პარტნიორების შეფასებები

გაიგეთ, როგორ აფასებენ ჩვენი პარტნიორები თანამშრომლობის ხარისხს, პასუხისმგებლობასა და შედეგს.

myredberry.ge-სა და mandarina.ge-ს Geopay-თან პარტნიორობით ვმართავთ. ორივე ონლაინ მაღაზიას ერთი ადმინისტრაციული პანელიდან ვაკონტროლებთ, საიტები ინტეგრირებულია ჩვენს სააღრიცხვო სისტემასთან, ხოლო Geopay-ის გუნდი ჩვენი საჭიროებების შესაბამისად ახალ ფუნქციონალს ამატებს.
გუნდი სწრაფად რეაგირებს ჩვენს მოთხოვნებზე, ტექნიკური საკითხები კი დროულად წყდება. Geopay-ს ვურჩევთ ყველა კომპანიას, რომელსაც რამდენიმე ონლაინ მაღაზიის ერთიანი მართვა სჭირდება.
ელ.კომერციის ხელმძღვანელი,
Myredberry.ge | Mandarina.ge
ჯეოფეის“ გუნდთან წლებია ვთანამშრომლობთ. ერთობლივად საიტზე არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ცვლილება დავნერგეთ, რაც ჩვენი ონლაინ მაღაზიის განვითარებასა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებაში დაგვეხმარა.
განსაკუთრებით გამოვყოფდი ტექნიკურ მხარდაჭერას — გუნდი ყურადღებით ეკიდება ჩვენს მოთხოვნებს და გვეხმარება როგორც ახალი ამოცანების განხორციელებაში, ისე ყოველდღიური ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საიტის განვითარების პროცესში გვყავს პარტნიორი, რომლის მხარდაჭერის იმედიც შეგვიძლია გვქონდეს.


მადლობა „ჯეოფეის“ გუნდს გაწეული სამუშაოსა და თანამშრომლობისთვის. რეკომენდაციას ვუწევთ კომპანიებს, რომლებიც საკუთარი ონლაინ მაღაზიისთვის სანდო ტექნიკურ პარტნიორს ეძებენ.
მ. ესიტაშვილი,
ციფრული განვითარების მენეჯერი, Beko, Technoshop.ge
2024 წლის დასაწყისი იყო, როდესაც ჩვენ კომპანია "ნეოტექი", მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით გამოკვეთილი და უპირობო ლიდერი იყო და დღემდე მყარად ინარჩუნებს ამ პოზიციებს, არ ჰქონდა ონლაინ გაყიდვების პლათფორმა. ჩვენ გვჭირდებოდა

პარტნიორი რომელიც იქნებოდა სიღრმისეულად გამოცდილი e-Commerce მიმართულებით, რადგან ჩვენ გვსურდა ჩვენს კომპანიაში უკვე მოქმედ ERP სისტემასთან API კავშირით სინქრონიზებული თანამდედროვე ონლაინ მაღაზია და ამავდროულად გვსურდა მიგვეღო სფეროს ლიდერისთვის შესაბამისი მისაბაძი პროდუქტი. ინტენსიური ძიების, პირადი შეხვედრების და მიღებული რეკომენდაციების სინთეზით მივიღეთ გადაწყევტილება და თანამშრომლობა დავიწყეთ CScart-ის გუნდთან. ჩვენს მიერ გაკეთებულმა სწორმა არჩევანმა საშუალება მოგვცა, რომ თანამშრომლობის დაწყებიდან ორ თვეში გაგვეშვა ჩვენი ონლაინ მაღაზია https://shop.neotech.ge, რომელიც ძალიან მალე იქცა უსაფრთხოების სისტემების ძიების მიმართულებით მთავარ სავაჭრო პლათფორმად და საინფორმაციო წყაროდ. Cscart-ის გუნდის მიერ ხდებოდა ჩვენს წინ მდგომი ამოცანების გადაწყვეტის საუკეთესო ვარიანტების შემოთავაზება და შეთანხმების შემდეგ ოპერატიული გადაწყვეტა. საკითხს ართულებდა ERP სისტემასთან API კავშირით სინქრონიზაციის ამოცანა, რომელიც ასევე წარმატებით იქნა დაძლეული. ოპერატიული და ზუსტი წერილობითი კომუნიკაცია მინიმუმამდე ამცირებდა ტექნიკური დავალების ჩამოყალიბებაში დაშვებულ შეცდომებს და ფუჭ შრომას. დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Cscart-ის გუნდმა მოლოდინებს გადააჭარბა. ამ მოკლედ მოყოლილი ისტორიის შემდეგ რასაკვირველია მე ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევს Cscart-ის გუნდს, როდესაც მეკითხებიან თუ ვის ვურჩევდი პარტნიორად ელექტრონული კომერციის სფეროში. მადლობა Cscart-ის მთელ გუნდს დღემდე და მომავალში გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის.
მ. ქლიბაძე,
Deputy CEO / Core Business Executive, Shop.neotech.ge
ჩვენი პირველი ნაბიჯები ონლაინ გაყიდვებში „ჯეოფეისთან“ თანამშრომლობას უკავშირდება. პანდემიის პერიოდში მთავარი გამოწვევა ონლაინვაჭრობის პლატფორმის სწრაფად გაშვება იყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ საქართველოში გუნდი, რომელიც პირველი კონსულტაციიდან ინტეგრაციის დასრულებამდე

არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში დაგვეხმარა, არამედ ელექტრონული კომერციის უკეთ გაგებასა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაშიც შეგვიწყო ხელი. მოქნილი მიდგომითა და შეთანხმებული ვადების დაცვით შევძელით ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

თანამშრომლობისას ყოველთვის იგრძნობა, რომ ჩვენს გვერდით პროფესიონალები დგანან, საკითხები უყურადღებოდ არ რჩება, რეაგირება სწრაფია, გუნდის კვალიფიკაცია კი ნდობას ამყარებს. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმის ცოდნა, რომ საჭიროების დროს საიმედო მხარდაჭერის იმედი შეგვიძლია გვქონდეს.

სამომავლოდ ვისურვებდით, „ჯეოფეიმ“ კიდევ უფრო გააფართოოს მომსახურების სპექტრი და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული საჭიროებების სრულად დაფარვა შეძლოს. ამ საკითხების ერთ სივრცეში მოგვარება ჩვენნაირ ბიზნესებს დროისა და რესურსების დაზოგვაში, პროცესების გამარტივებასა და ეფექტიანობის გაზრდაში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა.
ლ. მათითაიშვილი,
CEO, Geovoice.ge