომელი მერჩენდაიზინგის ტექნიკა მუშაობს ელექტრონულ კომერციაში.
კლასიკური მერჩენდაიზინგი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ონლაინ მაღაზიებში შემდეგი პრობლემების გადასაჭრელად:
მოდით ვნახოთ რა და როგორ შეიძლება განთავსდეს ონლაინ მაღაზიის თაროებზე ამ პრობლემების გადასაჭრელად მერჩენდაიზინგის გზით.
მთავარი გვერდი თქვენი ონლაინ მაღაზიის ვიტრინაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორი თქვენს ონლაინ მაღაზიაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი სხვა გვერდის საშუალებით, ისინი ხშირად მთავარ გვერდს ეცნობიან, რათა შეექმნათ საერთო წარმოდგენა მაღაზიის ასორტიმენტის შესახებ.
მთავარი გვერდი უნდა იყოს შემუშავებული ისევე, როგორც ფიზიკური მაღაზიის ვიტრინა - სამომხმარებლო ქცევის თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე გამოყენებულ უნდა იქნას ყველა შესაძლო საშუალება, რათა ვიზიტორებმა მაღაზია არ დატოვონ და გადავიდნენ კატალოგის გვერდზე.
რა უნდა ვაჩვენოთ ონლაინ მაღაზიის მთავარ გვერდზე?
მთავარი გვერდი უნდა შეიცავდეს მოკლე ინფორმაციას მიწოდების და გადახდის, გარანტიების, სარგებლის და სოციალური მტკიცებულებების შესახებ. იდეალურ შემთხვევაში ეს ელემენტები ხილვადი უნდა იყოს საიტის ყველა გვერდზე.
ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებულ პროდუქტებს. ახალი, პოპულარული, ფასდაკლებული, თვის ან წელიწადის ბესტსელერები - განსაკუთრებული პროდუქტები შეიძლება მოცემული იყოს მთავარ გვერდზე, რამდენიმე ბლოკად. ყოველ შეთავაზებას უნდა ჰქონდეს სათაური, რათა მყიდველები მიხვდნენ, რას თავაზობთ მათ.
აირჩიეთ საქონლის კატეგორია დიდი კატალოგიდან. განათავსეთ სასურველი პროდუქტის კატეგორია ცალკე მენიუს ღილაკზე ან მთავარი გვერდის ბლოკზე. შეავსეთ ეს კოლექვია მოთხოვნადი პროდუქციით - ჩამოფასებული, ბესტსელერები, სეზონური საქონელი. აჩვენეთ მოთხოვნადი პროდუქტების რამდენიმე კატეგორია, სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.
თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ კლიენტების ყურადღება ვიზუალური ელემენტებით - ფერი, შრიფტი, ელემენტების ზომა და ა.შ. შეისწავლეთ Eye tracking (მიდევნება თვალის მოძრაობაზე) ტექნოლოგიის ექსპერიმენტებს და მოათავსეთ ბლოკები ონლაინ მაღაზიის ყველაზე ხილვად ადგილებში.
მონიშნეთ ბლოკის ელემენტები, რომლებსაც გინდათ, რომ პირველ რიგში მიექცეს ყურადღება მარკეტინგული ტაგების საშუალებით - პატარა ლეიბლებით და სიმბოლოებით.
ხელი შეუწყეთ მეტი საქონლის გაყიდვას. შეეცადეთ დაამატოთ შესაბამისი აქციები და სპეციალური შეთავაზებები ცალკე ბლოკებში ან სათაურის ქვეშ მყოფი სლაიდერით. ეს ტექნიკა ფართოდ გამოიყენება, რადგან მან დაამტკიცა თავისი ეფექტურობა.
არ არსებობს ერთი სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ყველა შემთხვევისთვის. თქვენ ფოკუსირება უნდა მოახდინოთ პროდუქტის კატეგორიებზე, პროდუქციის ასორტიმენტზე, საქონლის თვისებებსა და იმ ბლოკების რაოდენობაზე, რომლებიც უნდა განათავსოთ საწყის გვერდზე. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას მერჩენდაიზინგში.
