კომპანია ჯეოფეი 2011 წელს დაარსდა და მისი მიზანი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებაში მონაწილეობის მიღებაა. სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიის პლათფორმების შესწავლის შემდგომ, კომპანიამ არჩევანი CS-cart-ზე შეაჩერა, რომელიც მდიდარი ფუნქციონალით და მარტივად სამართავი ადმინისტრაციული პანელით გამოირჩევა.

CS-Cart ონლაინ მაღაზიის პლათფორმა 10 წელზე მეტია წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე და გამოიყენება მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში. სისტემაში გათვალისწინებულია ყველა ძირითადი და დამატებით უამრავი, ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფუნქციონალი, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ონლაინ ბიზნესში.

2014 წლიდან, მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩამონათვალში, საქართველოც გამოჩნდა. ჩვენ მათი ავტორიზებული პარტნიორები გავხდით საქართველოში.

დღეისათვის, ელექტრონული კომერციის მიმართულებით ,,ჯეოფეი“ ყველაზე დიდ პორტფოლიოს ფლობს საქართველოში.

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავეხმაროთ ადგილობრივ ბაზარს და გავაფართოვოთ მომსახურებები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.