ონლაინ მაღაზია გაცილებით იაფი შესანახი და სამართავია, ვიდრე ფიზიკური, მაგრამ როგორ უნდა უზრუნველვყოთ მისი წარმატება. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას ონლაინ ანტერპრენერისთვის.
მობილურმა მოწყობილობებმა და პლანშეტებმა მნიშნელოვნად შეცვალეს სავაჭრო პროცესი და შესყიდვის გზები. დღევანდელ დღეს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთის შეძენა სავარძლიდან აუდგომლად. აქედან გამომდინარე, მუდმივად ჩნდება ახალი ონლაინ მაღაზიები, მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტის მოსამარაგებლად.
ონლაინ მაღაზიის შექმნა შეიძლება ერთი შეხედვით ადვილი ჩანდეს, დომეინი, კარგი ჰოსტინგი, კონტენტის მართვის სისტემა და თემა.
სინამდვილეში, საკმაოდ რთულია კარგი ონლაინ მაღაზიის შექმნა და კიდევ უფრო ძნელია გახადო იგი წარმატებული და მოსახერხებელი. ქვემოთ მოყვანილი სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ გადალახოთ სირთულეები და გახდეთ წარმატებული ონლაინ მაღაზიის მფლობელი.
მთავარი გვერდი კომპანიის სახეა. აქედან გამომდინარე, ის მარტივად წაკითხვადი და გასაგები უნდა იყოს. თქვენი მომხმარებლები აფასებენ ძვირფას დროს, ამიტომაც ისინი არ მოუნდებიან იმის გარკვევას, თუ რას ყიდით თქვენ ან რა სერვისს სთავაზობთ. ეცადეთ, გადასცეთ მომხმარებელს ინფორმაცია მოკლედ და კონკრეტულად. ნუ დაწერთ, როდის იყო თქვენი კომპანია დაარსებული და რამდენი თანამშრომელი გყავთ შტატში, შეინახეთ ეს ინფორმაცია გვერდისთვის „ჩვენს შესახებ“. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები, მაგრამ აქ საუბარია ზოგად შემთხვევაზე.
ეს ერთ-ერთი ჩვენი პროექტის საწყისი გვერდის "სქინშოტია". მასზე ვერ შეხვდებით ვრცელ ტექსტსა და შეუსაბამო ინფორმაციას. თქვენ წამებში მიხვდებით, რას გთავაზობთ ონლაინ მაღაზია.
აგრეთვე, საიტის ნავიგაციის გასამარტივებლად, საწყის გვერდზე სასურველია მოცემული იყოს პროდუქციის კატეგორიები. ასევე, ბანერები, სპეციალური შეთავაზებებითა და აქციებით.
საწყის გვერდზე სასურველია განათავსოთ კონტაქტები და ონლაინ ჩატი, რათა სწრაფად უპასუხოთ მომხმარებლის კითხვებს. ეს არის საუკეთესო საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში ყველაზე სწრაფ რეაგირებას სთავაზობს.ონლაინ ჩატს აქვს მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების უმაღლესი დონე (73%), ვიდრე ელ-ფოსტას (61%) და ტელეფონს (44%).
იფიქრეთ თქვენს ონლაინ მაღაზიაზე, როგორც ფიზიკურზე, თქვენი კატეგორიების გვერდი, უნდა შეიცავდეს ქვე-განყოფილებებს. აჩვენეთ მომხმარებელს რა გიდევთ „თაროებზე“: განათავსეთ პროდუქციის ფოტოები, დაამატეთ კალათის ფუნქცია და სხვა სასარგებლო ინფორმაცია (მოკლე აღწერა, რეიტინგი და ა.შ.)
ზოგიერთი ონლაინ მაღზია იყენებს ფუნქციას სწრაფი ნახვა (quick view), თუმცა იგი ამცირებს გვერდების ნახვის რაოდენობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს გახსნას თითოეული პროდუქტის გვერდი ცალკე ფანჯარაში.
დატესტეთ სხვადასხვა ვერსია, რათა მიხვდეთ რომელი მიდგომაა თქვენთვის ყველაზე მისაღები. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი პროდუქციის ასორტიმენტზე და მომხმარებელზე, რომელსაც ემსახურებით.
თუ თქვენ ონლაინ მაღაზიის მფლობელი ხართ, პროდუქციის გვერდებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენი ბიზნესისთვის. სწორედ მათ უნდა აქციონ საიტის სტუმრები თქვენს მომხმარებლებად. საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს იმ ინფორმაციის ხარისხი და რაოდენობა, რომელსაც თქვენ აწვდით მომხმარებელს პროდუქციის შესახებ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამისათვის საჭიროა 1000 სიტყვიანი აღწერა; თქვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და ლაკონურად გადასცეთ შესაბამისი ინფორმაცია, ასე რომ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული და ადვილად გასაგები.