მთავარი გვერდი არის მაღაზიის ვიტრინა. კატეგორიების გვერდი კი მაღაზიის ინტერიერი - გაყიდვების სივრცე. ოფლაინ მაღაზიის ინტერიერის გეგმის შემუშავებისას მოვაჭრეები ითვალისწინებენ მომხმარებელთა ნაკადის მარშრუტს. მსხვილი მოვაჭრეები საკუთარი ძალებით აწარმოებენ გამოთვლებს და ექსპერიმენტებს, რათა იპოვონ საუკეთესო ლოკაცია პოპულარული და ძვირადღირებული პროდუქციის განსათავსებლად. იგივე მეთოდიკა გამოიყენება ელექტრონულ კომერციაშიც.
მერჩენდაიზინგის ხრიკები აქ თითქმის იგივეა, რაც მთავარ გვერდზე, იმ განსხვავებით, რომ კატეგორიების 80-90% დაკავებულია პროდუქციის ბლოკებით.
მცირე ასორტიმენტის მქონე მაღაზიებში, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ განათავსოთ დიდი ბლოკი ნავიგაციის ფილტრით. მსხვილი ონლაინ მოვაჭრეები კი, ქვეკატეგორიების ბლოკს ათავსებენ მთავარი კატეგორიების გვერდზე.
იმისათვის, რომ ახალმა პროდუქტებმა, ან ისეთმა პროდუქტებმა, რომლებიც სწრაფად უნდა გაიყიდოს, მიიზიდოს მყიდველთა ყურადღება, კატეგორიის გვერდზე შეიძლება განთავსდეს ამ პროდუქციის კოლექციებად დაჯგუფებული ბანერები.
ონლაინ მარკეტინგში, შეკვეთების საერთო რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენება პროდუქციის გვერდი, თუმცა კატეგორიების გვერდიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, რათა შევახსენოთ მყიდველებს მსგავსი პროდუქციის შესახებ.
მომხმარებელთა ქცევის და ყურადღების სამართავად, ონლაინ მაღაზიებში აქტიურად იყენებენ ფილტრის პარამეტრებს. როდესაც გადადიხართ კატეგორიის გვერდზე, ფილტრების ფუნქციები ისეა დაყენებული, რომ მომხმარებლებმა დაინახონ ის პროდუქცია, რომლის ჩვენებაც უნდა გამყიდველს.
ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც გამოიყენება ფიზიკურ მაღაზიებში. თუ მყიდველებს შეუძლიათ იპოვონ ან მიიღონ საჭირო საქონელი ძალისხმევის გარეშე, ბრუნვა იზრდება 30-70% -ით. ეს პრინციპი ფუნდამენტურია ინტერნეტ-მაღაზიებისა და ბაზრებისთვის და გათვალისწინებული უნდა იქნას, სტრუქტურის განვითარების ადრეულ ეტაპზე.
იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ კლიენტების გადაადგილებას მაღაზიაში და სასურველი ნივთების ადვილად მოძიებას, შეგიძლიათ:
პროდუქტის გვერდის წყალობით, ჩვენ პროდუქტის პრეზენტაციის გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს ონლაინ, ვიდრე ოფლაინ. ადამიანები ინფორმაციას გაცილებით უკეთ აღიქვავენ კომპიუტერის ეკრანთან ჯდომისას, ვიდრე დახლებში სიარულისას.
პროდუქტის გვერდის დახმარებით მერჩენდაიზინგის ამოცანების გადასაჭრელად, საჭიროა დეტალურად შეისწავლოთ თქვენი კლიენტების საჭიროებები და გაიგოთ , რას აქცევენ ისინი ყურადღებას პროდუქციის შერჩევისას. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ინფორმაციის შეგროვება და გვერდზე განთავსება. მოაქციეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირველ გვერდზე.
