როგორ ავაწყოთ წარმატებული ბიზნესი ონლაინ

05/23/2019

„თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში, მაშინ თქვენ არ ხართ ბიზნესში”. ბილ გეითსის გენიალური გამონათქვამი.

თანამედროვე ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილი ეკავოს ინტერნეტ სივრცეში. ეს ეხმარბა ბრენდს ცნობადობის ამაღლებაში, მის მიმართ ლოიალურობის გაზრდასა და შედეგად გაყიდვების ზრდაში.

ამ სტატიაში შეიტყობთ საინტერესო რჩევებსა და ხრიკებს,თუ როგორ მოვახდინოთ თქვენი ბიზნესის ონლაინ პოზიციონირება.

დაამზადეთ ვებ-გვერდი

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, არის ვებ-გვერდის შექმნა. თქვენი ვებ საიტი უნდა იყოს თვალში საცემი, ჰქონდეს მარტივი სტრუქტურა, აგრეთვე ადაპტირებული უნდა იყოს მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების მიმართ.

იმ შემთხვევაში თუ არ ხართ პროგრამისტი, აუცილებელია იპოვოთ მომხმარებლისთვის მორგებული ონლაინ პლატფორმა, რომელიც პასუხობს თქვენს მოთხოვნებს.მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ cscart-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც აქვს ყველა ფუნქცია, იმისათვის, რომ შექმნათ უაღრესად ფუნქციონალური ონლაინ მაღაზია ან ონლაინ ბაზრობა.თუ ამ ვარიანტს აირჩევთ, დაზოგავთ ფულს და შექმნით ვებ-გვერდს, რომელიც გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

შექმენით ეფექტური შინაარსის მქონე,მარკეტინგული სტრატეგია:

თუ შეეკითხებით გამოცდილ მარკეტოლოგს, როგორ ავაწყოთ წარმატებული ბიზნესი, მიიღებთ მარტივ პასუხს - შექმენით ეფექტური შინაარსის მარკეტინგული სტრატეგია.

ინფორმაციულ საუკუნეში მაღალი ხარისხის კონტენტი წარმატებული ონლაინ ბიზნესის საწინდარია.წარმოგიდგენთ იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა პასუხობდეთ, რათა შეიმუშაოთ კონტენტის ეფექტური სტრატეგია.

  • როგორი ტიპის ინფორმაცია აინტერესებს თქვენს სამიზნე აუდიტორიას. თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ სტატიები, ფოტოები, განმარტებითი ვიდეოები, გზამკვლევები (ე.წ. გაიდები),  ინფოგრაფიკა, გრაფიკები, მიმები და ა.შ.
  • ვინ იქნება კონტენტის შექმნის პასუხისმგებელი. ეს შეიძლება იყოთ თქვენ, ვინმე თქვენი გუნდიდან ან შტატგარეშე კონტენტის შემქმნელი.
  • რა სიხშირით გამოაქვეყნებთ ახალ კონტენტს- დღეში ორჯერ, კვირაში ერთხელ და ა.შ.

რომელ არხებს აირჩევთ თქვენი კონტენტის გავრცელებისთვის. ეს შეიძლება იყოს თქვენი ვებ-გვერდი, ბლოგინგის პლატფორმები, სოციალური მედიის ანგარიშები და ა.შ.

ნუ უგულებელყოფთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას (SEO).

იმისათვის, რომ თქვენს მიერ დაწერილი  სტატია არ „დაიკარგოს“ მსოფლიო ქსელში, აუცილებელია მისი მორგება SEO-სთვის. ეს გაზრდის იმის შანსებს, რომ თქვენი სტატია მოხვდება Google-ის ძიების თავში და შედეგად გაიზრდება „ტრაფიკი“ თქვენს ვებ-გვერდზე. ეს არის უმთავრესი წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ კონტენტის შემქმნელებმა:

გამოიყენეთ Goole Trends ან Ubersuggest-ი, რათა მოძებნოთ დაბალი კონკურენციის მქონე , მაღალი ტრაფიკის საკვანძო სიტყვები.

  • არ გადაამეტოთ საკვანძო სიტყვები. ნუ დაამსგავსებთ ტექსტებს სარეკლამო განცხადებას;
  • არ შეადგინოთ წინადადებები, რომლებიც შეიცავს 20 სიტყვაზე მეტს;
  • პარაგრაფები უნდა იყოს მოკლე;
  • გამოიყენეთ ქვესათაურები, რათა სტატია იყოს ადვილად წასაკითხი;
  • გამოყავით ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმცია;
  • მოერიდეთ პასიურ ტონს.

 

იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში

სტატისტიკის თანახმად, ინტერნეტ მომხმარებლები დღეში  2 საათსა და 20 წუთზე მეტ დროს უთმობენ სოციალური მედია პლატფორმების დათვალიერებასა და მეგობრებთან  მიმოწერას.

ასე, რომ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენებისთვის:

  • აირჩიეთ ორი ან სამი სოციალური მედია პლატფორმა, რომელიც ყველაზე პოპულარულია თქვენს სამიზნე აუდიტორიაში;
  • შეადგინეთ კონტენტი;
  • ყველა ტექსტს დაურთეთ მინიმუმ ერთი ჰაშთაგი;
  • გამოიყენეთ თვალშისაცემი სათაურები ვიდეოებისთვის, რადგან Facebook-ისა და Instagram-ისმომხმარებელთა უმრავლესობას გათიშული აქვს ხმა ვიდეოზე.
  • დასვით კითხვები და ჩაატარეთ გამოკითხვები, რათა მიიღოთ გამოხმაურებები.
  • გააზიარეთ კონტენტი, რომელიცშექმნილია და გამოქვეყნებულიაინტერნეტმომხმარებლისმიერ (UGT) მეტი ჩართულობისთვის;
  • შესთავაზეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას გამოწვევები და წახალისებები.