ქვემოთ მოყვანილია პროდუქტის გვერდის აუცილებელი კომპონენტები:
დარწმუნებული ვარ გინახავთ, როგორ არჩევენ ადამიანები პროდუქციას სუპერმარკეტებში. ისინი ყურადღებით შეისწავლიან პროდუქტს, მის ფერს, ფორმას, შეფუთვას, ასევე იზომავენ ტანსაცმელს, რათა შეისწავლონ ქსოვილის ფაქტურა და ა.შ. მაგრამ ისინი იგივეს ვერ გააკეთებენ თქვენს ონლაინ მაღაზიაში, ამიტომ თქვენ უნდა შეავსოთ ეს საინფორმაციო ნაპრალი.
გამოიყენეთ კარგი ხარისხის ფოტო მასალა დაზუმების ეფექტით, აგრეთვე ფერის შერჩევის ფუნქცია, ეს უკანასკნელი ეხება მხოლოდ პროდუქტებს, რომელთა კონფიგურირება არის შესაძლებელი.
თქვენ შეგიძლიათ დაურთოთ პროდუქციის მოკლე აღწერა სწრაფი სკანირებისას და უფრო ვრცელი აღწერა ტექნიკურ დეტალებში. გარდა ამისა, დიდი ძალისხმევაა საჭირო პროდუქციის დახასიათების დასაწერად, რადგან იგი უნდა იყოს უნიკალური.
თუ პროდუქტი ჩამოფასებულია, მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაცია; შეადარეთ ძველი ფასი ახალს.
ონლაინ მაღაზიების უმეტესობაში ნაჩვენებია ფასები და ეს გასაკვირი არაა, რადგან მყიდველს ურჩევნია იცოდეს რას უნდა მოელოდეს თქვენგან. მით უმეტეს, როდესაც საქმე ფულს ეხება, არავის უნდა მისი შემოსავალი უსაფუძვლო რისკის ქვეშ დააყენოს.
რეკლამირება გაუკეთეთ ფასდაკლებულ პროდუქციას.
მოდით ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ თქვენი პირველი მიზანი, არა დიზაინი და ლამაზი ფოტოები, არამედ პროდუქტის გაყიდვაა. ასე რომ, თქვენ გინდათ პროდუქტი, რომელიც გამორჩეულია.
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ორი ფუნქცია: “შეადარე” და “დაამატე სასურველ ნივთებში”.
იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა უკვე შეიძინა პროდუქტი თქვენს ონლაინ მაღაზიაში, თქვენი მიზანია შესთავაზოთ მას სხვა პროდუქცია, რომელიც შეესაბამება მის გემოვნებას. თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ მსგავსი პროდუქტები მომხმარებელს და ამ ტექნიკით გაზარდოთ საშუალო გაყიდვების მაჩვენებელი თქვენს ონლაინ მაღაზიაში.
წარმოიდგინეთ, ვითომ უკვე გაქვთ იდეალური საწყისი გვერდი, კატეგორიებითა და ფასებით. ამ ეტაპზე საჭიროა მოიზიდოთ ახალი მომხმარებელი და ხელიდან არ გაუშვათ არსებული კლიენტები. შეიმუშავეთ მარკეტინგული გეგმა და ჩაატარეთ პრომო აქციები.
თუ თქვენს ონლაინ მაღაზიაში გინდათ წარადგინოთ ახალი კოლექცია ან ახალი კატეგორია, ამაში დაგეხმარებათ საპრეზენტაციო გვერდი.
საპრეზენტაციო გვერდის დიზაინი და გზავნილი მთლიანად არის დამოკიდებულია თქვენს ბიზნესზე და მიზნებზე, რომლის მიღწევაც გსურთ.
თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მომხმარებელს ფასდაკლებები სხვადასხვა დღესასწაულებზე, რომლების შეიძლება იყოს გლობალური (შობა), ადგილობრივი (გიორგობა) ან თუნდაც პირადი (დაბადების დღე).
როდესაც თქვენ დიდ დროსა და ძალისხმევას ჩადებთ თქვენი ვებ-გვერდის შექმნასა და მის მარკეტინგში, გინდათ შეიტყოთ, თუ როგორ აისახა ეს თქვენს მომხმარებელზე. ამ ინფორმაციის მოპოვების უმარტივესი გზაა Google Analytics კოდის დაყენება.
ამგვარად, ჩვენ გაგაცანით რამდენიმე გზა იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი იყოს წარმატებული და საინტერესო. შეიტყვეთ რამდენად მნიშვნელოვანია ცალცალკე ყველა დეტალი: კატეგორია, მთავარი გვერდი, პროდუქტის გვერდი, კალათა, ფასები, პრომო აქციები და ა. შ. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა და სწორად წარმოჩენაა ონლაინ მაღაზიის წარმატების საწინდარი. ამიტომაც, გაითვალისწინეთ ჩვენი „მოწიწებული“ რჩევები და თქვენი ონლაინ ბიზნესი ყოველთვის იქნება კონკურენტული და გაყიდვადი.