"ყველაფერი რაც გსურს, ყველაფერი რაც გჭირდება, მიიღე სახლიდან გაუსვლელად" – ეს გახლავთ wishlist.ge-ს დევიზი, რომელიც პირველი სრული ასორტიმენტის ინტერნეტ მაღაზიაა საქართველოში.
wishlist.ge გთავაზობთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ყველანაირი ტიპის პროდუქტი, რაც გჭირდებათ (გარდა საკვები და მალფუჭებადი პროდუქტებისა).
ონლაინ მაღაზია wishlist.ge-მ კომერციული ინტერნეტ მაღაზიის შექმნა და ტექნიკური მხარდაჭერა კომპანია ,,ჯეოფეის" მიანდო.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია გადახდის არხის სისტემებთან;
✓ ინტეგრაცია ,,VTB ბანკის“ ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ,,თიბისი ბანკის“ ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ,,კრედო ბანკის“ ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ,,SPACE” განვადების სისტემასთან;
✓ სასაწყობე პროგრამასთან სინქრონიზაცია;
✓ დამატებითი მოდიფიკაციები;
✓ ვებ-ჰოსტინგი;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ყოველთვიურ ტექნიკურ მხარდაჭერას!
CS-Cart და Multi-Vendor 4.10.1-ში, დაინერგა პროდუქციის ვარიაციების ფუნქციის ბოლო ვერსია.
პროდუქტის ვარიაციები ამარტივებს მსგავსი პროდუქტების მართვას და უფრო ეფექტურს ხდის მომხმარებლებისთვის პროდუქციის დემონსტრირებას. ვარიაციები აგრეთვე ეხმარება მომხმარებელს იპოვოს სასურველი პროდუქტი, განსხვავებული მახასიათებლების მქონე ანალოგიურ პროდუქტებში.
როგორ ფუნქციონირებს პროდუქტის ვარიაციები
ნებისმიერი პროდუქტს, რომელსაც გააჩნია თუნდაც ერთი მახასიათებელი, შესაძლებელია ჰქონდეს ვარიაციები. მაგალითად ავიღოთ სმარტფონი.
ვთქვათ, თქვენ ყიდით გარკვეულ სმარტფონის მოდელს. ეს მოდელი წარმოდგენილია სამ ფერში - შავი, ლურჯი და თეთრი, მოცულობით 32 და 64 გბ. ამ შემთხვევაში ფერი და მეხსიერების მოცულობა, პროდუქტის მახასიათებლებია. ვარიაციები გენერირდება ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე.
პროდუქტის ვარიაციების გენერირებამდე, შექმენით სასურველი მახასიათებლები პროდუქტის განყოფილებაში Products → Features. თითოეული მახასიათებლისთვის, აირჩიეთ ერთ-ერთი დანიშნულება:
ცალკეული პროდუქტის ვარიაციები: ამ მახასიათებლის მქონე პროდუქტის ვარიაციები კატალოგში დაიკავებენ ცალკე მდგომ პოზიციას და ექნება უნიკალური SEO სახელწოდება. მაგალითად, ეს ფუნქცია იდეალურია ფერის მახასიათებლისთვის - მაღაზიის ძიების შედეგად მომხმარებელი ნახავს სმარტფონის ყველა ფერს.
ერთი პროდუქტის ვარიაციები: ამ მახასიათებლის მქონე პროდუქტის ვარიაციებს არ ექნებათ ცალკე პოზიცია კატალოგში - ისინი დაჯგუფებული იქნებიან ერთი პროდუქტის კატეგორიის ქვეშ.აირჩიეთ ეს ფუნქცია, რათა არ შეიტანოთ კატალოგში ერთმანეთის მსგავსი პროდუქცია. მაგალითად გამოიყენეთ ეს ფუნქცია ზომისა და მეხსიერების მოცულობის მახასიათებლებისთვის. მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს სასურველი პროდუქტის ვარიაცია მთავარი(ძირეული) პროდუქტის გვერდზე.
პროდუქტის ვარიაციების კონფიგურაცია:
ადმინს ვარიაციების კონფიგურირება, ჩვეულებრივი პროდუქტის მსგავსად შეუძლია.
