„ჯეოფეი“, მომხმარებელს, ელ. კომერციის მიმართულებით მომსახურებას სთავაზობს

„ჯეოფეი“, კომპანიებს, „ონლაინ“ მაღაზიის შექმნას, მის საკურიერო სისტემებთან ინტეგრაციას, „ონლაინ“ გადახდებს, ინდივიდუალური ფუნქციონალის ანალიტიკასა და სხვა სერვისებს სთავაზობს. როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი კიკონიშვილი ამბობს, ძირითადი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში მონაწილეობის მიღება და ამ მიმართულებით ადგილობრივი საშუალო, მსხვილი და start-up კომპანიების ტექნიკური მხარდაჭერაა.

ირაკლი კიკონიშვილი: კომპანია 2011 წელს დაარსდა. ვფიქრობ, შესაფერის დროსა და გარემოში, რადგან ზუსტად იმ პერიოდში შეინიშნებოდა მოთხოვნა ბაზარზე ელექტრონული კომერციის მიმართულებით. მისი დამფუძნებელი და IT დირექტორი ვლადიმერ კანდელაკია. საწყის ეტაპზე, ძირითადი მიმართულება საერთაშორისო და ადგილობრივი „ონლაინ“ გადახდის არხების ცნობილი ონლაინ მაღაზიების პლატფორმებზე ინტეგრაცია იყო. სწორედ ამან განაპირობა კომპანიის დასახელება.

M: რა სისტემას იყენებთ, რომელი პლატფორმის საშუალებით ემსახურებით მომხმარებელს?

ვლადიმერ კანდელაკი: საფუძვლიანად გავარჩიეთ საერთაშორისო ბაზარზე მოწინავე „ონლაინ“ მაღაზიის პლატფორმები და სხვადასხვა უპირატესობის გათვალისწინებით, არჩევანი CS-cart-ზე შევაჩერეთ. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომლის მართვა პროგრამირების ცოდნის გარეშეც ძალზედ მარტივია. ჩვენი დეველოპერებისათვის მაღალი ხარისხის პროგრამულ ნაწილთან მუშაობა საკმაოდ კომფორტულია. CS-Cart „ონლაინ“ მაღაზიის პლატფორმა 10 წელზე მეტია წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე და მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ. სისტემაში გათვალისწინებულია ყველა ძირითადი და დამატებით უამრავი, ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფუნქციონალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად „ონლაინ“ ბიზნესში. ამ ეტაპზე, წარმოდგენილი ვართ როგორც www.CScart.ge. ჩვენი ძირითადი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში მონაწილეობის მიღება და ამ მიმართულებით ადგილობრივი საშუალო, მსხვილი და start-up კომპანიების ტექნიკური მხარდაჭერაა.

2014 წლიდან, CS-cart ის ოფიციალურ ვებგვერდზე, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩამონათვალში, საქართველოც გამოჩნდა, რადგან მათი ავტორიზებული პარტნიორებიგავხდით საქართველოში.

M: კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ი.კ. : ჩვენი ძირითადი მომსახურებების ჩამონათვალი ასეთია:

  • სხვადასხვა სირთულის „ონლაინ“ მაღაზიის შექმნა;
  • “Responsive” დიზაინის შექმნა და ,,Markup“-ი;
  • „ონლაინ“ მაღაზიაში TBC, CARTU, BOG, LB, VTB პლასტიკური ბარათით (Visa/Mastercard/Amex) „ონლაინ“ გადახდის მეთოდის ინტეგრაცია;
  • TBC, BOG, LB, VTB, Credo, OK, Crystal, SPACE „ონლაინ“ განვადების მეთოდების ინტეგრაცია ონლაინ მაღაზიაში;
  • სწრაფი ჩარიცხვის გადახდის მეთოდების TBC PAY და EXPRESS PAY ინტეგრაცია;
  • „ონლაინ“ მაღაზიის სასაწყობე სისტემებთან ინტეგრაცია: 1C, FINA, BDO, NAV, QUICKBOOKS და სხვ. (ასევე, ინდივიდუალურად შექმნილ სასაწყობე სისტემებთან);
  • „ონლაინ“ მაღაზიის საკურიერო სისტემებთან ინტეგრაცია: საქ.ფოსტა, City express, DHL, Nova Poshta და სხვ.
  • ინდივიდუალური ფუნქციონალის ანალიტიკა, მოდიფიკაციების შესრულება და დანერგვა;
  • „ონლაინ“ მაღაზიის ტექნიკურ მოთხოვნებზე ორიენტირებული, „ჰოსტინგ“ მომსახურებით უზრუნველყოფა (სერვერი შემოწმებულია CS-cart ის ტექ.გუნდის მიერ და განთავსებულია მათ ოფიციალურ ვებგვერდზე, როგორც CS-cart ის ტექნიკურ მოთხოვნებთან სრულად თავსებადი „ჰოსტინგ“ მომსახურება);
  • და ყველაზე მნიშვნელოვანი – ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შემდგომი, ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფა.

M: ვინ არიან კომპანიის კლიენტები და რამდენად დიდია თქვენს სერვისზე მოთხოვნა?

ი.კ. : დღეს უფრო მეტად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც, ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად, ცდილობს, შეიძინოს სასურველი პროდუქტი „ონლაინ“, რაც ფიზიკური მაღაზიების მფლობელებს აიძულებს გაყიდვების გადატანას ინტერნეტ სივრცეში. „ონლაინ“ მაღაზიის შექმნა ხელს უწყობს კომპანიებს თავიდან აირიდონ ფიზიკური მაღაზიის ან ფილიალის გახსნის დამატებითი ხარჯები, სანაცვლოდ კი მოიზიდონ პოტენციური ინტერნეტ მომხმარებლები. გასულ წლებთან შედარებით, მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, განვავითაროთ მომსახურებები ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ჩვენი პარტნიორი „ონლაინ“ მაღაზიის მფლობელებისგან, ყოველდღიურად ვიღებთ სხვადასხვა სირთულის დავალებას, რაც ზრდის ჩვენს გამოცდილებას და ამის საფუძველზე, ჩვენს პორტფოლიოს .

M: ბაზარზე დიდი კონკურენციაა. „ჯეოფეი“ რით გამოირჩევა?

ვ.კ. : ჩვენ ავირჩიეთ ვიწრო, განვითარებადი პროფილი „ონლაინ“ მაღაზიის მიმართულებით. დღეისათვის, ელექტრონული კომერციის მიმართულებით ყველაზე დიდ პორტფოლიოს ვფლობთ საქართველოში, რაც გულისხმობს აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა სირთულის დავალების წარმატებით შესრულებას და დაგროვილ გამოცდილებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სფეროში ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება შესრულებულ პროექტებზე, რაც მუშაობის პროცესში, შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, მყისიერ რეაგირებას გულისხმობს. შესაბამისად, დამკვეთისათვის ეს პასუხისმგებლობის გარანტიაა. ერთია, საწყის ეტაპზე ვიზუალურად ლამაზად შეფუთული ,ონლაინ მაღაზია“ და მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი – როგორ იმუშავებს ის და მასთან ინტეგრირებული სერვისები რეალურ რეჟიმში დატვირთვის პერიოდში.

M: სამომავლოდ რას გეგმავს კომპანია?

ი.კ. : ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვგეგმავთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ადგილობრივ ბაზარს და გავაფართოვოთ მომსახურებები. ამ მიმართულებით საზღვრები არ არსებობს და როგორც CS-cart ის ავტორიზირებული პარტნიორებს, გვსურს, უახლოეს პერიოდში ჩვენი ძალები მოვსინჯოთ საერთაშორისო მასშტაბითაც.

 

წყარო: marketer.ge