რამდენიმე ათწლეულის წინ, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ონლაინ მაღაზიას, თუმცა დღეს, ონლაინ ბაზარი და ციფრული მარკეტინგი ჩვენი ცხოვრების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
პირველი რა გაფიქრდებათ ონლაინ მაღაზიის გაგონებაზე? სავარაუდოდ, Amazon, რომელიც მომხმარებელს ფართო არჩევანით უზრუნველყოფს. იმის მიუხედავად, რომ ციფრული მარკეტინგის სფერო საწყის ეტაპზე დაკავებული იყო Best Buy, Amazon, Walmart და Ebay-ს მიერ, ჩვენ შევესწარით ბევრი ახალბედა კომპანიის ზრდასა და განვითარებას.
სწორედ ამ სწრაფმა ზრდამ განაპირობა ისეთი ბიზნეს მოდელების რეალიზება, რომლებიც არც კი განიხილებოდნენ. მაგალითად, Upwork და Fiverri, ისინი იგივე მარკეტინგის კონცეფციაზე მუშაობენ ( ყიდვა-გაყიდვა), მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი აკავშირებენ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სამუშაოს შესრულება და რომლებიც მზად არიან შეასრულონ ესა თუ ის სამუშაო. დავალების დიაპაზონი ლოგოს დიზაინისგან, მონაცემთა ანალიზამდე იჭიმება, შესაძლებლობები ულევია.
მაშასადამე, რა არის მათი წარმატების საიდუმლო? იმის მიუხედავად, რომ პროგრამული საშუალებები გეხმარებათ დატვირთოთ თქვენი ონლაინ მაღაზია სხვადასხვა ტექნოლოგიური ფუნქციებითა და სერვისებით, ის თქვენ რესურსებს ერთი მიზნისკენ მიმართავს, რამაც შეიძლება ან დაგანგრიოთ ან აგაშენოთ. როდესაც კომპანია ცდილობს ონლაინ მაღაზიის ყველანაირი სერვისით უზრუნველყოს და ყველა ნაკლი გაასწოროს, იგი ადრე თუ გვიან ამტკიცებს თავის არაპროფესეონალიზმს და კრახს განიცდის.
ისმის კითხვა: რა შეიძლება მსგავსმა კომპანიამ გააკეთოს წარმატების მისაღწევად? ეს საკმაოდ მარტივია - იპოვეთ უნივერსალური პრობლემის აღმოფხვრის გზა. ონლაინ მარკეტი, თავის მხრივ, გვიზოგავს დროს და თავიდან გვარიდებს მაღაზიიდან მაღაზიამდე დამღლელ ხეტიალს. როდესაც დიდი დრო, ფული და ძალისხმევა იდება ამ უნივერსალური პრობლემის გადასაჭრელად, ფინანსური ზრდის პოტენციალი უსასრულოა.
მაგალითად Upwork, ის გამორჩეულია ადამიანების პრობლემების გადაჭრით მთელს მსოფლიოში. მანძილი აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხადასხვა სამუშაოს ხარისხითა და განსაზღვრული ანაზღაურებით, დედამიწის ყველა კუთხეში. მსგავსად Etsy-ც, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის ანტიკური ნივთების ფართო არჩევანს გვთავაზობს. მაშინ როდესაც, ჩვენთვის სასურველი ნივთის მოძებნას რამდენიმე ათეული მაღაზიის შემოვლა სჭირდება, ონლაინ მარკეტი მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას გვაძლევს.
იმისათვის, რომ ონლაინ მარკეტმა მომხმარებელთა ულევი რაოდენობა მიიზიდოს, საჭიროა უნივერსალური პრობლემის ეფექტური და ეტაპობრი აღმოფხვრა. მოახდინე პირველხარისხოვანი ონლაინ მაღაზიის შთაბეჭდილება - უზრუნველყავი იგი სარეიტინგო სისტემით, ფასწარმოების სისტემით და მომხმარებელთა სერვისით, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაუგებარ საკითხს გადაეყრებიან.
საბოლოოდ, ნებისმიერ ონლაინ მაღაზიას სჭირდება სანდო მომწოდებელი, რომელიც რეგულარულად მოამარაგებს მაღალხარისხიანი პროდუქტით.
როდესღაც, იმისთვის, რომ გვესარგებლა გარკვეული სერვისით, ჩვენ გვჭირდებოდა “Yellow Page”-ის გამოყენება და ოპერატორთან დაკავშირება, დღევანდელი ტექნოლოგიები კი იგივე სერვისებთან რამდენიმე წამში გვაკავშირებენ.
ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ თანდათანობით დაამატონ ფუნქციები, რითიც განავითარებენ სერვისებს და შესაბამისად ექნებათ რეგულარული მომხმარებლის მოზიდვის პოტენციალი.
მაგალითად, ბევრი ონლაინ მაღაზია იწყებს საბაზო ფუნქციებით, როგორიცაა უნიკალური კონტენტის ატვირთვა, რომლებიც შემდგომ უფრო ვითარდება და იხვეწება. მუდმივი გაფართოვებითა და განვითარებით, თქვენი მომხმარებელი თქვენით დაინტერესებული რჩება.
იმის მიუხედავად, რომ ციფრული მარკეტინგი ყოველდღე იხვეწება და იზრდება, გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია. შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერნეტს გარეთ ხდება, მაშასადამე, ეს შესაძლებლობაა შექმნათ ინოვაციური ონლაინ მაღაზია. მეწარმე, რომელიც ორიგინალურია და პრობლემების გადაჭრის ექსტრაორდინალური გზები აქვს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას ელექტრონულ კომერციაში და შექმნის ონლაინ მაღაზია, რომელიც სამყაროს შეცვლის.