ინდივიდუალური ფასის და კატეგორიის მითითება;
თითოეული ვარიაციისთვის რამოდენიმე სურათის ატვირთვა;
ინდივიდუალური ტრანსპორტირების ფუნქციის მითითება;
საბითუმო ფასდაკლების დადგენა;
პროდუქტის ვარიაციების შექმნა და ატვირთვა;
მომხმარებლებს საშუალება აქვს;
მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გამოწერის გზით მიიღოს ინფორმაცია სასაწყობე მარაგებზე და მათ ცვლილებებზე;
ფილტრების ჩართვა ვარიაციების მიხედვით;
პროდუქტის გვერდზე ყველა შესაძლო ვარიაციის ჩვენება.
Paradisi.ge სპორტული ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიაა, რომელიც საქართველოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია.
ის ონლაინ მაღაზიის პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ
მომხმარებელს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, შეუძლია შეიძინოს მისთვის
სასურველი ორიგინალი პროდუქცია და მიიღოს სახლში უმოკლეს დროში.
საყურადღებოა
რომ საიტზე ნაყიდი ყველა პროდუქტი არის ორიგინალი. შესაბამისად, მაღალი ხარისხი
კომპანიის მთავარი უპრატესობაა.
Parasisi.ge-მ ონლაინ მაღაზიის შექმნა კომპანია ,,ჯეოფეის“ მიანდო.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება;
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია " თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან;
✓ სასაწყობე პროგრამა 1C-სთან სინქრონიზაცია;
✓ ვებ-გვერდის დიზაინის ინსტალაცია და დამატებითი მოდიფიკაციები;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
დღეს წარმოუდგენელია ონლაინ მაღაზიებმა შეწყვიტონ არსებობა. პირიქით, მათი რიცხვი ყოველდღიურად საგრძნობლად მატულობს. მიეცით მომხმარებელს ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა და თქვენი ბიზნესი გავითარების ახალ საფეხურზე გადავა.
მიუხედავად იმისა, ყიდით რაიმეს ექსკლუზიურად ონლაინ, თუ ონლაინ გაყიდვები თქვენი ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ელექტრონული ვებ-გვერდის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენი წარმატებისთვის. თუ აპირებთ თქვენი ონლაინ მაღაზიისთვის ახალი დიზაინის შექმნას ან არსებულის შეცვლას, ეს სტატია თქვენთვის არის.
ნუ აიძულებთ მომხმარებლებს, გაიარონ უამრავი პროცედურა ნივთის საყიდლად. თქვენ გააქცევთ კლიენტებს.
რაც უფრო ჩახლართულია ნავიგაცია თქვენს გვერდზე, მით უფრო დაბალია საიტის კონვერსიის მაჩვენებელი. გვერდის ნავიგაცია უნდა იყოს მარტივი და ინტუიტიური. გამოიყინეთ საიტზე მარტივი UX დიზაინი.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ელექტრონული მაღაზია თაღლითურად ცდილობს მომხმარებელთა თანხების მითვისებას. თქვენი ამოცანაა, ნდობის მოპოვების გზით, დაარწმუნოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ვიზიტორები, რომ თქვენ არ ხართ ერთ-ერთი მათგანი.
ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა:
შესთავაზეთ მომხმარებელს სანდო ვებ-ჰოსტინგი. ამით თქვენ თავიდან აირიდებთ საიტის უმოქმედობას და უზრუნველყოფთ ვებ-გვერდის სწრაფ ჩატვირთვას.
სტატისტიკური მონაცემებით, ინტერნეტ მომხმარებლების 20% არ დაელოდება საიტის ჩატვირთვას, თუ ის 3 წამზე მეტ ხანს იტვირთება. მეტი მოთმინებით გამოირჩევიან მობილური მოწყობილობებით შემოსული ვიზიტორები, რადგან ისინი ამ შეფერხებას მობილურ პროვაიდერს აბრალებენ.
დღეს ვიზიტორების უმრავლესობა არ შედის თქვენს საიტზე დესკტოპისა და ნოუთბუქის საშუალებით. ვებ-ტრაფიკის 52%, მოდის მობილურ მოწყობილობებზე.
