პარტნიორების შეფასებები

გაიგეთ, როგორ აფასებენ ჩვენი პარტნიორები თანამშრომლობის ხარისხს, პასუხისმგებლობასა და შედეგს.

დაწერეთ თქვენი შეფასება

მიუთითეთ სახელი, თანამდებობა და კომპანია, ტექსტში კი თქვენი გამოცდილება ჯეოფეისთან თანამშრომლობაზე.

CScart.ge-ს გუნდთან თანამშრომლობის საკმაოდ მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება გვაკავშირებს. ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ორჯერ განვაახლეთ ვებგვერდის პლატფორმა, ჩავატარეთ მასშტაბური რედიზაინი, გავაუმჯობესეთ UI/UX, გავაფართოეთ ფუნქციონალი და

დავნერგეთ უამრავი ინდივიდუალური მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენი ბიზნესის საჭიროებებზე იყო მორგებული.
ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ პლატფორმის ტექნოლოგიური განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. CScart.ge-ს გუნდი აქტიურად იყო ჩართული როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელებისა და შემდგომი გაუმჯობესების ეტაპებზე, რის შედეგადაც შევძელით დასახული მიზნების მიღწევა.

ჩვენთვის ამ თანამშრომლობაში ყველაზე ღირებული არის გუნდის გამოცდილება, მოქნილობა და პარტნიორული მიდგომა. მნიშვნელოვანია, როდესაც ტექნიკურ პარტნიორს ესმის არა მხოლოდ კონკრეტული დავალება, არამედ ბიზნესის საჭიროებები და შეუძლია შესაბამისი გადაწყვეტილებების შემოთავაზება. CScart.ge-ს გუნდი გამოირჩევა მაღალი ტექნიკური კომპეტენციით, სწრაფი რეაგირებითა და ეფექტური კომუნიკაციით. განსაკუთრებით დადებითად შევაფასებ ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ოპერატიულობასა და პრობლემების გადაჭრის პროცესში ჩართულობას.

ასევე აღსანიშნავია მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო ეკოსისტემა: მრავალფეროვანი მოდულები და სხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარებასა და მასშტაბირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

CScart.ge-ს ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას იმ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ გამოცდილ და სანდო ტექნიკურ პარტნიორს ელექტრონული კომერციის მიმართულებით. მეტიც, ჩემი ვებ სააგენტოს Techonverge ფარგლებში, სადაც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ელექტრონული კომერციის გადაწყვეტებია, სამომავლო პროექტებისთვის თავადაც განვიხილავ CScart.ge-სთან თანამშრომლობას. ამ მოდელში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს დამკვეთთან კონსულტაციას, პროექტის დაგეგმვასა და კოორდინაციას, ხოლო CScart.ge-ს გუნდი ტექნიკურ განხორციელებას. ვფიქრობ, გამოცდილების ასეთი გაერთიანებით შესაძლებელია მაღალი ხარისხის, სრულფასოვანი და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნა.
ნ. ცაბაძე,
ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Gorgia.ge
ჯეოფეისთან“ ავერსი-ფარმას თანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის. CsCart-ის ძრავზე დაფუძნებული ჩვენი ონლაინ აფთიაქი shop.aversi.ge ძალიან კომპლექსური სისტემაა, რაც განპირობებულია იმით, რომ შემოთავაზებულ მზა გადაწყვეტებთან ერთად, ბევრი რთული ინდივიდუალური მოდიფიკაცია შევასრულეთ.

ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის ჩართულობა და ხელშეწყობის მუდმივი მზაობა. ამდენად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად ბევრი რთული გამოწვევა დავძლიეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მიზნების განხორციელებასა და განვითარებაში.

კომპანიისთვის, რომელიც ელ-კომერციის განვითარების მიზნით ეძებს სწრაფ, მოქნილ და მძლავრ სისტემას, ჯეოფეი საიმედო პარტნიორი იქნება.
ა.თავბერიძე, Head
of E-commerce Department, Aversi-Pharma LLC, shop.aversi.ge
საქართველოში ელექტრონული კომერციის სექტორის მზარდი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანწილად, კომპანია "ჯეოფეი"-ს დამსახურებაა. მათთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებაც შემთხვევითი არ ყოფილა - ეს განაპირობა ათობით განხორციელებულმა წარმატებულმა პროექტმა და მრავალრიცხოვანმა რეკომენდატორებმა.

ქართულ ბაზარზე მათი მრავალწლიანი საქმიანობა და შეუფერხებელი მომსახურების გაწევის უნარი არა მხოლოდ მათ მასშტაბებზე მეტყველებს, არამედ სტაბილურობისა და სრული უსაფრთხოების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
უაღრესად გულისხმიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, მუდმივი მონიტორინგის და ყურადღების რეჟიმში, საბანკო თუ ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციაში მოქნილობა და მათი კომპეტენტური რჩევები თანამებროვე ტექნოლოგიური განახლებების შესახებ, გვეხმარება მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ.
ვფიქრობ კომპანია "ჯეოფეი"-სთან თანამშრომლობა არ არის მხოლოდ გონივრული ინვესტიციაა ტექნოლოგიებსა და ინტელექტუალურ კაპიტალში - ეს რეპუტაციისა და პრესტიჟის საკითხიცაა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კიბერუსაფრთხოება და სანდოობა სულ უფრო კრიტიკული მნიშვნელობის ხდება და მოხარული ვიქნები, თუ ამ ფართო ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი ახალი თუ ძველი კომპანია შეუერთდება.
მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო "ჯეოფეი"-ს მთელ გუნდს გაწეული შრომისთვის, ყოველთვის ვგრძნობთ თქვენ ძლიერ მხარდაჭერას და იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ მრავალი წლის წარმატებული თანამშრომლობა გველის.
ვ. კამკამიძე,
დირექტორი, alvo.ge
კომპანია ჯეოფეიმ მაღალი პროფესიონალიზმით, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით შეასრულა ჩვენი დაკვეთა. მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ნამდვილად ოპტიმალური და შედეგიანი იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის გათვალისწინებით.
თ. ართმელაძე
აღმასრულებელი დირექტორი, Newlight.ge