თუ მოვაჭრეებს სურთ საკუთარი ბიზნესის გადარჩენა და აყვავება გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია, რომ გადადგან სწორი ნაბიჯები, რათა არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტენდენციებს. ელექტრონული კომერცია სწრაფად განვითარებადი სფეროა, იგი ყოველ წამს იცვლება და ვისაც ამ სფეროში საუკეთესო რეზულტატების მიღწევა სურს, უნდა გაითავისოს ეს ფაქტი.
ტექნოლოგიურმა განვითარებამ და სმარტფონების ხელმისაწვდომობამ შეცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება პროდუქტის არჩევასა და ონლაინ შოპინგის მიმართ. წარმატების შესანარჩუნებლად ბევრი კომპანია ცდილობს ერთი ნაბიჯით უსწრებდეს კონკურენტებს და არ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ ტრენდებს. კომპანიებს, რომლებსაც არ ეშინიათ ცვლილებების, აუცილებლად ექნებათ კარი ღია განვითარებისა და ფინანსური ზრდისთვის.
ელექტრონული კომერციის მიმდინარე და წარსული ტენდენციების თვალის მიდევნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ უპირატესობა კონკურენტებზე. ბევრი ბრენდი ქმნის სოციალური მედიის ანგარიშებს, რათა დაამყაროს ახლო ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან, მოიპოვოს მათი ნდობა და აღიარება. ფასიანი ციფრული რეკლამების გარდა, კომპანიები მიმართავენ კონტენს მარკეტინგს, რათა პოტენციურ კლიენტებს ინტერესი გაუღვივონ შეთავაზებული პროდუქტის მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გამოაცხადონ ფასდაკლებები, კომპანიები ფასეულ და ინტენსიურ კონტენტს ქმნიან. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ შოპინგისას მომხმარებელს არა აქვს საშუალება შეეხოს და შეიგრძნოს ნივთი, აუცილებელია გამყიდველი კარგი რეპუტაციით სარგებლობდეს. ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია პროდუქტების ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარება, რეკომენდაციების გამოქვეყნება.
პროდუქციისა და სერვისების კომპიუტერით ყიდვის შესაძლებლობამ, კომფორტის ახალ საფეხურზე აგვიყვანა. სასურველი ნივთის შესაძენად აღარ არის საჭირო მანქანით საცობებში დგომა მაღაზიამდე მისასვლლად, ამისათვის საჭიროა მაუსის რამდენიმე დაწკაპუნება.შემდგომი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც ხალხმა სასურველი ნივთების შეძენა შეძლო საკუთარი სმარტფონებითა და სხვა პორტატული მოწყობილობებით.
სავარაუდოდ, ხმოვანი შოპინგი მომავალი ტენდენციაა, რომელიც ბაზარს დაიპყრობს. მომხმარებელს შეუძლია შეინახოს თავისი ბილინგის ინფორმაცია და მისამართები ციფრულ ასისტენტში. როდესაც ის მზად იქნება ნივთის შესაძენად, ბრძანებას მისცემს მოწყობილობას, რათა განათავსოს შეკვეთა. ციფრული ასისტენტი მოისმენს ბრძანებას და განათავსებს შეკვეთას მომხმარებლის დადასტურების შემდეგ.
სავარაუდოდ, გაფართოებული რეალობა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტი. ეს არის ფიზიკური სამყაროს აღქმა ციფრული მოწყობილობების საშუალებით.
ავეჯის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ონლაინ შეძენისას, რთულია იმის განსაზღვრა, მოერგება თუ არა ეს ნივთი კონკრეტულ გარემოს. გაფართოებული რეალობის საშუალებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ვირტუალურად განათავსოს ეს ნივთი რეალურ გარემოში.
ადამიანები ვირტუალურ რეალობაზე 1980 წლიდან ოცნებობენ და ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, დღეს რეალობად იქცა.თქვენ შეგიძლიათ თავზე დაიმაგროთ ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი და შეაბიჯოთ საოცარი დეტალიზაციის მქონე ვირტუალურ სამყაროში და ამ ტექნოლოგიის გამოყენება ონლაინ შოპინგისთვის არის შესაძლებელი.
ვირტუალური რეალობის მოწყობილობის მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შევიდეს ვირტუალურ მაღაზიაში და მოიძიოს გასაყიდი ნივთები. თუკი ვირტუალური რეალობის მოწყობილობა აღჭურვილია ხელის სენსორებით ან კონტროლერებით, მომხმარებელს პროდუქტის შეძენამდე შეუძლია ვირტუალური ნივთების შერჩევა და დათვალიერება. ადამიანებს შეუძლიათ შერჩეული ნივთების ვირტუალურ კალათაში მოთავსება და ყიდვის პროცესის დასრულებისთვის საჭირო ინფორმაციის შევსება.