თუ თქვენი ელექტრონული კომერციის საიტი არ არის გათვლილი მობილური მოწყობილობებისთვის, სავარაუდოა, რომ ამით თქვენი ბიზნესი იზარალებს და მოგება წილად ხვდება თქვენს წინდახედულ კონკურენტებს.
როდესაც ქმნით ელექტრონული კომერციის გვერდს, დატესტეთ იგი სხვადასხვა მობილურ მოწყობილობებზე. თუ შემოწმებისას აღმოაჩენთ რაიმე სახის პრობლემებს, გამოასწორეთ ისინი, რათა ამან არ იმოქმედოს საიტის კონვერსიაზე.
მომხმარებლებს პროდუქტის შეძენამდე სურთ შეიტყონ, რას ფიქრობენ მასზე სხვები. კვლევების მიხედვით მომხმარებელთა 95%, ნივთის შეძენამდე ეცნობა სხვების ონლაინ მიმოხილვებს.
საბედნიეროდ, დღეს პოპულარული ელ. კომერციის პლატფორმები, მაგალითად CS-CART გვაძლევენ შესაძლებლობას დავამატოთ ეს ფუნქცია ჩვენს საიტზე. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქციის რეკლამირების შესანიშნავი საშუალებაა, აგრეთვე იგი უზრუნველყოფს აუდიტორიის ჩართულობას თქვენს გვერდზე.
თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ყველა ზემოთ აღნიშნული პუნქტი, მაგრამ თუ თქვენი საიტი არ არის ვიზუალურად მიმზიდველი, თქვენ ვერ დააინტერესებთ კლიენტებს. თვენი გვერდის ვიზიტორები მომენტალურად იღებენ გადაწყვეტილებას, ამიტომ საიტზე გამოყენებული დიზაინი და ფოტომასალა უნდა იყოს ხარისხიანი.
თქვენი ონლაინ მაღაზია უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ფიზიკური მაღაზიის ვიტრინა და ამისათვის რამოდენიმე ხრიკიარსებობს. პირველ რიგში, მოათავსეთ ნივთები თეთრ ფონზე. ეს მიმზიდველად გამოიყურება ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის და აადვილებს ნივთის დეტალების გარჩევას.
მეორე ვარიანტია,გამოიყენოთ ფოტოები, სადაც ნივთის მოხმარების პროცესია ასახული.ეს განსხვავებულ პერსპექტივაში წარმოაჩენს საგანს და დაეხმარება მომხმარებლებს წარმოიდგინონ, როგორ მოიხმარენ თქვებს პროდუქციას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როდესაც საქმე ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდს ეხება, მომხმარებელთა გამოცდილების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენი მოგების გასაზრდელად. საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ ამ მიზნის მიღწევა, თუ დაიცავთ წარმატებული ონლაინ მაღაზიის დიზაინის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა მარტივი და ინტუიციური დიზაინი, სანდო ჰოსტინგი და სწორედ არჩეული ელექტრონული კომერციის პლატფორმა.
Smarter.ge წარმოადგენს პირველ ინოვაციურ ტექნიკის მაღაზიას საქართველოში.
ონლაინ მომხმარებლების 60-80% ტოვებს თავის კალათას. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანები აპირებდნენ ნივთის შეძენას, მაგრამ ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულები მის საჭიროებაში. კალათის მიტოვების მიზეზი შესაძლებელია იყოს ასევე შეუსაბამო ფასი ან ვებ-გვერდის გაუმართაობა, მაგრამ ეს პრობლემებიც გამოსწორებადია.
ამ სტატიაში განვიხილავთ სხვადასხვა გზებს, რომელთა საშუალებითაც შეიძლება გაზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დაამატებენ ნივთებს კალათაში და ბოლომდე მიყვებიან ყიდვის პროცესს.
ქვემოთ ჩამოთვლილი მინიშნებები დაგეხმარებათ აქციოთ თქვენს მაღაზიაში შემოსული სტუმრები მყიდველებად.
