Powered by
CS-Cart
გაიგეთ, როგორ ნერგავენ ჩვენი მომხმარებლები ინოვაციებს CS-Cart ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.
თანაბარი შესაძლებლობები "სტარტაპებისთვის", საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის.
ჩვენ ვზრუნავთ ტექნიკურ მხარეზე, ისინი კი ყიდიან ონლაინ!

CS-cart ონლაინ მაღაზიები

პარტნიორების შეფასებები

როგორ აფასებენ ჩვენი პარტნიორები Cscart ონლაინ მაღაზიის პლათფორმას, თანამშრომლობის ხარისხს და შედეგს.

ჩვენი პირველი ნაბიჯები ონლაინ გაყიდვებში „ჯეოფეისთან“ თანამშრომლობას უკავშირდება. პანდემიის პერიოდში მთავარი გამოწვევა ონლაინვაჭრობის პლატფორმის სწრაფად გაშვება იყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ საქართველოში გუნდი, რომელიც პირველი კონსულტაციიდან ინტეგრაციის დასრულებამდე

არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში დაგვეხმარა, არამედ ელექტრონული კომერციის უკეთ გაგებასა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაშიც შეგვიწყო ხელი. მოქნილი მიდგომითა და შეთანხმებული ვადების დაცვით შევძელით ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

თანამშრომლობისას ყოველთვის იგრძნობა, რომ ჩვენს გვერდით პროფესიონალები დგანან, საკითხები უყურადღებოდ არ რჩება, რეაგირება სწრაფია, გუნდის კვალიფიკაცია კი ნდობას ამყარებს. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმის ცოდნა, რომ საჭიროების დროს საიმედო მხარდაჭერის იმედი შეგვიძლია გვქონდეს.

სამომავლოდ ვისურვებდით, „ჯეოფეიმ“ კიდევ უფრო გააფართოოს მომსახურების სპექტრი და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული საჭიროებების სრულად დაფარვა შეძლოს. ამ საკითხების ერთ სივრცეში მოგვარება ჩვენნაირ ბიზნესებს დროისა და რესურსების დაზოგვაში, პროცესების გამარტივებასა და ეფექტიანობის გაზრდაში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა.
ლ. მათითაიშვილი,
CEO, Geovoice.ge
2024 წლის დასაწყისი იყო, როდესაც ჩვენ კომპანია "ნეოტექი", მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით გამოკვეთილი და უპირობო ლიდერი იყო და დღემდე მყარად ინარჩუნებს ამ პოზიციებს, არ ჰქონდა ონლაინ გაყიდვების პლათფორმა. ჩვენ გვჭირდებოდა

პარტნიორი რომელიც იქნებოდა სიღრმისეულად გამოცდილი e-Commerce მიმართულებით, რადგან ჩვენ გვსურდა ჩვენს კომპანიაში უკვე მოქმედ ERP სისტემასთან API კავშირით სინქრონიზებული თანამდედროვე ონლაინ მაღაზია და ამავდროულად გვსურდა მიგვეღო სფეროს ლიდერისთვის შესაბამისი მისაბაძი პროდუქტი. ინტენსიური ძიების, პირადი შეხვედრების და მიღებული რეკომენდაციების სინთეზით მივიღეთ გადაწყევტილება და თანამშრომლობა დავიწყეთ CScart-ის გუნდთან. ჩვენს მიერ გაკეთებულმა სწორმა არჩევანმა საშუალება მოგვცა, რომ თანამშრომლობის დაწყებიდან ორ თვეში გაგვეშვა ჩვენი ონლაინ მაღაზია https://shop.neotech.ge, რომელიც ძალიან მალე იქცა უსაფრთხოების სისტემების ძიების მიმართულებით მთავარ სავაჭრო პლათფორმად და საინფორმაციო წყაროდ. Cscart-ის გუნდის მიერ ხდებოდა ჩვენს წინ მდგომი ამოცანების გადაწყვეტის საუკეთესო ვარიანტების შემოთავაზება და შეთანხმების შემდეგ ოპერატიული გადაწყვეტა. საკითხს ართულებდა ERP სისტემასთან API კავშირით სინქრონიზაციის ამოცანა, რომელიც ასევე წარმატებით იქნა დაძლეული. ოპერატიული და ზუსტი წერილობითი კომუნიკაცია მინიმუმამდე ამცირებდა ტექნიკური დავალების ჩამოყალიბებაში დაშვებულ შეცდომებს და ფუჭ შრომას. დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Cscart-ის გუნდმა მოლოდინებს გადააჭარბა. ამ მოკლედ მოყოლილი ისტორიის შემდეგ რასაკვირველია მე ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევს Cscart-ის გუნდს, როდესაც მეკითხებიან თუ ვის ვურჩევდი პარტნიორად ელექტრონული კომერციის სფეროში. მადლობა Cscart-ის მთელ გუნდს დღემდე და მომავალში გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის.
მ. ქლიბაძე,
Deputy CEO / Core Business Executive, Shop.neotech.ge

ონლაინ მაღაზიის პლატფორმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის

ძირითადი მომსახურებების ჩამონათვალი

ონლაინ მაღაზიის შექმნა დიზაინი
გადახდის მეთოდების ინტეგრაცია
სასაწყობე პროგრამებთან სინქრონიზაცია
ტექნიკური მხარდაჭერა კონსულტაცია

მოსინჯე დემო ვერსია და დარწმუნდი მის შესაძლებლობებში