მომხმარებლებს, რომელთაც სურთ გარკვეული პროდუქციის შეკვეთით დამზადება, მაგ. თაროების, კარადების, კარებების და ა.შ. უნდა დაუკავშირდნენ ან ეწვიონ ადგილობრივ სპეციალიზებულ მაღაზიებს, რათა მიიღონ ინფორმაცია და რჩევები შესაძლო ვარიანტებზე. დღესაც და მიმავალშიც 3D კონფიგურაცია დააჩქარებს ამ პროცესს. ყველა შესაძლო ფუნქცია თავმოყრილია ონლაინ კატალოგში და ნებისმიერს შეუძლია შექმნას მისი გემოვნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი იდეალური პროდუქტი.
დღევანდელი მომხმარებლები, სულ უფრო მეტად ითხოვენ პერსონალიზირებულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება მათ მოთხოვნებს. 3D პერსონალიზაციის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს პროდუქტის ფორმა და მეტი ინდივიდუალურობა შესძინოს მას.
3D პერსონალიზაცია გამოიყენება მანქანებზე, სათამაშოებზე, ხელსაწყოებზე და სხვა. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღოს პროდუქტი, რომელიც შეესაბამება მათ ზუსტ მოთხოვნებსა და სიტუაციას.კლიენტები, რომლებმაც პირველად გამოსცადეს 3D პერსონალიზაცია, აღფრთოვანებულები არიან იმ შესაძლებლობებით, რომელთა მიღწევა შეიძლება ამ ციფრული მოწყობილობის მიერ.
ელექტრონული კომერციის ტრენდენდებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს 3D პლასტიკა. როდესაც მყიდველი განათავსებს პერსონალურ შეკვეთას, გამყიდველს შეუძლია გამოიყენოს 3D პლასტიკა, რათა შექმნას ინდივიდუალური პროდუქტი, დამკვეთის საჭიროებისამებრ. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მწარმოებლებს დაკვეთით შექმნან უნიკალური პროდუქცია.
ონლაინ ვაჭრობის მომავალი პერსპექტივები ულევია და ახლო მომავალში ამ სფეროში კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი.გარდა იმისა, რომ ეს ტენდენციები ცხოვრებას გაუადვილებს მოხმარებელს, ამავე დროს დაზოგავს კომპანიების დროს, ფულსა და ენერგიას.
ონლაინ მაღაზია Rugged.ge - წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდების, ოფიციალურ რეტეილერს.
Rugged.ge -
ონლაინ მაღაზია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. კომპანია აცნობიერებს ხარისხიანი სერვისის საჭიროებას, რის გამოც ის თანამშრომლობს უმსხვილესი ბრენდების ოფიციალურ სერვის ცენტრებთან. მისი მიზანია იყოს ლიდერი კომპანია, რომელიც მოხმარებელს შესთავაზებს ინტერნეტ სივრცეში მაღალი ხარისხის პრემიუმ ტექნიკას.
Rugged.ge-მ საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა კომპანია ,,ჯეოფეის“ მიანდო.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება;
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( VISA /MASTERCARD პლასტიკური ბარათი;
✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ონლაინ განვადების სისტემასთან;
✓ ინტეგრაცია ლიბერთი ბანკის ონლაინ განვადების სისტემასთან;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
კომპანიის ისტორია დიდ როლს თამაშობს ინტერნეტ მარკეტინგში. მისი საშუალებით მომხმარებელი უკეთ იცნობს კომპანიას. კარგ ისტორიას შეუძლია მძაფრი ემოციების გაღვივება და ძლიერი კავშირის დამყარება მომხმარებელსა და კომპანიას შორის. ეს კი აუცილებელია ონლაინ სამყაროში, სადაც კომპანიები გამუდმებით აწუხებენ მომხმარებლებს მომაბეზრებელი გზავნილებითა და შემოთავაზებებით.
კვლევების მიხედვით, წელიწადში დაახლოებით 5.3 ტრილიონი რეკლამაა ნაჩვენები. სწორედ ეს რაოდენობაა მიზეზი, თუ რატომაც ბლოკავს აუდიტორია მათ დიდ ნაწილს.ასეთ შემთხვევაში, საინტერესო ისტორია ერთადერთი წარმატებული ხერხია ყურადღების მისაპყრობად.
როგორც მარკეტოლოგმა, თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ადამიანი ინფორმაციას ვიზუალურად უკეთ აღიქვამს, ვიდრე ტექსტის მეშვეობით.
ჯეიმს მეიფილდი ამბობს, რომ დღევანდელი ინფორმაცია ვიზუალურ წარმოჩენაზე უნდა იყოს დაყრდნობილი იმისათვის, რომ შეასრულოს თავისი დანიშნულება.
“ვიდეოები ხდის ინფორმაციას უფრო ცოცხალსა და დინამიურს,რაც მაყურებელს ინტერესით ავსებს.”
აიღეთ მაგალითი Google-სგან, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი საძიებო სისტემაა, ის არ უსვამს ხაზს მის გლობალურ პოპულარობას, ის უბრალოდ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი აფასებს საინტერესო სიახლეებს და არა რეკლამებს, რითიც ცდილობს მაგალითი მისცეს სხვა კომპანიებს, რომლებიც დაკავებულები არიან თვით პიარით.