ეს თითქოს აშკარაა, მაგრამ ბიზნესების უმეტესობა უხსნის მყიდველს პროდუქტის შინაარსს და არა იმას, რა სარგებელს მოუტანს ეს ნივთი მყიდველს და როგორ გააუმჯობესებს მის ცხოვრებას. თუ მომხმარებელი გააცნობიერებს ამას, ბევრად მარტივი იქნება მისი დარწმუნება იმაში, რომ თქვენი პროდუქცია მისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
თქვენ არ გევალებათ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება ან ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა. თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მომხმარებელს იმის წარმოდგენაში, თუ როგორ მოიხმარენ ისინი ამ პროდუქტს. დაარწმუნეთ ისინი მოცემული ნივთის აუცილებლობაში.
პროდუქტის დამზადების პროცესის გაზიარება ხდის თქვენს კომპანიას გამორჩეულს და იზიდავს მომხმარებლის ყურადღებას. თქვენ მარტივად შეგიძლიათ დეტალური ფოტოების განთავსება ონლაინ ჩამონათვალში. ასევე, შეგიძლიათ ატვირთოთ დამზადების პროცესთან დაკავშირებული ვიდეო ან ბლოგ პოსტი.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი კონკურენტებიც მიმართავდნენ ამ ხერხს, მყიდველმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ეს მიღებული ნორმაა. ის ფაქტი, რომ თქვენ ეს აღნიშნეთ, არწმუნებს მომხმარებელს თქვენს გამორჩეულობაში და საბოლოოდ ის არჩევანს თქვენს პროდუქციაზე აჩერებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ ბრბოს აყოლილი ქმნილებები. თუ თვენ მიერ წარმოებული პროდუქცია ათასობით ადამიანს მოსწონს, სხვა მყიდველებიც ჩათვლიან, რომ ღირს მისი შეძენა.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ მოახერხოთ რეკომენდაციის მიღება თითოეული მომხმარებლისგან, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ენდობა თქვენს ბრენდს. მაგალითად, „შეუერთდით ასობით ადამიანს, რომლებმაც აირჩიეს ჩვენი პროდუქცია“. მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენ არ აკეთებთ ყალბ განცხადებებს და არ შეგყავთ მყიდველი შეცდომაში.
როგორია თქვენი სამუშაო გარემო. სად მზადდება თქვენი პროდუქცია?
მაგალითად, სუფთა სამზარეულოში დამზადებული ნამცხვრები უფრო ხარისხიანად მიიჩნევა, ვიდრე ნამცხვრები რომელთა დამზადების გარემო და პირობები არაა ნაჩვენები.
შემოქმედის პროდუქცია უფრო ორიგინალურად და ავთენტურად გამოიყურება, როდესაც ის დამზადებულია სტუდიაში, რომლის ექსტერიერიც დამშვენებულია აგურითა ან ხით და მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
თქვენი სამუშაო სივრცის ფოტოების გავრცელება შეიძლება არ იყოს ის რაც მომხმარებელს აინტერესებს, მაგრამ ის აუცილებლად აღნიშნავს კომპანიის პროფესიონალიზმს. ამგვარად, შეგიძლიათ მომხმარებლის ნდობის მოპოვება, ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ საქმეს სერიოზულად უდგებით.
თუ ვათვალიერებ ონლაინ მაღაზიას, რომელიც ნაკლებად ცნობილია, მეტად სკეპტიკურად ვარ მის მიმართ განწყობილი. მრავალი ამბავი მომისმენია, რომელშიც პროდუქტის გამოწერისას ის ან დროზე გვიან ჩამოსულა ან კი საერთოდ არ ჩამოსულა. ასევე ყოველთვის არის საშიშროება იმისა რომ პროდუქტი ისეთი არაა, როგორიც ფოტოში. შემოგთავაზებთ რამდენიმე ხრიკს იმისათვის რომ მოიპოვოთ მომხმარებლის ნდობა.
თუ ასობით ადამიანი კარგად აფასებს თქვენს პროდუქტს, ან თუნდაც რაიმე შეკითხვა აქვთ, აუცილებლად მიეცით შესაძლებლობა რეკომენდაციის დაწერის. ეს თქვენს პოტენციურ მომხმარებელს დაარწმუნებს თქვენი პროდუქტის ხარისხში.
