კომპანია "ჯეოფეი" 2011 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული კომერციის განვითარებას საქართველოში.

საერთაშორისო ონლაინ მაღაზიების პლატფორმების დეტალური ანალიზის შემდეგ, კომპანიამ არჩევანი CS-Cart-ზე შეაჩერა — პლატფორმაზე, რომელიც გამოირჩევა გამართული ფუნქციონალითა და მოსახერხებელი ადმინისტრაციული პანელით.

CS-Cart უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და გამოიყენება 170-ზე მეტ ქვეყანაში. ონლაინ მაღაზიის პლატფორმა მოიცავს როგორც ძირითად, ისე მრავალ დამატებით, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ფუნქციას, რაც ონლაინ ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

2014 წლიდან „ჯეოფეი“ წარმოადგენს CS-Cart-ის ოფიციალურ ავტორიზებულ პარტნიორს საქართველოში, შედეგად ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად შევიდა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში.

დღესდღეობით, კომპანია „ჯეოფეი“ ონლაინ მაღაზიების ყველაზე დიდ პორტფოლიოს ფლობს საქართველოში.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბაზრის ზრდას და მომსახურებების გაფართოებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.