მომხმარებელს უყვარს ინოვაციები და ბრენდები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ რაიმე საინტერესო და ამაღელვებელის შემოთავაზება. ციფრული სამყარო კვლავ იზრდება და ვითარდება, ეცადე გამოიყენო ეს უპირატესობა და შესთავაზო ხალხს ის რაც არასდროს უნახავთ.
მაგალითად, აიღეთ IKEA, ავეჯის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია, რომელმაც შექმნა აპლიკაცია-IKEA Place.
მათ დაამატეს აპლიკაციას პატარა, მაგრამ არსებითი დეტალი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გამოცადოს პროდუქტი ყიდვამდე. “ობიექტებს როგორც რეალურს ისე აღიქვამ, შეგიძლია ყველა კუთხით შეაფასო, ამის გამოცდა ნამდვილი სასწაულია”.
კომპანია IKEA-ს ინოვაცია საკმაოდ მარტივია, მაგრამ არც არის საჭირო მათი გართულება მყიდველის მისაზიდად.
იცოდით, რომ მომხმარებელთა 92% რეკომენდაციას უფრო ენდობა ვიდრე რეკლამას? „Word ofmouthMarketing“ სიახლე არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მარკეტოლოგებისათვის. თუ გინდა, რომ შენი ისტორია ავტორიტეტული და დამაჯერებელი იყოს, დაამატე მომხმარებელთათვის სარეკომენდაციო წერილების სექცია.
სწორედ ასე მოიქცა Starbucks-ს ერთ-ერთი ვიდეოში, რომელშიც გვიამბობს თუ როგორ გახდა ჩვეულებრივი ყავის მაღაზია საერთაშორისო ბრენდი. რამდენიმე Starbucks-ის რეგულარულმა მომხმარებელმა განათავსა თავისი პირადი ისტორია, გამოცდილება, პირველი ვიზიტი, შთაბეჭდილებები და ა.შ. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, შენ დაუფიქრებლად გაეშურებიStarbucks-ში!
დღევანდელი მომხმარებლები მოუთმენლები არიან. დღის განმავლობაში ისინი ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებენ, შენ კი არ გაქვს ფუფუნება, რომ შეაწუხო ისინი ხანგრძლივი რეკლამებით. კვლევები გვიჩვენებს, რომ რეკლამა, რომელიც 90 წამზე ნაკლებია,მაყურებლთა 59%-ს ინარჩუნებს ვიდეოს დასრულებამდე, ხოლო 30 წუთიანი მხოლოდ 14%-ს.
აქტუალურია ხანგრძლივობის კიდევ უფრო შემცირება. მარკეტინგ ლიდერები ტვირთავენ რეკლამებს, რომელთა ხანგრძლივიბა 10 წამზე ნაკლებია. იდეალურ დროდ 6 წამია მიჩნეული, ყველა ცდილობს რაც შეიძლება მოკლე დროში მოათავსოს საინტერესო და დამაინტრიგებელი გზავნილი.
ინფორმაციის გადმოცემა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იდეალური კომბინაციაა. ეს ტენდენციაა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება.
ბარონ ფიგმა ეს დიდი ხნის წინ აღმოაჩინა და სწორედ ამიტომ დააარსა კომპანია “იყიდე წიგნი, დარგე ხე”. ბრენდი ყვება ისტორიას იმაზე, რომ დედამიწა უკეთეს ადგილად უნდა გავხადოთ, ვიდრე აღმოვაჩინეთ, და ამისათვის ერთ-ერთი გზა მცენარეების დარგვაა.
ამ ისტორიის მორალი? ჩვენ ყველას გვინდა სარგებლის მიღება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი.
დასკვნა:
ინფორმაციული მარკეტინგი შორს ვერ წაგიყვანთ, თუ თქვენს გზავნილებს საინტერესო ფაქტებით არ დატვირთავთ. მომხმარებელს მობეზრდა რეკლამები, ამიტომაც აუცილებელია დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინება და მომხმარებლის აღელვება ბრენდის ისტორიებით.
ამ პოსტში ჩვენ გესაუბრეთ ინფორმაციის გადმოცემის ხერხებზე, რომლებიც ყველა გამოცდილმა მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს. გაეცანით ჩვენს საინტერესო სტატიებს და მიიღეთ სასარგებლო რჩევები თქვენი ბიზნესის ონლაინ პოზიციონირებისათვის.
ონლაინ მაღაზია https://8000vintages.ge/ წარმოგიდგენთ ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტს. მომხმარებელს
საშუალება აქვს სასურველი ღვინო შეიძინოს, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ, სახლიდან
გაუსვლელად.
ამ ეტაპზე 1941 ღვინიდან, დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, 925 ღვინო შეირჩა, რომლებიც უკვე თაროებზეა. ბარში, ყოველგვარი მომსახურების ფასნამატის გარეშე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ სასურველი ღვინო. კომპანია ხშირად ატარებს ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს.
