დღესდღეობით ონლაინ მაღაზიის შექმნა საკმაოდ მარტივია, ასევე გამარტივებულია მისი მართვა და ამუშავება.
CScart-ის პლატფორმაზე შექმნილ ონლაინ მაღაზიებს აქვთ შესაძლებლობა გამარტივებულად გადაიხადონ, როგორც ბანკის ბარათით, ასევე Apple Pay, Google Pay-სა და კრიპტოვალუტის მეშვეობით
„ჯეოფეი“, კომპანიებს, „ონლაინ“ მაღაზიის შექმნას, მის საკურიერო სისტემებთან ინტეგრაციას, „ონლაინ“ გადახდებს, ინდივიდუალური ფუნქციონალის ანალიტიკასა და სხვა სერვისებს სთავაზობს. როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი კიკონიშვილი ამბობს, ძირითადი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში მონაწილეობის მიღება და ამ მიმართულებით ადგილობრივი საშუალო, მსხვილი და start-up კომპანიების ტექნიკური მხარდაჭერაა.