ბევრი მომხმარებელი რეკომენდაციის დაწერაზე არ ფიქრობს. ამიტომ თქვენ მათთვის თხოვნა მოგიწევთ. არსებობს ორი ვარიანტი: თხოვოთ პროდუქტის შეძენიდან რამდენიმე დღეში, ან დროდადრო ერთი წლის განმავლობაში.
გამოიყენეთ ეს დრო გამოსადეგი გამოხმაურებების შეგროვებაში, რაც ასევე დაგეხმარებათ პროდუქტის გაუმჯობესებაში. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები: "როგორ გამოიყენეთ ჩვენი პროდუქტი?" ან "რა არის ჩვენი პროდუქტის ყველაზე ძლიერი მხარე?", რომელიც სჯობს ზოგად კითხვებს მაგალითად "შეაფასეთ ჩვენი პროდუქტი". მომხმარებლების უმეტესობას დიდი დრო არ ექნება რეკომენდაციის დასაწერად. ამ გამარტივებული მეთოდით კი მეტ და გამოსადეგ რეკომენდაციას მიიღებთ.
როგორ ფიქრობთ, იქნება კომპანია უფრო სანდო თუ ის გარანტიას გაძლევთ, რომ პროდუქტის დაზიანების შემთხვევაში თქვენი ფული ანაზღაურდება? აღნიშნეთ თქვენს სადაზღვეო პოლისში, რომ თქვენ ზრუნავთ მომხმარებელზე და პროდუქტზე.
ყველა კომპანიას არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იქნება პროდუქტით და უკმაყოფილობის შემთხვევაში დააბრუნოს ფული. მაგრამ სამაგიეროდ შეუძლია უფასო შეკეთების სერვისის შეთავაზება გარკვეული დროის ფარგლებში.
ხელოვნების და შემოქმედების დადებითი მხარეა ის, რომ თქვენ არ გჭირდებათ სერტიფიკატები თქვენი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად, მაგრამ ამ ფაქტს უამრავი ადამიანი იყენებს, რომელიც ცდილობს თავისი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვას. რითი გამოირჩევით მათგან? განმარტეთ რატომ ხართ საკმარისად კვალიფიცირებული თქვენი პროდუქციის გასაყიდად, ამით თქვენი მომხმარებლების ნდობას დაიმსახურებთ და გაუქარწყლებთ ეჭვებს, რომ თქვენი მოქსოვილი ახალი ქუდი გაირღვევა ან თქვენი საპონი გამონაყარს გაუჩენს.
თუ თქვენ არ ფლობთ ჯილდოებს და სერტიფიკატებს, მაგრამ უამრავი დრო დაუთმეთ მასალების/ინგრედიენტების შესწავლას, ესეც აღსანიშნია. ან იქნებ რომელიმე ცნობილი კომპანია გასპონსორებთ. ის ფაქტი, რომ თქვენს გვერდით ძლიერი კომპანია დგას, კიდევ უფრო დაარწმუნებს თქვენს კლიენტებს, რომ თქვენი პროდუქცია სანდოა.
კიდევ ერთი სფერო, რომელიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან. მნიშვნელოვანია თქვენი და მომხმარებლის ფასეულობები ემთხვეოდეს, რადგან ამგვარად თქვენ მის ერთგულებასა და ნდობას მოიპოვებთ.
მომხმარებლის დაკმაყოფილება თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს. მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ ზრუნავთ მასზე და რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი გადახდილ ფასს შეესაბამება.
მაგალითად, თუ ცხოველთა უფლებების დაცვა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, შეგიძლიათ აღნიშნოთ რას აკეთებთ მათ მხარდასაჭერად. ეს შეიძლება იყოს შემოწირულობა თქვენი მოგებიდან ან მოხალისეობა ცხოველთა თავშესაფარში.
თუმცა ამით პროდუქტის არსი არ იცვლება, მომხმარებელი იგრძნობს უფრო ღრმა კავშირს და უფრო გენდობათ, რადგან თქვენც ისევე ზრუნავთ ცხოველებზე, როგორც ისინი.