ონლაინ მაღაზია 8000vintages.ge კომპანია ჯეოფეის მხარდაჭერით შეიქმნა.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ჰოსტინგ მომსახურება;
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ ინტეგრაცია "თიბისი ბანკის“ ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ( VISA /MASTERCARD პლასტიკური ბარათი);
✓ საბუღალტრო პროგრამა „ფინას“ სინქრონიზაცია
ონლაინ მაღაზიასთან;
კომპანია ,,ჯეოფეი“
უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
eliavaze.ge არის ერთ-ერთი ინოვატორი კომპანია,რომელიც ახორციელებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ონლაინ გაყიდვებს.
„თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში, მაშინ თქვენ არ ხართ ბიზნესში”. ბილ გეითსის გენიალური გამონათქვამი.
თანამედროვე ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილი ეკავოს ინტერნეტ სივრცეში. ეს ეხმარბა ბრენდს ცნობადობის ამაღლებაში, მის მიმართ ლოიალურობის გაზრდასა და შედეგად გაყიდვების ზრდაში.
ამ სტატიაში შეიტყობთ საინტერესო რჩევებსა და ხრიკებს,თუ როგორ მოვახდინოთ თქვენი ბიზნესის ონლაინ პოზიციონირება.
პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, არის ვებ-გვერდის შექმნა. თქვენი ვებ საიტი უნდა იყოს თვალში საცემი, ჰქონდეს მარტივი სტრუქტურა, აგრეთვე ადაპტირებული უნდა იყოს მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების მიმართ.
იმ შემთხვევაში თუ არ ხართ პროგრამისტი, აუცილებელია იპოვოთ მომხმარებლისთვის მორგებული ონლაინ პლატფორმა, რომელიც პასუხობს თქვენს მოთხოვნებს.მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ cscart-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც აქვს ყველა ფუნქცია, იმისათვის, რომ შექმნათ უაღრესად ფუნქციონალური ონლაინ მაღაზია ან ონლაინ ბაზრობა.თუ ამ ვარიანტს აირჩევთ, დაზოგავთ ფულს და შექმნით ვებ-გვერდს, რომელიც გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.
თუ შეეკითხებით გამოცდილ მარკეტოლოგს, როგორ ავაწყოთ წარმატებული ბიზნესი, მიიღებთ მარტივ პასუხს - შექმენით ეფექტური შინაარსის მარკეტინგული სტრატეგია.
ინფორმაციულ საუკუნეში მაღალი ხარისხის კონტენტი წარმატებული ონლაინ ბიზნესის საწინდარია.წარმოგიდგენთ იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა პასუხობდეთ, რათა შეიმუშაოთ კონტენტის ეფექტური სტრატეგია.
რომელ არხებს აირჩევთ თქვენი კონტენტის გავრცელებისთვის. ეს შეიძლება იყოს თქვენი ვებ-გვერდი, ბლოგინგის პლატფორმები, სოციალური მედიის ანგარიშები და ა.შ.
ნუ უგულებელყოფთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას (SEO).
იმისათვის, რომ თქვენს მიერ დაწერილი სტატია არ „დაიკარგოს“ მსოფლიო ქსელში, აუცილებელია მისი მორგება SEO-სთვის. ეს გაზრდის იმის შანსებს, რომ თქვენი სტატია მოხვდება Google-ის ძიების თავში და შედეგად გაიზრდება „ტრაფიკი“ თქვენს ვებ-გვერდზე. ეს არის უმთავრესი წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ კონტენტის შემქმნელებმა:
გამოიყენეთ Goole Trends ან Ubersuggest-ი, რათა მოძებნოთ დაბალი კონკურენციის მქონე , მაღალი ტრაფიკის საკვანძო სიტყვები.
იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში
სტატისტიკის თანახმად, ინტერნეტ მომხმარებლები დღეში 2 საათსა და 20 წუთზე მეტ დროს უთმობენ სოციალური მედია პლატფორმების დათვალიერებასა და მეგობრებთან მიმოწერას.
ასე, რომ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენებისთვის:
„სოფლიდან.ჯი“ ნატურალური
სოფლის პროდუქტების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 2015 წელს საუკეთესო სტარტაპად დასახელდა. კომპანია თავის წარმატებას პროდუქციის მაღალ ხარისხს მიაწერს. მათი მიზანია
სოფლის ჯანმრთელი პროდუქტის თბილისის მოსახლეობისთვის მოწოდება. მომხმარებელს შეუძლია საიტზე სასურველი პროდუქტის შეძენა.
Soplidan.ge-მ საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა კომპანია ჯეოფეის მიანდო.
პროექტის ფარგლებში დაინერგა:
✓ ონლაინ მაღაზიის ინსტალაცია;
✓ სასაწყობე პროგრამასთან სინქრონიზაცია;
✓ ინტეგრაცია გადახდის არხის სისტემებთან;
✓ დამატებითი მოდიფიკაციები;
✓ ვებ-ჰოსტინგი;
კომპანია "ჯეოფეი" უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ტექნიკურ მხარდაჭერას.
