▷ 5 მიზეზი თუ რატომ ენიჭება უპირატესობა ონლაინ შოპინგს (2024)

დღესდღეობით ელექტრონული კომერცია აქტუალურია, მაგრამ როდესმე გიფიქრიათ თუ რატომ ირჩევენ მომხმარებლები სწორედ ონლაინ მაღაზიების ქსელს, იმისდა მიუხედავად, რომ საცალო მაღაზიები დიდი პოპულალურობოთ სარგებლობენ?

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ბევრ დროს უთმობენ თავიანთი მომხმარებლის შეცნობას, ხშირად ისინი უგულვებელყოფენ ონლაინ მომხმარებლის ფსიქოლოგიას.

მომხმარებელი ყურადღებიანია პროდუქტის შეძენისას, ის გულობყვრილოდ არ გამოიწერს ნებისმიერ პროდუქტს ნებისმიერი ონლაინ ქსელიდან, პროდუქტის შეფასების შედეგად ის ან იძენს მას, ან გადაინაცვლებს მომდევნო ქსელში.მაგალითად, ხშირად ძვირიანი პროდუქტის გაყიდვა დიდ ძალისხმევას წარმოდგენს, ასევე შეძენამდე მომხმარებელს სჭირდება ზოგიერთი პროდუქტის პირადად შეფასება.

თუმცა დროსთან ერთად იცვლება ელექტრონული კომერცია. კომპანიებმა მოახერხეს ეპოვათ შესაბამისი გზა რათა დაეკმაყოფილებინათ მომხმარებლის მოთხოვნილებები.

1. პროდუქციის ფართო არჩევანი

ონლაინ მაღაზიის შექმნა გაძლევთ შესაძლებლობას გასცდეთ ფიზიკური მაღაზიის თაროებს და დანერგოთ მეტი ინვენტარი თქვენს ბიზნესში. იმის მიუხედავად, რომ საცალო ბიზნესის მფლობელთათვის ეს გამოწვევის ტოლფასია, პროდუქციის ფართო არჩევანის შემოთავაზების პერსპექტივა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ინტერნეტ მაღაზიისაკენ გადანაცვლების. დღეს დღეისობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ონლაინ მაღაზიებით, რადგანაც მათ გააჩნიათ მრავალფეროვანი პროდუქცია, ზომები, ფერები და ა.შ

მაგალითად, Amazon-მა თავისი ბიზნეს მოღვაწეობა როგორც ონლაინ წიგნების მაღაზიამ დაიწყო, თუმცა ამჟამად იგი ყიდის ყველაფერს- ტანსაცმლით დაწყებული მიწის თხილით დამთავრებული.

 

2. კონკურენტული ფასები ყველა პროდუქტზე

არის ადამიანების გარკვეული რიცხვი, რომლებიც სტუმრობს მაღაზიებს, რათა შეამოწმონ პროდუქტის ზომა, ხარისხი და სხვა ასპექტები. თუმცა მათ შორის ძალიან ცოტა თუ იძენს საქონელს მაღაზიიდან. ისინი იწერენ იგივე პროდუქტს ონლაინ მაღაზიებიდან.    

                                                  

თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, შესთავაზეთ მომხმარებელს შეღავათიანი ფასები ონლაინ, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ფიზიკურ მაღაზიებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაცხადოთ ფასდაკლება რამოდენიმე სახის პროდუქტზე, იმისათვის, რომ მოიზიდოთ მომხმარებელი.

მაგალითად, Nido.ge გვთავაზობს „დღის შემოთავაზებას“, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ დიდ ფასდაკლებას პროდუქტებზე, რაც იზიდავს მომხმარებელს, რომელიც ჩქარობს, რათა ხელიდან არ გაუსხლტეს ასეთი შემოთავაზება, რაც ზრდის მოთხოვნას პროდუქტზე.

 

3.მიმოხილვა სხვა ონლაინ მომხმარებლებისგან

Internet Retailer-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით მყიდველების 62% პროდუქტის შეძენისას ეცნობა სხვა მომხმარებლების მიმოხილვებს.

 

ფიზიკურ მაღაზიაში მომხმარებლისთვის შეუძლებელია გაიგოს თუ რას ფიქრობენ სხვა მომხმარებლები ამა თუ იმ პროდუქტზე, კონსულტანტების წყალობით ისინი პროდუქტზე მხოლოდ დადებით ინფორმაციას ღებულობენ, რაც კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას ონლაინ მაღაზიებს.

მაგალითად, amazon-ი მისი პროდუქტის რეიტინგს მის ქვეშ განათავსებს.

შესთავაზეთ მომხმარებელს მიმოხილვები, რეიტინგები ან მომხმარებელთა რეკომენდაციები თქვენს პროდუქციაზე და რაც უფრო მაღალი იქნება რეიტინგი, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია. გაითვალისწინეთ, რომ ვიზიტორი ხელოვნურად შექმნილ მიმოხილვებს მარტივად გრძნობს, თქვენ კი განათავსეთ მიმოხილვები, რომელიც მყიდველის რეალური გამოციდილებაა, რაც ასევე მარტივად იგრძნობა და ზრდის სანდოობას. ამასთან ერთად, თუ თქვენ მიმოხილვის დატოვებისთვის ფასდაკლების კუპონს შესთავაზებთ მყიდველს, ეს დაგეხმარებათ გაზარდოთ გამეორებითი ყიდვის პოტენციალი იგივე მომხმარებლისგან.

 

      4. პროდუქტის ღირებულების შეფასების შესაძლებლობა

მომხმარებლისთვის ერთი ბრენდის მაღაზიიდან, მეორეში გადაადგილება, შეიძლება დამღლელი იყოს, ერთი ონლაინ მაღაზიიდან, მეორეში გადანაცვლება კი ბევრად ადვილია. რეიტინგის გარდა ფასები შემდეგია, რასაც მომხმარებელი აქცევს ყურადღებას.

ამის მისაღწევად საუკეთესო ხერხია საწყისი ფასის გვერძე განათავსოთ თქვენს მიერ შეთავაზებული ფასი. ამგვარად მომხმარებელს უადვილდება შეამჩნიოს განსხვავება, რაც შესაბამისად ამცირებს იმის ალბათობას, რომ მომხმარებელი გადაინაცვლებს სხვა ონლაინ მაღაზიაში.

მაგალითად, თუ შეთავაზებული გაქვთ ზამთრის ფასდაკლება, დარწმუნდით, რომ განათავსეთ პირველადი ფასი, ფასდაკლების პროცენტი და საბოლოო ფასი. არ დაგავიწყდეთ ფასდაკლების, მთავარ გვერდზე განთავსება.

 

      5.დროის დაზოგვა

მომხმარებლისთვის კონკრეტული ბრენდის მაღაზიამდე მგზავრობა პროდუქტის შესაძენად შესაძლოა დიდი ძალისხმევა იყოს, რაც კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას ონლაინ მაღაზიებს. პროდუქტის შეფასების და გამოწერის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან ზოგავს მომხმარებლის დროს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს კომპანიის მიტანის სერვისის დეტალები.“მომდევნო დღის მიტანის სერვისი“, „48 საათიანი მიტანის სერვისი“,“სტანდარტული მიტანის სერვისი 7დღის განმავლობაში.

განათავსეთ ზუსტი ინფორმაცია მიტანის სერვისთან დაკავშირებით. უმჯობესია მისცეთ საშუალება მომხმარებელს თავად აირჩიოს პროდუქციის მიტანის დღე და რიცხვი.