კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 20.10.2026

cscart.ge-ის ოპერატორი არის შპს „ჯეოფეი“ (Geo Pay LLC, ს/კ 400017058, მისამართი: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის ქ. 4ა).

Facebook აპლიკაცია „CScart.ge Poster“. ამ აპლიკაციას მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს: cscart.ge-ის ბლოგის სიახლეებს ავტომატურად აქვეყნებს ჩვენს Facebook გვერდზე „CScart.ge“. აპლიკაცია მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს არ აგროვებს, არ ინახავს და მესამე პირებს არ გადასცემს. ის მხოლოდ ჩვენი გვერდის წვდომის ტოკენს იყენებს, რომელიც დაცულად ინახება ჩვენს სერვერზე.

საიტის მონაცემები. cscart.ge-ზე საკონტაქტო ფორმის ან შეკვეთის შევსებისას თქვენ მიერ მოწოდებულ მონაცემებს (სახელი, ტელეფონი, ელფოსტა) ვიყენებთ მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად და მომსახურების გასაწევად. მესამე პირებს არ გადავცემთ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მონაცემების წაშლა. მონაცემების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ ელფოსტით: [email protected]. მოთხოვნას 30 დღის განმავლობაში შევასრულებთ.

კონტაქტი: [email protected], +995 32 248 70 90

Geopay / cscart.ge