პარტნიორების შეფასებები

გაიგეთ, როგორ აფასებენ ჩვენი პარტნიორები თანამშრომლობის ხარისხს, პასუხისმგებლობასა და შედეგს.

დაწერეთ თქვენი შეფასება

მიუთითეთ სახელი, თანამდებობა და კომპანია, ტექსტში კი თქვენი გამოცდილება ჯეოფეისთან თანამშრომლობაზე.

ჩვენი პირველი ნაბიჯები ონლაინ გაყიდვებში „ჯეოფეისთან“ თანამშრომლობას უკავშირდება. პანდემიის პერიოდში მთავარი გამოწვევა ონლაინვაჭრობის პლატფორმის სწრაფად გაშვება იყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ საქართველოში გუნდი, რომელიც პირველი კონსულტაციიდან ინტეგრაციის დასრულებამდე არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში დაგვეხმარა, არამედ ელექტრონული კომერციის უკეთ გაგებასა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაშიც შეგვიწყო ხელი. მოქნილი მიდგომითა და შეთანხმებული ვადების დაცვით შევძელით ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

თანამშრომლობისას ყოველთვის იგრძნობა, რომ ჩვენს გვერდით პროფესიონალები დგანან, საკითხები უყურადღებოდ არ რჩება, რეაგირება სწრაფია, გუნდის კვალიფიკაცია კი ნდობას ამყარებს. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმის ცოდნა, რომ საჭიროების დროს საიმედო მხარდაჭერის იმედი შეგვიძლია გვქონდეს.

სამომავლოდ ვისურვებდით, „ჯეოფეიმ“ კიდევ უფრო გააფართოოს მომსახურების სპექტრი და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული საჭიროებების სრულად დაფარვა შეძლოს. ამ საკითხების ერთ სივრცეში მოგვარება ჩვენნაირ ბიზნესებს დროისა და რესურსების დაზოგვაში, პროცესების გამარტივებასა და ეფექტიანობის გაზრდაში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა.
ლ. მათითაიშვილი,
CEO, Geovoice.ge
CScart.ge-ს გუნდთან თანამშრომლობის საკმაოდ მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება გვაკავშირებს. ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ორჯერ განვაახლეთ ვებგვერდის პლატფორმა, ჩავატარეთ მასშტაბური რედიზაინი, გავაუმჯობესეთ UI/UX, გავაფართოეთ ფუნქციონალი და დავნერგეთ უამრავი ინდივიდუალური მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენი ბიზნესის საჭიროებებზე იყო მორგებული.

ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ პლატფორმის ტექნოლოგიური განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. CScart.ge-ს გუნდი აქტიურად იყო ჩართული როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელებისა და შემდგომი გაუმჯობესების ეტაპებზე, რის შედეგადაც შევძელით დასახული მიზნების მიღწევა.

ჩვენთვის ამ თანამშრომლობაში ყველაზე ღირებული არის გუნდის გამოცდილება, მოქნილობა და პარტნიორული მიდგომა. მნიშვნელოვანია, როდესაც ტექნიკურ პარტნიორს ესმის არა მხოლოდ კონკრეტული დავალება, არამედ ბიზნესის საჭიროებები და შეუძლია შესაბამისი გადაწყვეტილებების შემოთავაზება. CScart.ge-ს გუნდი გამოირჩევა მაღალი ტექნიკური კომპეტენციით, სწრაფი რეაგირებითა და ეფექტური კომუნიკაციით. განსაკუთრებით დადებითად შევაფასებ ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ოპერატიულობასა და პრობლემების გადაჭრის პროცესში ჩართულობას.

ასევე აღსანიშნავია მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო ეკოსისტემა: მრავალფეროვანი მოდულები და სხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარებასა და მასშტაბირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

CScart.ge-ს ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას იმ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ გამოცდილ და სანდო ტექნიკურ პარტნიორს ელექტრონული კომერციის მიმართულებით. მეტიც, ჩემი ვებ სააგენტოს Techonverge ფარგლებში, სადაც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ელექტრონული კომერციის გადაწყვეტებია, სამომავლო პროექტებისთვის თავადაც განვიხილავ CScart.ge-სთან თანამშრომლობას. ამ მოდელში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს დამკვეთთან კონსულტაციას, პროექტის დაგეგმვასა და კოორდინაციას, ხოლო CScart.ge-ს გუნდი ტექნიკურ განხორციელებას. ვფიქრობ, გამოცდილების ასეთი გაერთიანებით შესაძლებელია მაღალი ხარისხის, სრულფასოვანი და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნა.
ნ. ცაბაძე,
ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Gorgia.ge
კომპანია ჯეოფეიმ მაღალი პროფესიონალიზმით, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით შეასრულა ჩვენი დაკვეთა. მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ნამდვილად ოპტიმალური და შედეგიანი იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის გათვალისწინებით.
თ. ართმელაძე
აღმასრულებელი დირექტორი, ახალი ნათება
კომპანია ჯეოფეი არის საიმედო და ერთგული პარტნიორი. გამოირჩევა აღებული ვალდებულებებისადმი პასუხისმგებლობით. კმაყოფილები ვართ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით და რეკომენდაციას ვუწევთ მათ.
გ. მდინარაძე
ელ. კომერციის განვითარების მენეჯერი, დომინო
ჯეოფეის გუნდთან თანამშრომლობა დეველოპერებთან ურთიერთობის ჩემი საუკეთესო გამოცდილებაა. გუნდი დაუყოვნებლივ რეაგირებს დავალებებზე და საჭიროების შემთხვევაში პრობლემებს სწრაფად აგვარებს.

მათი გამართული პროცესი, ორგანიზაციული სტრუქტურა და პასუხისმგებლობების სწორი გადანაწილება თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. კითხვებზე ყოველთვის ზუსტ პასუხს ვიღებთ, რაც გუნდის მაღალ კომპეტენციაზე მიუთითებს.
ნ. შავლაყაძე
დირექტორი, სპორტ თრეიდ ჯორჯია
ელექტრონული აკადემიისთვის ახალი საიტის შექმნა სასიამოვნო პროცესად იქცა, რადგან ჯეოფეის დეველოპერებთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა. მათი დროული რეაგირების წყალობით, მარტივად ვცვლიდით ინფორმაციას და ვაწყობდით საიტის მნიშვნელოვან დეტალებს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯეოფეის მიერ გაწეული მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც საიტის ამოქმედების შემდეგაც ვიღებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლების საჭიროებებს სწრაფად ვუპასუხოთ.
გ. დათუკიშვილი
დირექტორი, ელექტრონული აკადემია