მომხმარებელთა მიერ კალათის მიტოვების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ფინანსებთან დაკავშირებული გაუგებრობები. წარმოგიდგენთ რამდენიმე საკითხს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
იყავით გულწრფელნი მომხმარებლების წინაშე, როდესაც საქმე პროდუქტის საბლოო ფასს ეხება. დაუსახელეთ მომხმარებელს პროდუქტის და მისი მიტანის სერვის დაახლოებითი ფასი. დააფიქსირეთ მიტანის სერვისისა და დამატებითი გადასახადების ღირებულება.
თუ საფოსტო სერვისების საფასური ძალიან მაღალია, თქვენ შეგიძლიათ მიამატოთ ამ თანხის ნაწილი პროდუქტის საფასურს.
შეეცადეთ გქონდეთ რამდენიმე ვარიანტი, როდესაც საქმე ეხება ტრანსპორტირებას. როდესაც დაჩქარებული მიტანა ღირს 35 ლარი, მშვენიერი ვარიანტია 10 ლარის გადახდა სტანდარტულ მიტანაში.
თუ თქვენს ონლაინ მაღაზიას სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც სტუმრობენ, დაამაატეთ მათთვის ვალუტის კონვერტაციის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მათ ეცოდინებათ პროდუქციის ზუსტი ფასები და არ დასჭირდებათ კალკულატორი ღირებულების გამოსათვლელად.
დღესდღეობით, ონლაინ სივრცეში რთულია მომხმარებლის ყურადღების დიდი ხნით მიპყრობა, ამიტომ თქვენი ონლაინ მაღაზია უნდა იყოს სწრაფი და მარტივი. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი საიტი და დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.
იქონიეთ მარტივი და გასაგები ვებდიზაინი, ყველა ღილაკს მიუთითეთ შესაბამისი სახელწოდება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია გვერდის კრეატიულად გაფორმება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექსტის უმნიშვნელო ცვლილებებმაც კი შესაძლოა დიდი ზეგავლენა მოახდინოს კომპანიის გაყიდვებზე. მაგალითად, ღილაკ “ყიდვა”-ს ნაცვლად, “დაამატე შენს კარადას” განთავსება შესაძლოა სახალისოდ და კრეატიულად ჟღერდეს, თუმცა ამან შესაძლოა დააბნიოს მომხმარებელი. ამიტომაც მნიშვენლოვანია გახადოთ თვალნათელი ყველა ღილაკის ფუნქცია.
თუ თქვენი საიტის გასახსნელად რამდენიმე წამზე მეტია საჭირო, მომხმარებელი არ დაელოდება საიტის ჩატვირთვას და გათიშავს მას. ამიტომაც,ღირს ბიუჯეტის გამეტება გვერდის განვითარებისთვის, რათა უზრუნველყოთ მისი სისწრაფე და სტაბილურობა.
თუ თქვენს ონლაინ გვერდს გაუგებარი და რთული საგადასახადო პროცედურები აქვს, ავალდებულებს მომხმარებელს დარეგისტრირდეს თქვენს საიტზე, მომხმარებელი შეწუხდება და სასურველ პროდუქტს სხვა, შედარებით დალაგებული ონლაინ მაღაზიიდან შეიძენს. ამიტომაც ნუ შეაწუხებთ მომხმარებელს ზედმეტი პროცედურებით- გაუმარტივეთ საქმე და დაუზოგეთ დრო.
ამგვარად, ბლოგში გადმოვეცით რამდენიმე ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ,,დაინტერესებული“ მომხმარებელი ,,მყიდველად“. როგორ და რა სახით გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი, როგორ მოვიპოვოთ მათი ნდობა და ვიყოთ მომხმარებლის თვალში ერთგული და პოპულარული.
ონლაინ მაღაზია compi.ge გთავაზობთ კომპიუტერული ტექნიკის, ტექ-სერვისის, მობილური ტელეფონების და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს. მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს სასურველი მოწყობილობა.