შეგხვედრიათ თუ არა სტატია, რომელიც განიხილავს, თუ როგორ იწვევს ინტერნეტ მარკეტინგი ფიზიკური მაღაზიების გაკოტრებას? დარწმუნებული ვარ, პასუხი იქნება ერთხმად წარმოთქმული კი, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ ეს მხოლოდ მითებია.
საჭიროა იცოდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტ სივრცეში ამოიკითხავთ სიმართლეს არ შეესაბამება.
მსგავსი „ფაქტების“ დიდი რაოდენობა დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე. ინტერნეტი კი სავსეა მითებით ელექტრონულ კომერციაზე, რაც ართულებს მათ გარჩევას ჭეშმარიტებისგან.
მაგრამ ნუ იღელვებთ! დღეს ჩვენ დავამსხვრევთ ფართოდ გავრჩელებულ მითებს და გაგაცნობთ რეალურ ფაქტებსა და ხრიკებს ინტერნეტ მარკეტინგზე.
მოდით დავიწყოთ!
მითი #1 მომხმარებელთა მოლოდინი პროდუქტის ფასზე არარეალურია
რეალობა: არსებობს მოსაზრება, რომ დაბალი ფასი ზრდის პროდუქტის გაყიდვის ალბათობას, თუმცა ეს აცდენილია ჭეშმარიტებას.
ორი აზრი არ არსებობს, რომ პროდუქტის ფასი განმსაზღვრელი ფაქტორია, მაგრამ იმის თქმა, რომ პროდუქტის ყიდვა-არყიდვა ერთპიროვნულად ფასზეა დამოკიდებული, ნამდვილად მცდარია.
და თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ბიზნესების უმრავლესობა ვერ აბალანსებს საქონლის ფასსა და ხარისხს. მომხმარებლები კი მზად არიან გადაიხადონ შესაბამისი თანხა ხარისხიან პროდუქტში.
შევავლოთ თვალი რამოდენიმე ფაქტორს, რომელსაც მომხმარებლები შეძენამდე აკვირდებიან:
სანდოა თუ არა ბრენდი?
როგორია მომხმარებელთა ტექნიკურ დახმარება?
როგორია ვერ გვერდი?
შოპინგის სიმარტივე
მიმოხილვები და სარეკომენდაციო წერილები
და ა.შ.
ამიტომაც არ ეცადოთ იყოთ ფასების “ლიდერი”, კონცენტრირდით პროდუქტის ხარისხზე და მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.
მითი#2 სარეგისტრაციო ფორმები გამაღიზიანებელია
ეს კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი შეხედულებაა ელექტრონული კომერციის არეალში.
ბევრი გაყიდვის აგენტები ფიქრობენ, რომ სარეგისტრაციო ფორმები გამაღიზიანებელია. თუმცა ისინი ვერ ხვდებიან, რომ მომხმარებელს სარეგისტრაციო ფორმების არასავალსებულო კითხვები აღიზიანებთ.
მაშასადამე, ეს თემას აცდენილი კითხვებია, რაც აღიზიანებს მომხმარებელს და არა სარეგისტრაციო ფორმები.
Omnisend-ის კვლევის ანგარიშის თანახმად, თუ გსურთ, რომ კონვერსიის მაჩვენებელი იყოს მაღალი (საშუალოდ10%),სარეგისტრაციო ფორმაში არ იყოს შესავსები 3 გრაფაზე მეტი.
მითი #3 მოგება არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასების ინდიკატორი
არსებობს სხვა მნიშვნელოვანი შეფასების ინდიკატორები,რომლებიც უკეთ ასახავს თქვენს ელექტრონულ ბიზნესს.მაგალითად, ყურადღების მიქცევა ისეთი მნიშვნელებისთვის, როგორიცაა კონვერსიის კურსი, CTR და სხვა, ზუსტად გიჩვენებთ, თუ როგორ რეაგირებს თქვენი სამიზნე აუდიტორია თქვენს ბრენდზე.
მითი #4: კონტენტ მარკეტინგი არ არის მორგებული ზოგიერთი ელექტრონული ბიზნესისთვის.
რეალობა: წლების განმავლობაში მსმენია მოსაზრება, რომ კონტენტ მარკეტინგი არ არის ყველასთვის.მაგრამ, გიფიქრიათ, როგორი აბსურდულია ეს მითი? უკეთ რომ განვმარტო, ყველა ტიპის ელექტრონული კომერციის ბიზნესს შეუძლია ზრდა კონტენტის გაუმჯობესების შედაგად.ბოლოს და ბოლოს ნებისმიერ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა შექმნას კარგი კონტენტი. ეს ხერხი საშუალებას გაძლევთ,ამბის გადმოცემის გზით მოიზიდოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია.
კონტენტ მარკეტინგის რამდენიმე ხრიკის დახმარებით, თქვენ ნამდვილი სასწაულების მოხდება შეგიძლიათ ელექტრონული კომერციის ბიზნეზში.
დასკვნა:
ეს იყო რამდენიმე მითი ელექტრონული კომერციის მარკეტინგის შესახებ, რომელთა დამსხვრევაც გვსურდა.ნუ ენდობით ელექტრონული მარკეტინგის საეჭვო თრენდებს რეალური ვითარების ანალიზის გარეშე.